fbpx

“საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს”- ჩვენი დღე 26 მაისი

საქართველოს დამოუკიდებლობა

“საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს”- ჩვენი დღე 26 მაისი

1920 1080 buymore.ge

    დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა- დიახ, ეს სწორედ ის მნიშვნელოვანი ეპიზოდის დამადასტურებელი დღე, რომელმაც  ჩემი შენი და ჩვენი შვილების აწყმო და მომავალი განსაზღვრა. დღეს ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნის. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა ქართული ისტორიისთვის თითქოს გარდამავალი ეპოქაა  წარსულში მომხდარი მოვლენების ლოგიკური პასუხი და მომავალში განსახორციელებელი ქმედების ღირსეული, გაბედული ნიადაგი, რომელიც საბოლოოდ ამ რთულ და უთანასწორო ბრძოლაში დიდებული რეზულტატით დააგვირგვინდა და საბოლოოდ განსაზღვრა ქვეყნის განვითარების კურსი. მოდით მივყვეთ წინარე მოვლენებს და გავიცნოთ ეპოქების მიხედვით ამ დიდებული მოვლენის ავტორ- შემრულებლები, რადგან თითიოეული მათგანის ქმედება-ჩანაფიქრი,  საზღვრავდა სწორედ, ასე ძვირფასი მიზნის მიღწევის გარდაუვალობას. 1783 წლის – გეორგიევსკის ტრაქტატის შედეგებს მწარედ იმკიდა ქართული საზოგადოება.

      დარღვეული პირობის შედეგები მძიმედ დააწვა არა მხოლოდ თანამედროვე, შემდეგი თაობების განვითარების გზას. „მფარველი ქვეყანა“ ტკბილი სიტყვით და ჩინ-მენდლებით   ანადგურებდა ქართულ სახელმწიფოს და 1800 წელს იმპერატორ პავლე პირველის ბრძანებით უკვე საბოლოოდ გადააქცია იმპერიის რიგით ნაწილად. 1832 წლის შეთქმულება დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე მოხდარი მოვლენების გამომწვევი პირველი ბაზისია– ქართველთა წართმეული სახელმწიფოებრიობის  დაბრუნების წარუმატებელი პირველი მცდელობაა, შორეულ წარსულში ჩაყრილი საფუძველი, ორი საუკუნის შემდეგ  უფრო მშვიდი და სასურველი ფორმით განხორციელდება . თავადაზნაურთა შეთქმულებას, რომელიც შეარაღებული აჯანყება უნდა ყოფილიყო  (იდეა, რუსეთში გადასახლებული ბატონიშვილების წრეში ჩაისახა და საქართველოში სათავეში დიდი ქართველი (ვიტყოდი პირველი პოლიტიკური მოღვაწე ) სოლომონ დოდაშვილი და ქვეყანაში დარჩენილი პატრიოტები ედგნენ) ნიკოლოზ პირველის ბრძანებით სასტიკი  წესით აღსრულებამდე ჩაიხშო.

შემდეგ თერგდალეულების პლეადა იყო, ამავე თაობის ევროპული იდეებისა და  შეხედულებების ღირსეული მემკვიდრე, ამავე წიაღიდან ამომოსული და შთაგონებული. ახალი ძალით, გონებით და შემართებით, დამოუკიდებლობის და სამშობლოს გადარჩენის სურვილით სავსე, კალმით და სიტყვით მებრძოლი ძლიერი და გონიერი ტალღა, რომელიც ასევე მსხვერპლით შევიდა ქვეყნის ისტორიაში. აქაც საპაექრედ იგივე მტერი იყო, რაც გასულ საუკუნეში, იცვლებოდნენ მხოლოდ ავანსცენაზე გამომსვლელი მმართველი პირების სახელები და დაპყრობითი ტაქტიკის სადამსჯელო მეთოდები. წინააღმდეგობებმა, წლების მანძილზე დაგროვილმა პროტესტმა და დამოუკიდებლობის სურვილმა, 1917 წლის ბურჟუაზიული რევოლუციის დაშლის, იგივე იმპერიის დაშლის შემდეგ, საქართველოსთვის ასე ნანატრი სასარგებლო სიტუაცია შექმნა. ამით ისარგებლა ეროვნულმა საბჭომ და  1918 წლის 26 მაისს, კვირას, დღის 5:10 საათზე თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

    „საქართველო ეკუთვნის საქარველოს ხალხს, შესძახა მან მსოფლიოს და ამ გზაზე მამაცურად შედგა. ოცდაექვსს მაისს ქართველობა ერთსულოვნად
გამოეყო ჩდილოეთს, გამოვიდა მისი ტყვეობიდან დალეწა მისი ბორკილები და მოიპოვა თავისუფლება. საქართველო იშვა ოცდაექვსს მაისს, იშვა თავის
ქვეყანაში, იშვა მსოფლიოში ნაციონალურად , ინტერნაციონალურად“– ესრესპუბლიკის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას სიტყვებია 26 მაისის შესახებ, რომელიც სათავეში ჩაუდგა პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომელსაც ჰქონდა საკუთარი კონსტიტუცია და ლეგიტიმური უფლება ევროპის რუკაზე
გამოჩენილიყო როგორც პროდასავლური, სუვერენული სახელმწიფო, თავისი ფულის ერთეულით. 1919 წლიდან მიმოქცევაში ჩაეშვა ქართული ბონი  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი  ფული. ქართული სიმბოლიკით დატვირთულ ფულის კუპიურას სამ ენოვანი წარწერა ქონდა, წინა მხარეს ქართული, უკანა მხარეს კი რუსულ ფრანგული.

