შეეშვით ოცნებებს, დაიწყეთ ქმედება

100 დოლარიანი სტარტაპი

შეეშვით ოცნებებს, დაიწყეთ ქმედება

820 449 buymore.ge

100$-იანი სტარტაპი – კრის გუილებეაუს წიგნია, რომელიც 2012 წელს გამოიცა. მეწარმეობისა და ბიზნესის დაწყების შესახებ  შექმნილმა რჩევებმა, რომელიც 50 წარმატებული ბიზნესის მაგალითის განხილვის ფორმითაა   წარმოდგენილი, გამოცემიდან მალევე მოიპოვა პოპულარობა. გთავაზობთ ჩემთვის საინტერესო 5 რჩევას წიგნიდან, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ.

დაიწყე სტარტაპი

1.  შეეშვით ჩვეულებრივ, უსარგებლო სამსახურში დროის ხარჯვას

დღითი-დღე უამრავი ადამიანი უარს ამბობს სტანდარტულ სამუშაოზე და ქმნის თავის ბიზნესს, რომელიც ასევე ათავისუფლებს მათ დროსა და გონებას ერთფეროვნებისგან. მიკრობიზნესის შესაქმნელად საჭიროა ბევრად ნაკლები, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. ყველაზე ჩვეულებრივი პირიც, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, არ აქვს არც დიდძალი ფინანსები, გამოცდილება, დოქტორის ხარისხი, ზოგ შემთხვევაში, არც ბიზნეს-გეგმა, ხსნის  საკუთარ მინი-ბიზნესს, რომელიც შემდეგ წარმატებით ვითარდება.

ვაკანსია

2. მხოლოდ ენთუზიაზმი საკმარისი არ არის

უამრავი ადამიანის ოცნებაა დაკავებული იყოს იმით, რაც მას კარგად გამოსდის და საოცარ სიამოვნებას ანიჭებს, თუმცა გატაცება ვერასდროს იქცევა ბიზნესად, თუ მას არ ჰყავს თავისი მომხმარებელი. საჭიროა ისეთი სფეროს აღმოჩენა, სადაც თქვენი და კლიენტების სურვილები ერთმანეთის მსგავსია, შესთავაზეთ ისეთი რამ, რაც სხვებთან შედარებით თქვენს საქონელს უპირატესი აქვს. ასე რომ, სანამ მოიფიქრებდეთ ბიზნეს-იდეას დაფიქრდით, თუ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ამან სხვას.

 როგორ დავიწყო სტარტაპი

 

3. მიუდექით მარკეტინგს კრეატიულად

მარკეტინგულ ღონისძიებაზე აქცენტი გააკეთეთ არა მოსაწყენ რეკლამასა და ტექნიკური დეტალების ჩამოთვლაზე, არამედ მომხმარებლის უპირატესობაზე, ანუ როგორ გაამარტივებს თქვენი პროდუქტი მათ ცხოვრებას და რა გზით შეიძლება იქცეს მათი ყოველდღიურობის ნაწილად.

 

4. ა დაგავიწყდეთ, ბიზნესს უნდა მოჰქონდეს ფული

ბიზნესის შექმნას უნდა მოჰყვებიდეს შემოსავალი, წინააღმდეგ შემთვევაში, ეს მხოლოდ ჰობია. არ არის აუცილებელი კრედიტის აღება. ზოგ შემთვევაში, თქვენს ხარჯს შეიძლება მხოლოდ ლეპტოპისა და ვებ-გვერდის შექმნის ფასი შეადგენდეს. თქვენი მიზანი უნდა იყოს ხარჯების მინიმუმამდე დაყვანა, ჩადეთ რესურსები მხოლოდ იმაში, რაც პირდაპირ კავშირშია გაყიდვებთან. მაგალითად, ძვირადღირებული ვებ-საიტის გაკეთება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ კი დარწმუნებული ხართ, რომ ის უზრუნველყოფს ახალი მომხმარებლების მოზიდვას. გაასწარით მოვლენებს, წინასწარ გამოთვალეთ მოსალოდნელი შემოსავალი და დაფიქრდით გიღირთ თუ არა ეს საქმიანობა ამ ფასად. წარმოიდგინეთ როგორი შეიძლება იყოს მომავალში კლიენტებთან მუშაობა, როგორ გაზარდოთ გაყიდვები, როგორ აიცილოთ თავიდან მოსალოდნელი პრობლემები. აუცილებელია შემოსავლის დათვლა და მერე ამის სტატისტიკურად წარმოჩენა, რადგან ყოველთვის მზად იყოთ ცვლილებებისთვის და აკონტროლოთ საკუთარი საქმიანობა.

ბიზნეს გეგმის შექმნა

 

5. ნუ შექმნით რთულ ბიზნეს გეგმებს

რეალობა ყოველთვის მაღლა იდგება გეგმებზე, არ დახარჯით დრო რთული სქემების შექმნაზე, რომლებიც შეიძლება არც არასდროს განხორციელდეს.