fbpx

წარმატებული გაყიდვების 3 ოქროს რჩევა, რომელიც გურუდ გაქცევს

ციფრული ბიზნეს ჟურნალი

წარმატებული გაყიდვების 3 ოქროს რჩევა, რომელიც გურუდ გაქცევს

1260 740 buymore.ge

ალბათ, დამეთანხმებით,რომ ნებისმიერ კომპანიაში კარგი გაყიდვების მენეჯერი სანთლით საძებნელია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ყველაზე მოთხოვნადი  პროფესია გახდა გაყიდვების მენეჯერი თუ გაყიდვების წარმომადგენელი, ვფიქრობ, ამ საქმის ძლიერი სპეციალისტი არც თუ ისე ადვილი სანახავია.

ჩვენს საუკუნეში გაყიდვა აღარ არის ისეთი მარტივი პროცესი, როგორიც იყო მაშინ, როცა მოთხოვნა აღემატებოდა მიწოდებას. დღეს ყველა სფეროში კონკურენცია მძვინვარებს და შესაბამისად, მყიდველებიც უფრო მომთხოვნები და უკეთ გაცნობიერებულები არიან. გარდა პროდუქტისა და მომსახურების კარგად ცნობისა, გაყიდვების წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია იმ უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომელიც ამ სფეროში არის წარმატების მომტანი.

ჩემი, როგორც გაყიდვების ტრენერისა და ფსიქოკონსულტანტის, დაკვირვებით,  ყველაზე მეტად  რაც წარმატების მიღწევაში ეხმარებათ  ამ სფეროს წარმომადგენლებს,  ეს არის

   პირველი: მარცხის შიშის მიმართ დაბალი მგრძნობელობა.

მარცხი ნებისმიერ სფეროში გარდაუვალია, თუმცა გაყიდვებში შესაძლოა,  დღის ან თვის განმავლობაში უამრავი უარის მიღების შემდეგაც კი არ დავყაროთ ფარ-ხმალი და დავამყაროთ ისეთი კომუნიკაცია, რომლის საშუალებითაც მივაღწიოთ მოლაპარაკებას და გავაფორმოთ კონტრაქტი.

გარშემო მყოფების მხრიდან, აღიარების მოპოვების მოთხოვნილება, ადამიანის არსებობისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოტივს წარმოადგენს (Baumeister & Leary 1995), რაც გავლენას ახდენს მიზნებზე და ამ მიზნების მისაღწევად გამოყენებულ საშუალებათა სპეციფიკაზე. პრობლემა იქმნება მაშინ, როცა მაგალითად გაყიდვების წარმომადგენელი სასურველ უკუკავშირს ვერ ღებულობს კლიენტისაგან და მოლაპარაკების პროცესში წყვეტს კომუნიკაციას. ეს თავის მხრიდან არის დაცვითი მექანიზმი.

 ” მესმის, რომ ეს სათქმელად ძალიან მარტივია. რჩევის სახით, რაც შემიძლია მივცე ასეთ ადამიანებს, ის არის რომ პირველი, გააცნობიერონ საიდან მოდის ეს შიში, რას ან  ვის უკავშირდება, მაქსიმუმ რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს უარის მიღებას და თუ მაინც მოვლენები არასასურველად განვითარდება,  რისი გაკეთება შეუძლიათ მის გამოსასწორებლად.”

     მეორე: თავდაჯერებულობა და ადეკვატური თვითშეფასება

აღსანიშნავია, რომ მაღალი თვითშეფასება და დაბალიც, ორივე კომპენსირდება ქცევაში,  ჩვენი ქცევა კი განსაზღვრავს ჩვენს როლსა და ადგილს საზოგადოებაში. მარტივად რომ ვთქვათ, თუ თავად ჩვენ არ გვჯერა როგორები ვართ ან რასაც ვამბობთ, რამდენად გვჯერა ან არ გვჯერა  ამ ყველაფრის, მაშინ როგორ დაგვიჯერებს ამას გარშემომყოფები?! თავდაჯერებულობა დასწავლადია ისევე, როგორც სხვა უნარები.

  მას შემდეგ კი, რაც დახელოვნდები მისი გამომუშავებით, ყველაფერი, შენს ცხოვრებაში, შეიცვლება უკეთესობისკენ“, – ბარი დეივენპორტი.

           მესამე : პოზიტიურობა

რაც თავისთავად არ ნიშნავს მხოლოდ დადებითის დანახვას ყველაფერში. მნიშვნელოვანია შეგვეძლოს მოვლენების აღქმა ორივე კუთხიდან. რაც მოგვწონს და მისაღებია საკუთარ თავსა თუ საქმეში, ამით ვპოზიციონირდეთ და, რაც სისუსტე ან ნაკლებად მისაღებია – კი არ ვუარყოთ ან ვუგულებელყოთ, არამედ, შევხედოთ როგორც გამოცდილება და ვიპოვოთ მასში რაც შეიძლება მეტი რესურსი, რომ დაგვეხმაროს განვითარებასა და სეგმენტის უკეთ შესწავლაში.

#გაყიდვებისციფრულიამბავი

   ხათუნა მდინარაძე 

 გაყიდვების სახლის დამფუძნებელი, ტრენერი და პოზიტიური ფსიქო-კონსულტანტი

 

როგორ შევინარჩუნოთ მომხმარებელი კორონავირუსის პანდემიის რეალობაში? #რეკლამისამბავი
2560 1440 buymore.ge