ურისკოთ არაფერი არ კეთდება… სახელმწიფო ვის დაუარსებია ურისკოთ! საჭიროა, გამბედაობა და კიდევ გამბედაობა“.- სოციალ დემოკრატი აკაკი
ჩხენკელის ეს სიტვები ფონად გასდევს სამი წლის მანძილზე არსებულ ქართულ დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომლისთვისაც ნამდვილი რისკი იყო 1921 წლის 21 თებერვალს პირველი კონსტიტუციის მიღება, იმ პოლიტიკური მოვლენების ფონზე რომელიც მეზობელ ქვეყანაში ვითარდებოდა. იმპერიალისტური ქვეყანა ბოლშევიკების სათავეში მოხვედრის შემდეგ საბჭოთა რუსეთად გადაიქცა და ნამგლისა და უროს სიმბოლიკის ქვეშ ჩაიმარხა ქართული სახელმიწფოებრიობის არსებობის დიდებული პერსპექტივა.

1920 წლიდან 1989 წლამდე ფრიალებდა იდეოლოგიით, ბელადომანიით და ყოველგვარი ეროვნული ცნობიერებისგან შეპყრობილ-გამოცარიელებული წითელი კომპარტიული დროშა. ის ლეგენდარული ფრაზაც სწორედ ამ დროს დაიბადა, „ მოსკოვს დავეკითხებიო“, ყველაფერი რაც დღეს ხელისგაწვდენაზე გვაქვს, ნივთის შეძენიდან განათლებამდე, მაშინ მკაცრად კონტროლირებადი იყო, სიტყვის თავისუფლება და აზრის გამოხატვა კი სასიკვდილო განაჩენი.
და აი ისევ ეს მარადიული რეფრენი: „ურისკოთ არაფერი არ კეთდება… სახელმწიფო ვის დაუარსებია ურისკოთ! საჭიროა, გამბედაობა და კიდევ გამბედაობა“.
საბჭოთა რესბუბლიკა სუსტდებოდა, ისევ დადგა ის ისტორიული სტრატეგიულად მომგებიანი პერიოდი- 1989 წლის 9 აპრილის სასტიკი დარბევა, უცვლელი და ლეგიტიმური უფლებით- დამოუკიდებლობის აღდგენის სურვილით. მასობრივი გამოსვლები რკინის ხელმა სისხლით ჩაახშო, მაგრამ იდეა ისევ უცვლელი დარჩა, დამოუკიდებელი რესპუბლიკის მოპოვების სტატუსის მოსაპოვებლად ბრძოლა უნდა გაგრძელებულიყო. ეს ამბოხების ამბავი დამაგვირგვინებელი ეპიზოდის გადამწყვეტი ნაწილი აღმოჩნდა.

    1991 წლის 31 მარტს საქართველოს მასშტაბით მოეწყო მოსახლეობის საერთო-სახალხო გამოკითხვა. მონაწილეებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე: „თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტისსაფუძველზე?“  რეფერენდუმში   მონაწილეობა მიიღო 3 მილიონ სამასი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა. გამოკითხულთა 98%-მა შეკითხვას დადებითი პასუხი გასცა. საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას მხარი დაუჭირა რესპუბლიკის არაქართველი მოსახლეობის უმეტესობამაც.

       1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. 9 აპრილს უმაღლესი საბჭოს სესიაზე მიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. საქართველო გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა- 26 მაისს დაწყებული დიდი ჩანაფიქრი ასრულდა და სამშობლო, რომლის დასაცავად უამრავი გამორჩეული მამულიშვილის სისხლი დაიღვარა, ისევ თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა, რომელიც ახლა არა მხოლოდ იდეურად, რეალურად დადგა განვითარებული ქვეყნების გვერდით, როგორც დიპლომატიურ ასე გეოპოლიტიკუტად ღირსეული მოთამაშის სტატუსით. ქვეყანამ შეიძინა საკუთარი მთავრობის შექმნის და არსებობის უფლება, გაქრა საბჭოური მმართველობის სისტემები, განვითარდა თავისუფალი მეწარმეობა, განათლება და მოგზაურობა ადვილი გახდა როგორც ქვეყნის ასევე ქვეყნის შიგნით. გამოჩნდა დამოუკიდებელი და ადგილობრივი მედია, გამოიკვეთა სამოქალაქო საზოგადოების პირველი ნიშნები, შეიქმნა საარჩევნო სისტემა, დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება თითეული მოქალაქის გარდაუვალი უფლება გახდა.

სწორედ ასე შედგა დამოუკიდებლობის- ბძოლით, ჟინით და შემართებით მოპოვებული მყარი კედელი, წარსულში ჩვენმა მოქალაქეებმა და დღეს ჩვენ უნდა დავიცვათ და გავამყაროთ. ეს დღე ნოე ჟორდანიას, აკაკი ჩხენკელის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, გიორგი მაზნიაშვილის, ახალგაზრდა იუნკრების, მარო მაყაშვილის, ილია ჭავჭავაძის, დიმიტრი ყიფიანის, სოლომონ დოდაშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველას, გიორგი ერისთავის, ზაქარია ფალიაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, ნიკო ნიკოლაძის, ევგენი მიქალაძის, პეტრე ოცხელის. ეკა ბეჟანიშვილის, მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას, ჩემი და შენი თავისუფლების და დამოუკიდებლობის დღეა, გილოცავთ.

კატერინა გალდავაძე

ორ დღიანი დასუფთავების ღონისძიება მთელი საქართველოს მასშტაბით #ბიზნესამბავი
2560 1440 buymore.ge