რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნი? იმიტომ რომ თითოეული ჩვენგანი, ჩვენი ცხოვრების შემქნელები და მწერლები ვართ, ჰოდა , ერთ დღეს ყველას უნდა შეგვეძლოს დავწეროთ ჩვენი წიგნი. წიგნების კითხვით ვმდიდრდებით, უფრო მეტად ვსწავლობთ ადამიანის ბუნებას, ვავლებთ პარალელებს, ვაანალიზებთ, გვიხარია და გვწყინს, ბევრი ცხოვრებით ვცხოვრობთ და უფრო მეტად გვიხარია თითეული ახალი დღე- მარიამ კიკაჩეიშვილი Bookmark Books in Vake- წიგნები ვაკეში დამფუძვნებელი.
ჯერ კიდევ ორიათასიანების დასაწყისში ერთერთი პირველები იყვნენ ვინც ინგლისურ თუ რუსულ გამომცემლობებთან თანამშრომლობდნენ, ჩამოქონდათ ახალი გამოცემული წიგნები და რამდენიმე ადგილობრივ მაღაზიას ამარაგებდნენ. 2009 წლიდან კი უკვე საკუთარი მაღაზიის გახსნა გადაწყვიტეს და ფალიაშვილის ქუჩაზე წიგნის მოყვარულებისთვის პატარა და მყუდრო ადგილი გაჩნდა – Bookmark Books in Vake წიგნები ვაკეში ამ სახელით მათ ბაზაზე არსებულმა გამომცემლობამ გამოსცა რამდენიმე წიგნიც, ნიკო გომელაურის ლექსების კრებული და დავიდ დეფის ლექსები და რომანი ”დემნა გედევანიშვილი”.
Bookmark Books in Vake – წიგნები ვაკეში შემდეგ ბევრი მსგავსი ტიპის წიგნების მაღაზიის სახელის ინსპირაცია გახდა. 2018 წლიდან არაყიშვილის 5 ნომერში ნამდვილი განძის კუნძულია ადამიანისთვის ვისაც ლიტერატურა, მოგზაურობა, ხატვა, დიზაინი, მოდა, ფოტოგრაფია, კულინარია, ნადირობა, დოკუმენტალისტიკა, პოეზია, ფსიქოლოგია, მეცნიერება, რელიგია, არქიტექტურა და საკუთარი თავის ან სხვების გაბედნიერება უყვარს.
მუდმივად განახლებადი უახლესი გამოცემები, ბესტსელერები, უნიკალური კოლექციები, მაღალგამოსახულებიანი პროფესიონალური წიგნები, მსოფლიოში აღიარებული საგამომცემლო სახლების მიერ გამოცემული სერიები, იშვიათი გამოცემები, რომლის ბეჭდური ვერსიები თვით ინტერნეტშიც არ მოიძიება, ინგლისურ ქართულ და რუსულ ენაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ და ორიგინალში აღმოაჩინოთ მწერლის ოსტატობა თუ ავთენტურობა.
რა თქმა უნდა პატარებიც იპოვნიან აქ თავიანთ განძის ნაწილს: თუ ხატვა გიყვარს საინტერესო ლიტერატურას შეგიძლია გაეცნო ხოლო თუ პროცესი უფრო გხიბლავს, აქ თაროებზე ისეთი ნივთებია წარმოდგენილი სულ მოკლე ხანში შეგიძლია გენიოსად გადაიქცე – პროფესიონალური და ნახევრად პროფესიონალური სახატავი მასალები საღებავებიდან ვიდრე ტილოებამდე.
წიგნები ხასიათის მიხედვით – სწორედ ასეა დალაგებული თაროებზე ის მრავალფეროვანი ლიტერატურა რომელიც ახალ დაუვიწყარ და შთამაგონებელ მოგზაურობას გპირდებათ. არაყიშვილის 5 ნომერში ზაფხულის ბოლომდე თქვენი საყვარელი წიგნები შეგიძლიათ 20 % ფასდაკლებით შეიძინოთ.