fbpx

ტანისამოსი – უნივერსალური ქართული საწარმო #ბიზნესამბავი

ტანისამოსი იყიდე მეტი

ტანისამოსი – უნივერსალური ქართული საწარმო #ბიზნესამბავი

1920 1080 buymore.ge

ყველაფერი საინტერესო მაშინ ხდება, როცა იპოვნი საქმეს, რომელიც ერთდროულად არის  შენი ჰობიც,  ყოველდღიურობაც და წარმატებული ბიზნეს ამბავიც. ხელსაქმე საქართველოში თითქმის ყოველ მეორე ქალბატონმა იცის, ვის არ შეუქმნია თავისი ოჯახის წევრისთვის ან თავისთვის რაიმე სამოსი ან აქსესუარი, მაგრამ როცა ეს საოჯახო მოწონების არეალს სცდება და ბიზნეს მოდელში გადაიზრდება, რომელიც  უკვე 20 წლიან ისტორიას ითვლის, ეს არ არის მხოლოდ ჰობი, ეს ის საქმიანობაა, რომელიც სრულ პასუხისმგებლობას და მუდმივ განვითარებას მოითხოვს, თან მოდის ინდუსტრია მეტისმეტად მგრძნობიარე სფეროა, მით უფრო ქართული აუდიტორიისთვის, რომელსაც, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან დახვეწილი, მოდური და გამორჩეული გემოვნება აქვთ.

 პლიუს ზომა სამოსი

ეს ყველაფერი წლების წინ დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, უდროობა უშუქობაში, ყველაფერი დეფიციტური რომ ითვლებოდა, ქალბატონმა მაიამ ჯერ საკუთარი შვილებისთვის ე.წ “ესპადრელები” შექმნა, ამას ნაცნობების თხოვნა – მოწონება მოყვა, შემდეგ კოსტიუმი, რომელიც ასევე სანათესაოს საყოველთაო თხოვნა – მორგების საგანი გახდა, და ბოლოს საბავშვო სამოსის შექმნაშიც რომ მოსინჯა ძალა და ისიც ასევე, წარმატებული შეფასებით დაგვირგვინდა, ნელნელა შეაპარა ადგილობრივ ბაზარს  გაახლებული  მოდელები, მაშინ ჯერ არც სახელი იყო და არც ასეთი გამორჩეული ხელწერა.

სწორედ ამ დრომ, ამ უწყვეტმა  მუშაობამ საკუთარ თავსა თუ ამ სფეროზე, მიმდინარე ტენდენციების გათალისწინებამ და მოთხოვნის ზრდამ , დამაფიქრა იმაზე , რომ შესაძლებელი იყო  ჩემი და ჩემი გუნდის გამოცდილება ერთ ფოკუსში შეგვეკრა და   ეს ქართული  წარმოების ბრენდის სახელით გაჟღერებულიყო. ეს იდეიდან შესრულებამდე სრულად ქართული პროექტი და ნაწარმია, ამიტომ სახელის შერჩევაზეც სწორედ ამას ვაქცევდით ყურადღებას, ის ერთდროულად უნდა ყოფილიყო  შინაარსის დამტევი, ქართული და რაც მთავარია, ადვილად დასამახსოვრებელი“ – მაია ოკმელაშვილი – ტანისამოსი მთავარი დიზაინერი  და  დამფუძნებელი.

სპორტული სამოსი

ამდენად, ერთი წლის წინ გაერთიანებული გამოცდილებით, მრავალმხრივი  ნიჭიერებით და მრავალფეროვანი პროდუქციის გალერიით ქართული ტანსაცმლის ბაზარზე ახალი, მაგრამ უკვე საკმაოდ მომწიფებული ბრენდი –  ტანისამოსი გამოჩნდა, სახელიც ზუსტად ასეთი აქვს,  ტანისამოსია, რაც გვჭირდება, გვახასიათებს, გვაცნობს ჩვენს თავს და ზოგადად, ჩვენს სოციალურ თუ გემოვნების სტატუსს უსვამს ხაზზს.

