fbpx

ტოპ 7 ყველაზე გაყიდვადი შემოდგომის ლუქი #ციფრულიამბავი

ბიზნეს სიახლე

ტოპ 7 ყველაზე გაყიდვადი შემოდგომის ლუქი #ციფრულიამბავი

2560 1440 buymore.ge

2021 წლის მოდა შეგვიძლია ერთი  წინადადებით შევაფასოთ : “ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია“, წამყვანი დიზაინერების კოლექციაში მთავარი აქცენტი კეთდება ფერზე, ფორმასა და დეკორატიულ ელემენტებზე, გარდა ამისა, მოდა უფრო კონსუმერული  ერთდროულად ფეშენებელური და კომფორტული გახდა.

    #1 მუქი ორმაგი დენიმი 

ჯინსის ეს სახეობა ამ სეზონის ჰიტია და მონოქრომული ლუქი შესაძლებელია,  როგორც  წვეულებაზე ასევე ყოველდღიურ გარემოშიც ატაროთ. ტანზე მომდგარი სილუეტი ან 70- წლების ე.წ “შლაქსის” ტიპის შარვალი წლის მთავარი გმირია, რომლის შეხამება ყველა სტილის სამოსთან ან ფეხსაცმელთან შეგიძლიათ.

ტანსაცმლის მაღაზია

 #2  ლაბადა ან პონჩო

ის რაც 90 – იან წლებში საქართველოში არა მოდურ თუმცა აუცილებელ ატრიბუტად ითვლებოდა მისი კომფორტულობიდან გამომდინარე, წელს სეზონის  ჰიტია, მონოქრომული ან ყავისფერის სხვადასხვა ტონალობების პონჩო  წელზე ქამრით თქვენს სტილს ამერიკელი ვესტერნის ხასიათს მისცემს, თუ ლუქს მასიურ ტყავის ჩანთასაც დაამატებთ, თქვენ ფეშენისტების ავანგარდში აღმოჩნდებით.

მოდური ტრენდი

#3  მინი  კაბა

1960 წელს როცა დიზაინერმა მარი კანტმა ტანზე მომდგარი  შავი კაბა შექმნა, ის   დღემდე  მოდური ქალბატონების გარდერობის განუყოფელი ნაწილი გახდა.    90- წლებიდან 20021 მდე ის ყველა დიზაინრის შთაგონების წყარო იყო დაწყებული კავალიდან დასრულებული ვერსაჩემდე. შავი ან ნებისმიერი ფერის ტანზე მომდგარი კაბა და მაღალ ყელიანი ჩექმები, ასევე წლევანდელი ჰიტია და ის ნებისმიერი ღონისძიების ვარსკვლავად გაგრძნობინებთ თავს.

ქართული მოდა

#4  ნაქსოვი ფაქტურის გრძელი კაბა

მაქსი ზომის კაბა, რომელიც ან ხელით არის მოქსოვილი ან ნაქსოვი ფატურა აქვს, ასევე ბევრი დიზაინერის შთაგონების წყაროა და   კარიერის მანძილზე ამ თემას სხვადასხვა ვარიაციით  ხშირად იმეორებს. მინი ხელჩანთა,  სანდალი ან დაბალ ქუსლიანი ფეხსაცმელი, თქვენს ლუქს ელეგანტურობასა და სისადავეს შემატებს.

 ბიზნეს პლატფორმა

#5  გრძელი სახელოები

გრძელზე გრძელი და მათი აკეცვა კასკადურადაც შეიძლება მოგიწიოთ, რაც უფრო გრძელი სახელოები ან მაჯაში ფართო,მით უფრო მოდურია, ეს დენდური სტილი სილუეტს უფრო მეტ მომხიბვლელობას და ინტიმურობას ანიჭებს.

საიმიჯე სტატია

 #6 ფერადი ტყავის სამოსი

ცივ ამინდებში  ტყავის სამოსის ტარება, მით უფრო  ფერადი ტონალობით, საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ამ შემთხვევაში არ არსებობს ერთი გამოკვეთილი სტილი ან სილუეტი, მთავარია რომ სამოსი იყოს მკვეთრი ფერის მწვანიდან ვიდრე ელექტრიკ ლურჯამდე.

ტყავის სამოსი

  #7 ყვავილებიანი პრინტი

ზაფხულის მოდის გავლენა შემოდგომასაც გადმოყვა შესაძლოა ეს პრინტი იხილოთ როგორც მსუბუქ საღამოს კაბაზე ასე პალტოსა თუ ტყავის შარვალზე. ვიქტორიანული სტილის ეს დეკორი რომანტიზმის ელფერით კრავს მთელს ლუქს და ზღაპრულ ხასიათს ანიჭებს.

ყვავილებიანი პრინტი

 

მასალა მომზადებულია Thetrendspotter.com  მიხედვით

როგორ შევინარჩუნოთ მომხმარებელი კორონავირუსის პანდემიის რეალობაში? #რეკლამისამბავი
2560 1440 buymore.ge