fbpx

TM enamel Art- ისტორიის და მოდერნის შერწყმა.

TM enamel Art- ისტორიის და მოდერნის შერწყმა.

900 962 buymore.ge

მინანქარი ხელნაკეთი მინანქრის ტექნიკას ამოუწურავი შესაძლებლობები აქვს  მისი გამოყენება ყველა დროსა  და ფორმაშია  შესაძლებელი. ფერების სიუხვე, მასალის გამძლეობა  გაძლევს შესაძლებლობას, შექმნა ისეთი ნივთი, რომელიც მუდმივად თანამედროვე იქნება.  გაიცანით და იახლოვეთ აქსესუარების ქართული ბრენდი-  TM enamel Art–  მცირე მასშტაბში  ჩატეული   ისტორიის და მოდერნის შერწყმა.

მარიამ  თუშიშვილი –  პროფესიით მხატვარი და დიზაინერია, მინანქრის ტექნიკაც რაღაც ახლის ძიებისას  შეისწავლა და  ასე აღმოაჩნა  შესაძლებლობა შეექმნა გამორჩეული ნამუშევრები, ტექნიკის იმ ურთულესი დარგით, რომელიც საუკუნეებს ითვლის და  ნაციონალურ კუთვნილებადაც კი ითვლება.

ეს არაა  მხოლოდ აქსესუარის  შექმნა, ეს არის სრულფასოვანი გააზრებული და დახვეწილი ნივთი, რომელიც შენს შინაგან ემოციას და განწყობას გადმოსცემს და სხვისი გაბედნიერებისათვისაა განკუთვნილი.  ჩემთვის ეს არაა კონვეირული სისტემა უბრალოდ, რომ ზიხარ და რაღაცას ავტომატურად აკეთებ ან მხოლოდ შემოსავლის წყარო, ესაა პროცესი, რომელიც  ხელოვნების განუყოფელი ნაწილია”.

ის, როგორც ბრენდის დამფუძნებელი თვლის რომ, შექმნის პროცესი ძალიან გავს ბიზნესს, აქაც ისევე როგორც ბიზნესში, მთავარია გქონდეს შთაგონება მოტივაცია და საკუთარი თავის რწმენა, რომ  გააცოცხლო და ხელშესახები გახდო იდეა, რომელიც მოსვენებას არ გაძლევს . სწორედ ამ ენერგიით იქმნება ნივთები- რომელებიც არა მხოლოდ ესთეტიური სიამოვნებით, არამედ ისტორიით,  განწყობით და ემოცით ავსებს მის მფლობელს.

მინანქარი სამკაული

 ვფიქრობ, სიმბოლოებს დიდი დატვირთვა აქვს და ცოტა ფრთხილადაც უნდა მივუდგეთ მათ გამოყენებას და გამეორებას, ყოველი კოლექცია სხვადასხვა მიდგომას და დამოკიდებულებას ითხოვს, არის პერიოდები, როცა მხოლოდ ავანგადრულ და აბსტრაქციულ ნამუშევრებს ვაკეთებ ან პირიქით ძალიან სიმეტრიულს და ასე ვთქვათ, კლასიკურ ფორმებს ვანიჭებ უპირატესობას.  კონცეპტუალური შინაარსით და ფორმით  განსაკუთრებულად მომწონს და ყურძენის, ვაზის  და ბროწეულების თემაზე  შექმნილი კოლექცია. “

ბრენდმა  განვითარების რთული  გაზა გამოიარა, ნაბიჯ- ნაბიჯ მივიდა წარმატებამდე და უკვე მეოთხე წელია ღირსეულად ინარჩუნებს ერთგული მომხმარებლების ყურადღებას.  მარიამს გვერდით უდგას  ბიზნეს პარტნიორი, რომელიც  ტექნიკური  საკითხების მოგვარებაში ეხმარება და ეს მას, როგორც ხელოვანს მეტ თავისუფალ დროს ანიჭებს, რომ უფრო მშვიდად  კონცენტრირებულად  და ნაყოფიერად იმუშაოს ახალ იდეებზე თავის ფერად სახელოსნოში.

ბიზნესი ქართული ნამუშევრების შეძენა შესაძლებელია “არტგალერეა ორნამენტში”, ,,ეთნოდიზაინის” მაღაზიებში, “რიყის ბაზარში”,  ,,Etsy” საიტზე და ,,ანტერპრენერის” ონლაინ შოპში. დაათვალერეთ და ყურადღება მიადევნეთ სიახლეებს მათ გვერდზე:  https://www.facebook.com/TMenamel/