გამოცდილება დეტალებში ვლინდება, კარიერის დასაწყისში, მაია როგორც ექსპერიმენტატორ – დიზაინერი იყო, სწორედ ამან მისცა შთაგონების და სწავლის უწყვეტი რიტმის ენერგიაც და ამ პროცესიდან მიღებული ცოდნის გამოყენების უნივერსალური გალერეა. ამიტომაც ამ სივრცეში, საოჯახო ბიზნესის  ფარგლებში, იქმნება ყველაფერი, 100 -ზე მეტი ორიგინალური თარგი : საბავშვო სამოსიდან (0 თვიდან ზემოდ, ვიდრე პლიუს ზომის ქალმატონებამდე,  ე,წ დუტის ქურთუკებს, პალტოებს და ჰუდებს,  აღარ ჩამოვთვლით, ეს ტანისამოსის საკმაოდ პოპულარული და საიმიჯე ხაზია. მამაკაცის სამოსის ხაზი ქალბატონების  გარდერობზე  არანაკლებ მრავალფეროვანია  და ის ისეთ თარგებს მოიცავს, რაც სტანდარტულ შემთხვევებში ძნელად საპოვნელია:  ჟილეტი, ქურთუკი, ჰუდი.  მთელი განსხვავება აქ მასალის ხარისხსა და თარგის ორიგინალურობაშია, აბა სად შეიძლება იპოვნოთ მამაკაცის სპორტული სამოსი, რომელიც ერთდროულად კლასიკურ სილუეტსაც მოიცავს და ჯიბეზე გალაკტიონის “უსიყვარულოდ” აწერია? ალბათ არსად..

გალაკტიონი

ჩემი მთავარი სურვილი იყო, ამ ბრენდის ქვეშ ფართო არჩევანის შესაძლებლობა შეგვექმნა და დაგვენახებინა  ახალი თაობისთვის, რომ ქართული სამოსი, ქართული სტილით და იდეით შეიქმნილი არანაკლებ საინტერესო და ხარისხიანია, გარდა ამისა, ის მორგებულია იმ სტანდარტებს, რაც პოპულაციის უმეტეს ნაწილს შეიძლება მოსწონდეს, ბრენდირებული მაღაზიების უმეტესობა მხოლოდ მცირე ზომებზეა ორიენტირებული, რაც ზოგ შემთხვევაში მომეტებული წონის პერსონების დისკრიმინაცია გამოდის . ამიტომ, ჩვენი მშვენიერი კოლექციიდან ნებისმიერ მოდელის შეძენა და მორგება შეუძლია როგორც მოდელის, ასევე რუბენსისი ფორმების მქონე ქალბატონებს. როგორ შეიძლება სილამაზეს სტანდარტები დავუწესოთ? ” – მიხეილ რამაზაშვილი ბრენდ მენეჯერი

ქართული წარმოება

ყველაზე დიდი წარმატება? ალბათ ისაა ქუჩაში გამვლელებზე ჩემს მიერ შექმნილ სამოსს რომ შევამჩნევ და ზუსტად ისე აქვს თითქოს ინდივიდუალურად მისთვის შემექმნას. ამ  დროს ვამაყობ არა მხოლოდ ჩემით, ჩემი მთელი გუნდით, რომელმაც ამ სამოსის თითოეული დეტალი მთელი გულით შექმნა. ვფიქრობ, ეს საქმიანობა, არა მხოლოდ ჩემი როგორც შემდგარი პიროვნების დადასტურებაა, არამედ ჩემი ქვეყნის მიმართ სარგებელი, რადგან ვქმნით პროდუქტს, ბაზას, რომელიც  უბრუნებს ქართულ სამოსს ჩვეული ხარისხის სტატუსს, ხოლო ჩვენ კი ჩვენი წილი შეგვაქვს ქართული ეკომონიკის თუ ინდუსტრიის განვითარებაში“.  –  მაია ოკმელაშვილი ბრენდი  ტანისამოსი მთავარი დიზაინერი  და  დამფუძნებელი.

 ტანისამოსი –  გამორჩეულობა შეიძლება მხოლოდ სურვილად დარჩეს თუ არ იცი სწორედ რა არის შენი გამორჩეულობის ნიშა?! ჰოდა, სწორედ ეს არის ტანისამოსი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მართლაც ძალიან ლამაზი და მრავალფეროვანია, არამედ იმიტომ, რომ დამზადებულია მთელი გულით და ქართული ხელწერით.