fbpx

ვუდსონ ჯორჯია- დამზადებულია საქართველოში #ბიზნესმაბავი

იყიდე მეტი

ვუდსონ ჯორჯია- დამზადებულია საქართველოში #ბიზნესმაბავი

1920 1080 buymore.ge

დეკორი- ინტერიერის განუყოფელი ნაწილია  სიმყუდროვის შესაქმნელად   სწორედ მას ექცევა დიდი მნიშვნელობა, ეს ის პატარა პეწია, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს განუმეორებლობასა და სიმყუდროვეს ანიჭებს. ავეჯის წამოების ინდუსტრია უკვე საშუალებას გვაძლევს სხვადასხვაგვარი ინტერიერისთვის კარგი ხარისხის ავეჯი შევარჩიოთ.  ყველა, ვინც ავეჯის ან ავეჯის აქსესუარების ყიდვას აპირებს, აუცილებლად საუკეთესოს ეძებს. მაგრამ როგორია საუკეთესო ან კარგი?

ამისთვის  ვუდსონ ჯორჯია შიდა სამყარო უნდა გაგაცნოთ, ქართული წარმოების ინტერიერის დეტალების მთავარი ავტორები, რომელთა ნამუშევრები, დიახ, მათ თვითოეულ ნივთს თამამად შეგვიძლია ნამუშევრები ვუწოდოთ, დიდი რუდუნებით,    სიყვარულით იქმნება და სრულად ხელნაკეთია.

ფორმულა დილის გადაცემა

ციფრული სამყარო ჩვენი მთავარი ინსპირაცია გახდა, სწორედ სხვადასხვა  ვებ გვერდებსა და სოციალურ ქსელებში ნანახმა ნივთებმა მოგვცა შთაგონება ჩვენც ადგილობრივი წარმოების  ფარლებში შეგვექმნა მსგავსი ნივთები და მომხმარებლებს მის შესაძენად ხანგრძლივი ლოდინი არ დაჭირვებოდათ, თავიდან რა თქმა უნდა იდეის გარდა არაფერი გვქონდა, მით უფრო არც გამოცდილება და  ყველა საჭირო პროცესის შესწავლა დავიწყეთ,  აპრობირებული მეთოდით „ You tube” დახმარებით. ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენი  იდეა, განხორციელებიდან ვიდრე  მომხმარებლამდე მიწოდების მეთოდით სრულად ციფრული“-  ნოდარ თუშიშვილი ვუდსონ ჯორჯია   დამფუძნებელი.

ქართული წარმოება

ციფრული კომუნიკაცია და კომერცია ბიზნესმა განვითარებისთვის ძალიან კარგად მოირგო და ალბათ პირველები იყვნენ ვინც სრულად და წარმატებით აითვისა ინტერნეტ ვაჭრობის ყველა უპირატესობები, შექმნის დღიდან დღემდე, მიუხედავად შექმნილი პოსტპანდემიური პერიოდისა, როცა ბიზნესის უმეტესობა კრიტიკული მომენტის შემდეგ გაციფრულდა, მათთვის სულაც არ იყო რთულად გადასატანი, რადგან, მოხმხმარებელთან დაკავშირება სრულად ინტერაქციული და ინტერნეტულია. ფიქრობენ, რომ ამით პროცესი უფრო ცოცხალია, დამატებითი თანხებიც იზოგება, რაც შესაბამისად დადებითად აისახება ნივთის ღირებულებაზე და მისი შეძენა მომატებული ღირებულებით არ ხდება, რაც ხშირად ბევრად აღემატება რეალურ შეფასებას.

  ვუდსონ ჯორჯია  რამდენიმე წელია რაც სამომხმარებლო აუდიტორიას გემოვნებიანი და ხარისხიანი ავეჯითა და დეკორის ელემენტებით ანებივრებს, ძირითადი მასალა ხეა, თვლიან რომ ხეა სწორედ ის რას ყველაზე მეტად გამოხატავს მათ შემოქმედებით ბუნებას, რადგან თავად მასალაც  ასეთია, შემოქმედებით მიდგომას ითხოვს, უნდა ეურთიერთო, მოუსმინო, იფიქრო სანამ თითეული არაფრის მთქმელი ხის უბრალო ნაჭრისგან საყვარელ და ლამაზ სანათს, წიგნების თაროს,  ტორშერს, სავარძელს, საკიდს  ამოიყვან და გააცოცხლებ. თან ხის ფაქტურა ზუსტად გამოხატავს ამ ხასიათს: სითბოს, სიმყუდროვეს და ბუნებრიობას, რაც ბრენდის ძირითადი ხასიათიცაა.

avejis damzadeba

ყველაზე დიდი შექება და სტიმული ჩვენთვის  მომხმარებლების შთაბეჭდილეებია, რაც სიმართლე გითხრათ   ფინანსურ  შემოსავლებზე უფრო ძვირფასია. ჩვენი სოციალური ქსელების ვიზუალური მასალის უმეტესობა სწორედ მომხმარებლის „ შემოქმედებაა“ გვიგზავნიან ფოტოებს, მათ ინტერიერში როგორ იწონებს  თავს ჩვენს მიერ შექმნილი ნივთი და ის სწორედ ისეთია როგორიც მას სურდა და შეგვიკვეთა. არცერთი ვიზუალური მასალა არ არის  სპეციალურად დამუშავებული, პირიქით, ბუნებრივია როგორც ემოცია ასევე მისი გამომწვევი მთავარი გმირიც, რომელიც  როგორც ყოველთვის ძალიან ფოტოგენურია“.

უყურეთ სრულ სიუჟეტს პარასკევს ფორმულაზე – “დილა ფორმულაზე”  ბიზნეს რუბრიკა Buy more- იყიდე მეტი