fbpx

დიჯიტალ სააგენტო თუ ინდივიდუალური სპეციალისტი? #ციფრულიამბავი

იყიდე მეტი ალექსანდრე ჩომახიძე

დიჯიტალ სააგენტო თუ ინდივიდუალური სპეციალისტი? #ციფრულიამბავი

1920 1080 buymore.ge

ბოლო დროს  ხშირად გვხვდება მსგავსი შინაარსის პოსტები  შეკითხვებით: „ვეძებთ დიჯიტალ სააგენტოს ვის გაუწევდით რეკომენდაციას?“  ნაკლებია ასეთი შინაარსის შეკითხვა:  „ვეძებთ დიჯიტალ ი მარკეტინგის მიმართულებით ფრილანსერს, ვინ არის ამ მხრივ  საინტერესო?“ კომენტარებში ფრილანსერები იგივე მომსახურეობას სთავაზობენ, მაგრამ ძიების ავტორი არჩევანს კომპანიებზე აკეთებს ვისთანაც  დიდი ალბათობით, კომენტარში ფრილანსერად მონიშნული პერსონა შეიძლება თანამშრომლობდეს. ამიტომ აქვე დისკუსია ორ ნაწილად იყოფა ხოლმე : ვისთან ჯობს თანამშრომლობა ფრილანსერთან ანუ ინდივიდუალურ სპეციალისტთან თუ კომპანიასთან? ამ  სტატიის სათაურიც სწორედ ამ დისკურსის თემატიკიდანაა აღებული: ამ კონკრეტული ბლოგით მინდა ცხადი გავხადო  კომპანიასა და ინდივიდუალურ პირს შორის თანამშრომლობის  დადებითი და უარყოფითი მხარეები:

დილემა ერთი: ციფრული მარკეტინგის ან უფრო  კონკრეტულად სოც.მედია სააგენტოს ქირაობა

სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, ამ სფეროში სულ რამდენიმე კომპანია არსებობდა, ახლა კი იმდენია, რომ ზოგიერთის არსებობის მაშინ ვამჩნევთ, როდესაც ბლოგებში თავაინთ კომპანიებს თაგავენ ხოლმე. ერთი სიტყვით, ბაზარზე საკმაოდ ბევრი კომპანიაა და მათ თითქმის ერთმანეთის მსგავსი მომსახურება აქვთ, ზოგს ძალიან მაგარი გუნდი ჰყავს, ხოლო ზოგს დამწყები, მაგრამ საკმაოდ ძლიერი ლიდერი, რომელიც საბოლოოდ დიდი წარმატებისკენ მიიყვანს ამ კომპანიას და ამ მიმართულებით შესამჩნევი წარმატებით განვითარდება.

ამავე სფეროში  წლების განმავლობაში  ვმუშაობ  და მასში სწორედ ეს მხიბლავს:  მუდმივი ცვალებადობა,  განვითარება და ახალი გამოწვევები რომელიც სწავლის და საგნის ახლებურად შეფასების საშუალებას გაძლევს. რიტმს თუ ვერ აყვები სტანდარტული კადრი გახდები, რომელმაც უბრალოდ, არ იცის როგორ აამუშავოს ძრავი, რაც არა თუ მის განვითარებაზე, დამკვეთი კომპანიების დავალების  წარუმატებლად შესრულებაზეც გამოუსწორებელი შედეგებით აისახება.”

