fbpx

UG Startup Factory – გახადე შენი იდეა რეალური

გრანტის აღება

UG Startup Factory – გახადე შენი იდეა რეალური

1350 650 buymore.ge

საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციური ცენტრი UG StartUp Factory უკვე 3 წელია ხელს უწყობს სტარტაპერებს განვითარებაში. ჩატარებული პროექტების ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტის ფონდიდან დაფინანსდა 6 სტარტაპი, ხოლო ორმა მოიპოვა ჯიტას გრანტი, ერთმა სტარტაპმა კი საერთაშორისო დაფინანსება.

საერთო ჯამში საქართველოს უნივერსიტეტის  აქსელერატორში მოხვედრილმა სტარტაპებმა ჯამურად 500.000 ლარის ინვესტიცია მოიზიდეს. ინოვაციური ცენტრი აქტიურადაა ჩართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში. აქ სტრატაპერებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ცოდნა, შეიძინონ გუნდის წევრი, გაუზიარონ ერთამნეთს გამოცდილებ და რაც მთავარია განავითარონ სტარტაპი.

     UG Startup Facttory ამჟამად  საქართველოს მასშტაბით რიგით მეექვსე აქსელერაციის პროგრამას იწყებს. აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს და მალე პროექტის მონაწილე სტარტაპების შერჩევაც მოხდება.

სააქსელერაციო პროგრამა 2 ნაწილად არის გაყოფილი და ითვალისწინებს GITA-ს დაფინანსების პროგრამასთან ინტეგრაციას. მისი პირველი ნაწილი დაეთმობა, ბაზარზე სტარტაპ იდეის სწრაფ გაშვებას (სწრაფი ვალიდაცია) და მომხმარებლებისგან მაქსიმალურად მოცულობითი უკუკავშირის მიღებაზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროექტის პირველადი იდეის დახვეწას.

მეორე სტადიაზე, სტარტაპერები შეძლებენ საკუთარი პროექტების განვითარებას და პირველადი მოდელის შექმნას. ასევე დასკვნით ეტაპზე UG StartUp Factory-ის დემო დღის ფარგლებში პროექტებს ინვესტორების წინაშე წარადგენენ.

სტარტაპ აქსელერატორი

 

აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში :

  • სტარტაპერებს ექნებათ დაფინანსების მიღების მაღალი პოტენციალი;
  • სტარტაპერებს ექნებათ შესაძლებლობა განივითარონ კრეატიულობა და კრიტიკული აზროება და მოახდინონ იდეის დახვეწა GoandGrow-ს უნიკალური სისტემის მეშვეობით.
  • მენტორშიფს გაუწევენ ქართველი და უცხოელი მაღალკვალიფიციური დარგობრივი მენტორები;
  • ინდივიდუალურ პრობლემებზე მუშაობითა და ცოდნის პრაქტიკაში დანერგვით სტარტაპერები შეძლებთ იდეის და პროექტის სწრაფ ვალიდაციას;
  • მენტორები დაეხმარებიან სარტაპებს GITA-ს პროტოტიპირების000 საგრანტო კონკურსისათვის განაცხადის მომზადებაში;

აქსელერაციის პროგრამა განკუთვნილია საქართველოში მცხოვრებ ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც სურვილი აქვს, სტარტაპის განვითარების ან აქვს იდეა, რომელიც სურს, წარმატებულ სტარტაპად აქციოს.

აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს და 26 სექტემბერს დასრულდება.