Scoot Scoot მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით

სკუტერის ყიდვა

Scoot Scoot მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით

960 637 buymore.ge

ერთ დღეს  მოგზაურობიდან დაბრუნებულმა ორმა მეგობარმა, გიორგი მონავარდისაშვილმა და გიორგი  ფოფორაძემ  მარტივი მაგრამ გენიალური იდეა მოიფიქრეს – სკუტერების მაღაზიის შექმნა. ბევრს მოგზაურობენ, მოგზაურობისას  უამრავ ადგილს სტუმრობენ. ბოლოს აზიაში ყოფნისას, სწორედ ამ ტრანსპორტით მოძრაობდნენ ყველაზე ხშირად. ვინც ამ რეგიონში ნამყოფია დაგვერწმუნება იქაურებს როგორ უყვართ  ეკონომიური,  მსუბუქი და მოქნილი  სკუტერით გადაადგილება. ჰოდა, მოგზაურობა რომ შთამაგონებელია ეს ახალი ამბავი არაა, ჩვენი გმირების შემთხვევაშიც ასე მოხდა, საქართველოც  სკუტერების ქვეყანად  ვაქციოთო  იფიქრეს და   ბევრი თუ ცოტა სირთულის გადალახვის შემდეგ  დღის სინათლეზე ახალი და  მართლა ძალიან საყვარელი სკუტ სკუტი გამოჩნდა, აი, ასე  დაიწყო ქალაქის, ჩვენი დამოკიდებულების, ცხოვრების სტილის და გემოვნების ცვლილების ამბავი და როგორ მოხდა ეს?

სკუტერი ჰონდა იყიდე მეტი

პირველ რიგში „დიდ ჯიპებზე“ ორიენტირებული ბაზარი იყო მთავარი სირთულე. საქართველოში სოციალური ადგილი, ხომ იმით ისაზღვრება რა მანქანას ატარებ. 24 წლის ახალგაზრდებისთვის  ძნელი იყო ამ სოციუმისთვის ასე უცბად მსოფლმხედველობის შეცვლა და იმის დანახვა,  რომ სკუტერი მარტივი, სწრაფი, ეკონომიური, თავისუფლებით და სიცოცხლით სავსე  ტრანსპორტია და სულაც არ არის  მცირე შემოსავლიანი  ფენის  ან უბრალოდ სამუშაოდ/საკურიეროდ საჭირო გადასაადგილებელი საშუალება.

 მარტივი იმიტომ, რომ არის ძალიან მარტივი სატარებლად, ნებისმიერ ადგილას შეგიძლია გააჩერო, აღარ გჭირდება ადგილის ძიება „დასაპარკინგებლად“. ეკონომიური – საშუალოდ  100 – კმ-ზე წვავს 2.5 ლიტრს, რაც ნიშნავს რომ 7 ლარით შეგიძლია 200 კილომეტრი გაიარო.  თავისუფლებას და სიცოცხლეს რაც შეეხება, საცობი აღარასდროს შეგაწუხებს,  ხდები უფრო მობილური, თავისუფალი და  აქტიური ბევრი დრო გრჩება ცხოვრებისთვის. ტრანსპორტიც ისეთია, რომ უფრო მეტად მოითხოვს შენგან ბევრი იარო და ბევრად უფრო სიცოცხლით სავსე  იყო

   ” როგორ უნდა  შეგვეცვალა დამოკიდებულება? – ცალკეულად  ვიპოვეთ ის ხალხი ვინც შეიძლება გადმომჯდარიყო სკუტერზე. ძირითადად ავარჩიეთ შედარებით ინოვატორიტიპები“, სტერეოტიპებისგან გათავისუფლებული ხალხი. ჩავდეთ სოციალური კაპიტალირითაც ავიყოლიეთ ხალხი, სხვებმა რომ დაინახეს რომ ესენი სკუტერებზე გადაჯდნენ, მათაც მოუნდათ. ამაში ასევე ძალიან დაგვეხმარა ფაბრიკა, სადაც ხშირად დადიოდნენ მსგავსი პოტენციალის ხალხი და ხშირად ხედავდნენ ჩვენს პროდუქტს.  ამ ხალხის გადმოჯდომამ და ბრენდის გამოჩენამ სკუტერი გახადა ისეთი ტრენდული  ტრანსპორტი, რომელსაც სტერეოტიპებიდან გათავისუფლებული ხალხი იყენებს”. 