ალგორითმში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, გრაფიკული დიზაინერიც კი გადასამზადებელი გახდა რომ ცვლილებების შესაბამისი სარეკლამო ბანერი შექმნას და ეს კომპანიებიც გამოწვევების წინაშე დადგნენ.  ძალიან ბევრჯერ მიფიქრია, როგორც სხვებს, მსგავსი კომპანიის შექმნის, მაგრამ ფიქრები უფრო სხვა კომპანიის ვარიანტისკენ მქოდნა და სხვებს უფრო ვაკვირდებოდი: ბაზარზე იყვნენ და არიან კომპანიები შემდეგი შემოთავაზებით: ” განვათავსებთ კვირაში  4 პოსტს, შევქმნით 4 ბანერს და “დაგიბუსტავთ” 2 პოსტს, ხოლო ამ ყველაფერში ავიღებთ 2500₾ სხვათაშორის 200₾ – დაც  კი ვნახე შემოთავაზება, მაგრამ პრობლემა იცით რა არის? კომპანიას, რომელსაც უბრალოდ უნდა, რომ ინტერენტ სივრცეში ჩანდეს და არსებობდეს, კი ბატონო საუკეთესო შემთავაზებაა, ზედმეტი თავის ტკივილისგან, მაგრამ, როდესაც თქვენი კომპანია დამოკიდებულია დიჯიტალ მარკეტინგზე, ამ შემთხვევაში მსგავსი კომპანია თქვენ ვერ დაგეხმარებათ, თქვენ გჭირდებათ კომპანია, რომელიც თითოეულ თქვენს ქეისს ჩაუღრმავდება და თითოეულ რეკლამას დეტალურად მიუდგება და მარტივად არ “დაბუსტავს” და არ მოიშორებს საქმეს, რაც იშვიათია კომპანიებს შორის.  მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ არსებობენ ასეთებიც, პრობლემა ის, არის, რომ მსგავსი კომპანია რომ გაიზრდება მან კადრები უნდა უზრუნველყოს, რომ ეს ძლიერი მხარე დაიჭიროს და ბაზრის მოთხოვნებს გაუძლოს, რაც საკმადო რთულია, რადგან პანდემიამ გვაჩვენა თუ რამდენად მოთხოვნადი გახდა  ამ სფეროში  პროფესიონალი კადრი და გუნდი. ბაზარზე გაჩნდა დიდი მოთხოვნა, რაც დასაწყისსში ბაზარმა დააკმაყოფილა, მაგრამ არა პროფესიონალი კადრებით, რასაც დამატებით სოც.ქსელის კონკრეტულად Facebook-ის ახალი რეგულაციები დაემატა და გამოჩნდა ბაზრის ხარისხი, რის გამოც ისევ დეფიციტი გაჩნდა პროფესიონალი კადრების. სანამ კომპანიას დაიქირავებთ გაარკვიეთ, რამდენად ინდივიდუალურად მიუდგებიან ისინი თქვენს საქმეს და მიაღწევენ თქვენს მიზნებს.

   ინდივიდუალური სპეციალისტი

ადამიანი, რომელიც თქვენი კომპანიის დიჯიტალ მარკეტინგს, ან კონკრეტულად სოც.მედია მარკეტინგს გაუძღვება, საბოლოოდ შეკრავს გუნდს და თქვენი კომპანიის ამავე დარგის  დეპარტამენტად შეიქმნება,  თითქოს უფრო მომხიბვლელია ვიდრე პირველი, მაგრამ აქაც იგივე პრინციპებია გასათვალისწინებელი, რომ კადრი, რომელსაც აიყვანთ უნდა  იყოს ადამიანი, რომელიც ინდივიდუალურად თქვენთან შეთანხმებით ახორციელებს ამ ყველაფერს და თქვენი კომპანიის მიზნებს მიჰყვება, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ხშირად უმეტესობა, რეკლამას უშვებს მიზნის გარეშე, მხოლოდ კონკრეტული ციფრი რომ ჩამოყალიბდეს პლატფორმაზე და გამოჩნდეს რეაქციები, მაგრამ ნაკლებად უყურებენ ამ ქმედებამ რამხელა უკუგება მოიტანა, წვალობენ დაბალი კლიკის ფასისთვის, მაგრამ შედეგი ნაკლებად არის, ყოველთვის ვცდილობ სტუდენტებს ავუხსნა:  ჯობია კომპანია შედეგზე გავიდეს და დახარჯოს მეტი, ვიდრე ხარჯოს იაფად და შედეგი საერთოდ არ მიიღოს, მთავარია წაგებაში არ წავიდეთ და ეს ყველაფერი დავაბალანსოთ.

საბოლოო ჯამში, ვიტყოდი იმას, რომ ორივე მხარეს უნდა მოვუძებნოთ სუსტი მხარე და ამის მიხედვით გადავწყვიტოთ სად ვახორციელებთ ინვესტიციას, რადგან უმეტესობამ უბრალოდ შეწყვიტა განვითარება და ძველი სახელით მუშაობს, მაგრამ დადებითი ის არის, რომ ახალი ენთუზიაზმით გამოჩნდა ახალი მსურველები მსურველები, რომელმაც კურსი გაიარა და სამომავლოდ საკმაოდ დიდ კონკურენციას გაუწევს  თავის თანამოაზრეებს და არა კონკურენტებს. სამწუხაროდ ამ სფეროში თუ დავაკვირდებით ციფრული მარკეტინგის ჯგუფებს ან ზოგადად ფორუმებს, უფრო ხშირად ჩანს, რომ ამ სფეროს უმეტესი ნაწილი, ერთმანეთის ჩაძირვაზეა ორიენტირებული ვიდრე ერთად განვითარებაზე და რჩევების გავრცელებაზე, საბოლოო ჯამში კი ერთმანეთის კონკურენტები ვართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ძირი უნდა გამოვუთხაროთ, თუ მართლაც კონკურენციაზე მიდის საუბარი ჯობია განვითარება და ამით დამტკიცება, ვიდრე ერთმანეთის დაკნინება.

რუბრიკის ავტორია: ციფრული მარკეტერი ალექსანდრე ჩომახიძე