ღვინის ეზო N1 – შენი ოჯახი საქართველოში

მოიარე საქართველო

ღვინის ეზო N1 – შენი ოჯახი საქართველოში

960 720 buymore.ge

ტურიზმი ყველაზე სწრაფი შედეგის მომტანი და მრავალპროფილიანი დარგია, ამ ინდუსტრიაში ბევრი სხვადასხვა სფერო ერთიანდება და საბოლოოდ საუკეთესო მატერიალური კეთილდღეობა მოაქვს. მასპინძლობა კი ქართველის ბუნებრივი მდგომარეობა და კომფორტის ზონაა, ამიტომ, ტურიზმი ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანესი რგოლია

 ღვინის ეზო N1 – ,,შენი ოჯახი საქართველოში’’ – ოჯახური ტიპის ტურისტული ობიექტი კახეთში, რომელიც  მხოლოდ ორი წლის წინ შეიქმნა და მაშინვე  პოპულარული გახდა  როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

ყვარელი კახეთი ობიექტის შექმნის იდეა პროფესიით ჟურნალისტს, თიკა დუღაშვილს გაუჩნდა, თუმცა მის განხორციელებაში მთელმა  ოჯახმა მიიღო მონაწილეობა და დღემდე ასეა.  თიკამ ოჯახის ყველა  წევრს თავისი ფუნქცია მიანიჭა და ასე საკუთარი ძალებით, ყოველგვარი ინვესტიციის გარეშე დაიწყო სტუმრების მასპინძლობა. მალე ყველა რეკორდი მოხსნა და ღვინის ეზო N1 კავკასიის ტურებს შორის აუცილებლად სანახავ ადგილებს შორის დასახელდა.

საუკეთესო სანახავი

ეს ანტრეპრენერული იდეა ბევრი ადამიანისთვის გახდა ინსპირაციის წყარო და ახლა თიკა საკუთარ გამოცდილებას ტრენინგებსა თუ სხვადასხვა პროექტების საშუალებით სხვა ადამიანებსაც უზიარებს.

მიზეზი, თუ რატომ შეაყვარა ამ ეზომ თავი  ადამიანებს, მარტივია – ღვინის ეზო N1 არის ერთი დიდი ქართული ოჯახი, რომელიც   სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა და უცხოელები  ქართული ტრადიციული ოჯახის გარემოცვაში გადაჰყავს.

ტურიზმი ღვინის მარანი ,,სწორი მარკეტინგი  ანუ სწორი მიმართულება არის ის, რაც შენს შინაგან კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. ყველა ბიზნესი საკუთარ შემქმნელს გავს, ამიტომ შენი ბრენდიც თავად ხარ. ყოველთვის ვცდილობ, იმაზე უკეთ წარმოვაჩინო ჩვენი ქვეყანა, ვიდრე არის, ჩვენი ტრადიციები, ყოფა- ცხოვრება. მაქსიმალური გავაკეთო, რისი შესაძლებლობაც მაქვს და მაქვს ამბიცია, რომ  სტუმრის  მიერ გატარებული დრო  ღვინის ეზო N1 – ში  იყოს ყველაზე დასამახსოვრებელი მის მოგზაურობაში. ყოველთვის მახსოვს, რომ ეს ჩემი სტუმრის  შვებულებაა და ვცდილობ მის ადგილას წარმოვიდგინო თავი, რა გამახარებდა, რით დავინტერესდებოდი?! მოკლედ რომ ვთქვა, ამ საქმეში მთავარია სიყვარული, კეთილგანწყობას ეროვნება არ აქვს და ყველა გრძნობს, თუ როგორ ექცევიან’’ . – აცხადებს ღვინის ეზო N1 დამფუძნებელი, ერთერთი წარმატებული ქალი ანტერპრენერი  თიკა დუღაშვილი

გარდა კულტურული ძეგლებისა და  ღირსშესანიშნაობებისა, ყველა მოგზაურს სურს შეხვდეს ადგილობრივებს, ეზიაროს ახალ გამოცდილებას, იცხოვროს მათი ცხოვრებით, შეიხედოს ყველა კუთხე – კუნჭულში,  ტურისტული ობიექტის სერვისებიც სწორედ ამ ინტერესებს მიხედვით არის შექმნილი: ღვინის, აგრო, გასტრო, ეკო, ეთნო ტურები – ეს იმ   ჟანრების არასრული ჩამონათვალია რომელიც ღვინის ეზო N1 – ში ფუნქციონირებს.

კახეთი ღვინოეს  მეღვინეების  ოჯახია, სადაც ღვინის წარმოების ტრადიციას  სამი თაობაა უწყვეტად გრძელდება.  ძველი საოჯახო მარანი, საგვარეულო ქვევრები და პაპისეული ნივთები – სწორედ ამით იხიბლებიან საქართველოს სტუმრები. ძველისა და ახლის შერწყმა, რეალური ადამიანების მოყოლილი ისტორიები, საბჭოთა ცხოვრების გადმონაშთები კახურ ოჯახში , იმდენად საინტერესოდ არის გადმოცემული, რომ სტუმარი რამდენიმე ეპოქას ერთიანად  შეიგრძნობს.

” წარმატების ფორმულა – ეს ადამიანების, შენი ქვეყნის და ურთიერთობების სიყვარულია”. – ამბობს თიკა დუღაშვილი.  მისი როგორც ანტერპრენერის ოცნებაა, რომ  ბევრი ძლიერი და განვითარებული სოფელი იყოს საქართველოში. 

მოიარე საქართველო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პანდემიამ დროებით დააპაუზა ღვინის ეზო N1, მაგრამ ეზოს ბინადრები იმედიანად არიან განწყობილი და მოუთმენლად ელიან სტუმართან შეხვედრას. ტურისტული ობიექტის სამომავლო გეგმები ახალი სერვისების შექმნას და განვითარებას უკავშირდება.