სილუეტი – კრეატიული მინიმალიზმი ინტერიერში

სილუეტი სტარტაპი

სილუეტი – კრეატიული მინიმალიზმი ინტერიერში

1048 590 buymore.ge

თუ გხიბლავთ მინიმალიზმი ინტერიერში, სწორედ სილუეტია ის რასაც ეძებთ – კრეატივი, კრეატივი და კიდევ ერთხელ კრეატივი. მინიმალისტური მეტალის ნაკეთობების ოჯახური ბიზნესი, სილუეტი – რომელიც საკმაოდ მოკლე ხანში  არაერთი მომხმარებლის  საყვარელი სივრცის- სახლის ინტერიერის განუყოფელი ნაწილი გახდა.

vaza larnaki iyide meti

თავიდან ასეთ ინტერესსა და სიყვარულზე არ ფიქრობდნენ, საყვარელი საქმის  ბიზნესად  გადაქცევა იღბლიანი შემთხვევითობის შემდეგ მოხდა.  მეგობრისთვის  საჩუქრად საკუთარი ხელით შექმნილმა მეტალის ნაკეთობამ არა მხოლოდ მფლობელში, სტუმრებშიც დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. სტუმრები დარწმუნებული იყვნენ რომ ასეთი ნივთის შეძენა ადგილობრივ ბაზარზე არ შეიძლებოდა ან თუ შეიძენდნენ საკმაოდ დიდი ღირებულებით. რა თქმა უნდა არცერთი ცრურწმენა არ გამართლდა,  ყოველი  ნაკეთობა აქ მზადდება და ღირებულებაც საკმაოდ გონივრული აქვს. ამდენად, ოჯახური ბიზნესის ჩამოყალიბების იდეამ განხორციელების  ფაზაში გადაინაცვლა და უფრო მეტი სიამაყით – მეტალის მასალისგან დამზადებული სადა და მოდერნული ნივთები, სტატუსით – დამზადებულია საქართველოში.

სარკე სახლი

სიულეტი –  ბრენდის სახელზე  დიდი ხანი ვფიქრობდით. მივხვდით რომ სილუეტი იყო ის რაც ყველაზე მეტად შეესაბამებოდა ჩვენს პროდუცქციას. ბევრი გამოწვევებისა და უამრავი კითხვების მიუხედავად, საბოლოოდ მაინც გადავწყვიტეთ ოჯახური ბიზნესისათვის მოგვეკიდა ხელი. თავდაპირველად აუცილებელი იყო შეგვექმნა მოდელების ნახაზი, რომლის მიხედვითაც მეტალისგან დავამზადებდით პირველ ნიმუშებს, საოცარი იყო ის ემოცია, სიხარული რასაც მაშინ განვიცდიდით, როდესაც საკუთარ იდეას ხორცს ვასხამდით” .

 პირველი კომერციული ნამუშევრების ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსეს  და წარმატებამაც არ დააყოვნა, მას შემდეგ უკვე ორი წელი გავიდა, ათობით   საინტერესო ნამუშევარი შექმნეს, არაერთი მომხმარებელი გაახარეს და დაიმეგობრეს.

ყვავილები სახლი კურიერი

 

არსებულ ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად აუცილებელია ინდივიდუალიზმის შენარჩუნება, სიახლეების შეტანა და რა თქმა უნდა  იმ საქმის სიყვარული რომელსაც აკეთებ, ეს შტრიხი სილუეტის ყოველ ნამუშევარში ჩანს,  ათობით განსხვავებული სილუეტური ლარნაკები საკიდები, დეკორატიული საყვავილეები სისადავის და გემოვნების სავიზიტე ბარათია თითეული მფლობელისთვის. თბილისთან ახლოს პატარა სახელოსნოში ერთი ადამიანის მიერ  დამზადებული  ნივთების   დათვალიერება და შეძენა ამჟამად ონლიან პლატფორმის დამხმარებითაა შესაძლებელი, არჩეულ პროდუქციას  მომხმარებელი  საქართველოს ნებისმიერ კუთხეში,  საკურიერო სერვისის დახმარებით   შეკვეთიდან უმოკლეს დროში იღებს.