განვადება ბანკი

ზოგადად ბრენდის იდეა გამოდიოდა ორი რამიდან – პროდუქტიდან, რომელიც ძალიან ცოცხალი, იმ დროისთვის ახალი, თავისუფალი და მოქნილია და ჩვენი ტიპაჟისგან. ტიპაჟურად ბრენდი პატრონს ემსგავსებაო და ჩვენ შემთხვევაშიც ასეა. “- გიორგი მონავარდისაშვილი სკუტ  სკუტი  ერთერთი დამფუძნებელი. 

  ასევე რთული იყო დამატებითი ინვესტიციის მოძიება, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა რაიმეს არ აწარმოებ და პროდუქტს  მისი ოფიციალური  წარმომადგენლისგან იძენ. მაგრამ სწორი მარკეტინგის წყალობით, ამ გამოცდასაც წარმატებით გაართვეს თავი და  ბიზნესის განვითარების არეალში უკვე სხვა სეგმენტის  მოხმარებლებიც ჩაერთვნენ, სკუტერის მოხმარება  ნელნელა ტრენდულ ქცევად ჩამოყალიბდა,  რამაც თავისთავად ფინანსური ზრდის მაჩვენებელი საკმაოდ გაზარდა.

 სკუტერი განვადება

ზოგადად სკუტერ რომ ყიდულობ, შენი ცხოვრების ყოველდღიურ რუტინას საერთოდ ცვლი. თითქოს ახალ განზომილებს გიხსნის – უფრო თავისუფალი და მოქნილი ხდები.  შენ გარშემოც შენნაირი ხალხი იკრიბება და ერთ საზოგადოებად ყალიბდებით. ალბათ სკუტერის მძღოლების უმრავლესობა, გეტყვის რომ სკუტერი მათი მეგობარია, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ ტრანსპორტი, ეს არის შენი ახალი მეგობარი, რომელთან ერთადაც ყოველდღიურად ახალ თავგადასავლებს გადიხარ.  ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა ქუჩაში გადიხარ და ყველა სკუტერის მძღოლი „პიპინით“ გესალმება და ამით პატივისცემას გამოხატავს, რომ შენც ორბორბლიანი ტრანსპორტი აირჩიე და გაგრძნობინებს, რომ რაღაც დიდი და საერთოს შემადგენელი ნაწილი ხარ.

განვადე

  სკუტერის შეძენა იწყება, სკუტერის ტარების სწავლით. ამისთვის, ყოველ შაბათს ეწყობა  „ სკუტერის ტარების დღეები’’, სადაც სრულიად უფასოდ მოხალისეებს ასწავლიან  სკუტერის ტარებას. ვინაიდან მათი  მთავარი მიზანია –  „ მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით“-  მეტ ადამიანის  წახალისება, რომ  გადადგან პირველი ნაბიჯები და გადმოჯდნენ ორბორბლიან ტრანსპორტზე.

“ვინც უკვე ტარება იცის, შეუძლია ჩვენს მაღაზიაში მოვიდეს, აღმაშენებლის 164-ში, ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე, აარჩიოს სკუტერი და იყიდოს. შეძენა შესაძლებელია, როგორც ქეშით, ასევე ბარათით და თიბისი,საქართველო და კრედო ბანკის განვადებით.”

ჰოდა, რაო   მზად ხარ  მთელი ქვეყანა ჩვენ ვიყოთ? მაშინ დავიწყოთ :  Scootscoot.ge