fbpx
Wine Diamond –ბრენდი, რომელმაც ღვინისგან მსოფლიოში პირველი სამკაული შექმნა #ბიზნესამბავი

Wine Diamond –ბრენდი, რომელმაც ღვინისგან მსოფლიოში პირველი სამკაული შექმნა #ბიზნესამბავი

თამარ აბულაძე

Wine Diamond –ბრენდი, რომელმაც ღვინისგან მსოფლიოში პირველი სამკაული შექმნა #ბიზნესამბავი

2560 1440 buymore.ge

თქვენთვის უკვე კარგად  ცნობილი  ბრენდი ემოცია და მისი ავტორი თამარ აბულაძე, კიდევ ერთ ახალ მიმართულებას წარმოადგენს,  Wine diamond რომლის მთავარი შთაგონება რა თქმა უნდა ისევ და ისევ ღვინოა, ეს მისთვის სასმელზე მეტია, ეს ფილოსოფიაა,  ხელოვნების მიმართულება,  ამოუწურავი თემა, რომელიც მისი მრავალწახნაგობით უამრავ საინტერესო და დასამახსოვრებელი ნივთების შექმნის იდეას იძლევა.  ერთი შეხედვით შეიძლება გაოცდეთ კიდეც, როგორ, ღვინო ხომ სასმელია, როგორ შეიძლება ღვინის ქვა მომზადდეს და მით უმეტეს მისგან ხელშესახები სუვენირული პროდუქცია შეიქმნას? აი სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება ბრენდის  დამფუძნებელი, ავტორი და მთავარი იდეინი – თამარ აბულაძე.

თამარ აბულაძე

   იდეა, რომლის განხორციელება არავის არ სჯეროდა

როცა შემთხვევით (თუმცა, შემთხვევითობის არასდროს მჯეროდა), ღვინის ქვისგან სამკაულების დამზადების იდეა გამიჩნდა, პირველი რაც გავაკეთე, ნაცნობ მეღვინეებს დავურეკე და ჩემი ახალი აზრი გავუზიარე. ყველამ აბსურდად მიიჩნია ერთის გარდა.  ჩემმა ხასიათმა მიშველა: დავიწყე გამოსავლის ძებნა და „ცდების ჩატარება“. პირველი ღვინის ქვა მეგობარმა მეღვინემ მომცა და მეც შევუდექი საქმეს… საშინელი შეგრძნებაა, როცა რაღაც არ გამოგდის, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ აი ზუსტად მანდ არის პატარა ნაღმები, რომელთა აფეთქებამაც არ უნდა შეგაშინოს. ბოლოს, 3 თვიანი ცდების დასასრულს, ჩემი გამარჯვებაც მოვიდა. შეიქმნა პირველი ღვინის ქვის სამკაული, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. უმაღლესი სინჯის ვერცხლში მოთავსებული 8000 წლიანი ღვინის ისტორია და კონკრეტული წლისა და ვენახის მოსავალი სამუდამოდ იცოცხლებს. ეს მხოლოდ სამკაული არ არის, ესაა ღვინის უკვდავყოფა, რომელიც ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ღვინის სამშობლოს სტატუსს, პირველი ღვინის ქვის სამკაულის შემქმნელი ქვეყნის სახელიც შეემატა. რაღა გამაჩერებს, ისევ „აბსურდულ“ იდეა შემომიჩნდა, მომავალ წელს იმასაც გავაკეთებ!

ტურიზმი

 

   რა არის ჩემი მიზანი? 

ახლა უკვე კონკრეტული მიმართულება მაქვს: შევქმნა ყველასგან განსხვებული და შეუძლებელი რეალობად ვაქციო. ვამაყობ, რომ ღვინის სამშობლოში გავჩნდი, რომ ჩემი წვლილიც შევიტან 8000 წლიან სასწაულში და რომ არამხოლოდ ღვინის, არამედ ღვინის ქვისგან დამზადებული, პირველი სამკაულის ქვეყანაც ვართ, რომლის შესახებაც უკვე საქართველოს საზღვრებს მიღმაც აღტაცებით საუბრობენ.

ბევრი იფიქრეთ,  გჯეროდეთ თქვენი იდეების,  არ გაანელოთ მიზნის მიღწევის სურვილი და რაც მთავარია – ძალიან ბევრი იშრომეთ. დამიჯერეთ, ამას ყოველთვის მოაქვს შედეგი. მთელი სამყაროც რომ თქვენს წინააღმდეგ იყოს,  თუ გჯერათ, აუცილებლად გამონახავთ სწორ გზას და შეუძლებელს შეძლებთ.

შემთხვევით არაფერი ხდება, აბსურდებიც მითი ყოფილა. საოცნებო მიზნისთვის ყოველთვის ღირს ბრძოლა.

კატერინა გალდავაძე 

ვუდსონ ჯორჯია- დამზადებულია საქართველოში #ბიზნესმაბავი
1920 1080 buymore.ge