fbpx

თუ თქვენი ბიზნესი ინტერნეტში არ არის, ესე იგი თქვენ უკვე წააგეთ

იყიდე მეტი

თუ თქვენი ბიზნესი ინტერნეტში არ არის, ესე იგი თქვენ უკვე წააგეთ

1260 709 buymore.ge

დიახ, ეს სიმართლეა მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა, მაგრამ ეს ის ეტაპია რომელიც მე, თქვენ და ყველა სხვა ადამიანმა თუ ბიზნესმა უნდა გამოიყენოს. “თითქმის ყველა წარმატებული ადამიანი იწყებს ორი რწმენით: მომავალი იქნება უკეთესი ვიდრე აწმყო მე ამის გაკეთების ძალა მაქვს”. / დეივიდ ბრუკსი/

მსოფლიო უფრო და უფრო ვითარდება, წლების წინ თუ თქვენი კომპანიის იმიჯი მხოლოდ ადამიანებს შორის კომუნიკაციით ვრცელდებოდა და თქვენი ფეისბუქ გვერდი თქვენი კომპანიის  შენობის ვიზუალი იყო, ახლა თქვენ შეიძლება მხოლოდ იმიტომ დაკარგოთ კლიენტი, რომ საერთოდ ონლაინ არ არსებობთ ან თქვენი ვებ-საიტი და სოციალური გვერდის  ე.წ ფეიჯები სათანადოდ მიმზიდველად არ გამოიყურება.

 ხომ გაგიგიათ გამოთქმა: “თვალი ჭამს და თვალი სვამს”

მოვიდა ის პერიოდი როდესაც ჩვენი იმიჯი ვირტუალურ სამყაროში უფრო მნიშვნელოვანი და შედეგის მომტანი, ვიდრე რეალურ გარემოში, მაგრამ აქაც ასე მარტივად არ არის საქმე, როგორც ჩანს.

დაახლოებით 20 წლის წინ ადამიანი დღის განმავლობაში  საშუალოდ  მხოლოდ 10–15 რეკლამას თუ შეხვდებოდა, დღეს კი ინტერნეტის დამსახურებით საათში  მინიმუმ 25000 -ზე მეტ რეკლამას ვხედავთ.

და თქვენი აზრით ეს ყველაფერი რას ნიშნავს? მოდით  იმ საკითხებს გაგიზიარებთ, რომელიც ამ დაკვირვების თანახმად, ინტერნეტ სამყაროში კომპანიის წარმატებისთვის არის საჭირო:

  • კომპანიის სოციალური ქსელი

  ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს მოწესრიგებული სოციალური გვერდი, ან, ზოგადად, მისი არსებობა და რატომ ? ამის დასამტკიცებლად თუ გარშემო გაიხედ-გამოხედავთ დაინახავთ: რომ თუ 20 წლის წინ თქვენ კომპანიის ტელეფონის ნომერს სატელეფონო წიგნაკში ეძებდით ინფორმაციის მისაღებად, ახლა თქვენი წიგნი ჩაანაცვლა საძიებო სისტემებმა და სოციალურმა ქსელმა, ადამიანები, რომლებსაც გარკვეული ინფორმაციის მიღება სურთ კომპანიისგან, მათზე ინფორმაციას გუგლში/სოციალურ ქსელში ეძებენ და ჩათის საშუალებით ღებულობენ ინფორმაციას ან უშუალოდ გვერდიდან ახორციელებენ კომპანიის ნომერზე ზარს.

 პასუხიც  ნათელია: თქვენ მაქსიმალურად უნდა იყოთ თქვენი კლიენტისთვის ხელმისაწვდომი და გაუადვილოთ თქვენთან დაკავშირება, არავინ არ არის მოწოდებით შერლოკ  ჰოლმსი და არც იმდენი დრო აქვს ქალაქი მოიაროს თქვენს აღმოსაჩენად. მით უმეტეს ახლა, როცა ზუსტად 5 წუთი  გჭირდება სრული ინფორმაციის მისაღებად. თუ  კომპანია ინტერნეტში არ არსებობს, ის არც არსებობს, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან მცირეა, მით უფრო, როცა კონკურენტები ყველა ხელსაწყოს იყენებენ – სწრაფი კავშირი – სწრაფი განვითარებაა.

  • მოწესრიგებული ვებ-საიტი და საძიებო სისტემები

წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ძალიან კარგი პროდუქტი, რომელსაც თქვენ და თქვენი თანამშრომლების გარდა ვერავინ ვერ ხედავს, ამასთან ერთად თქვენ ხედავთ, რომ თქვენი კონკურენტი, რომელზეც უკეთესი პროდუქტი გაქვთ უფრო მეტს ყიდის ვიდრე თქვენ. რატომ ხდება ეს ასე ? გიფიქრიათ თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით ?  ხშირად მინახავს, კომპანიები საოცარი ვებ-საიტებით, საოცარი პროდუქტით, მაგრამ სამწუხაროდ მათ არ ჰქონდათ მოწესრიგებული საძიებო სისტემა, რის გამოც ისინი საერთოდ არ იძებნებიან ისეთ ვებ-საიტზე, როგორიც არის Google -ი და მათი პროდუქტი მათივე თვალწინ იკარგებოდა, ამ საკითხზე უფრო ფართოდ შემდეგ ბლოგში ვისაუბრებთ.

 აუცილებელია: პირველ რიგში, თქვენი ვებ-საიტი იყოს გამართული და როგორც ვახსენე, იყოს ხელმისაწვდომი თქვენი მომხმარებლებისთვის, აქამდე თუ იმიჯს მხოლოდ თქვენი კომპანიის ვიზუალი წარმოადგენდა, ახლა შეიძლება ისე დაკარგოთ კლიენტი თქვენი არასტაბილურობით ონლაინ სივრცეში, რომ თქვენს შესახებ შეიძლება საერთოდ ვერაფერი ვერ გაიგოს.

  • იყავით ყოველთვის ხელმისაწვდომი და ყურადღება მიაქციეთ თქვენს პოტენციურ კლიენტებს

ხშირად მქონია შემთხვევა, როდესაც მქონდა შეკითხვა კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით, მაგრამ კომპანიის თანაშრომელს არ შეუმჩნევია ჩემი მონაწერი და მე  სხვაგან წავედი პროდუქტის საძებნელად, წარმოიდგინეთ, თქვენს მაღაზიაში შემოდის კლიენტი, სჭირდება კონსულტაცია, ხოლო თქვენი თანამშრომელი სხვა საქმით არის დაკავებული, ჩათვალეთ, რომ იგივე მდგომარეობაა ონლაინ სივრცეში.

გაითვალისწინეთ: რომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტიკოსები  Gen -Z თაობაა, რომელიც დაიბადა 1995–2015 წლებში, ეს ის თაობაა, რომელმაც თავისი განვითარება ინტერნეტის განვითარებასთან ერთად დაიწყო, სწორედ ისინი არიან ჩვენი პირველი კრიტიკოსები და ჩათვალეთ, რომ თუ მათ მოსწონთ თქვენი პროდუქცია ონლაინ სივრცეში, ე.ი  თქვენ ყველაფერს სწორად აკეთებთ.

#მარკეტინგისციფრულიამბავი

ციფრული მარკეტერი:  ალექსანდრე ჩომახიძე