fbpx

საიდან იწყება წარმატება? #პრაქტიკულიმარკეტინგი

საიდან იწყება წარმატება? #პრაქტიკულიმარკეტინგი

1920 1080 buymore.ge

ადამიანი ორი სამყაროს ნაწილია. ამ „სამყაროებს“ შინაგანი და გარეგანი სამყარო ქვია. ის, რაც დიდი მასშტაბით გარეთ არსებობს, მცირე მასშტაბით ჩვენს შიგნითაც აისახება. სწორედ ამიტომ არის ადამიანი, თავისი არსით, სამყარო მინიატურაში.

 რა კავშირშია ეს ყველაფერი წარმატების მიღწევასთან?!

ამ ორ სამყაროში ყველაფრი კავშირშია და ყველაფერს აქვს დასაწყისი, მათ შორის წარმატებასაც, თუმცა წარმატებაც ზოგადი ტერმინია და ყველას განსხვავებული ასოციაცია უჩნდება ამ ცნებასთან. და მაინც, რაღაც ზოგადი  ფორმულები და რეკომენდაციები ყველაფერში არსებობს.

მეც ჩემეულ  შეხედულებას გაგიზიარებთ ამ საკითხთთან დაკავშირებით.

ზემოთ ხსენებული ორი სამყაროდან, მე არჩევანი შინაგან სამყაროზე შევაჩერე. უპირველესი და მთავარი კითხვა საკუთარ თავთან არის თუ „ვინ ვარ მე?“ ან „რომელია ჩემი ნამდვილი მე?“

ალბათ, ეხლა პირველი ამ ფრაზამ გაგიელვათ თავში „რას ნიშნავს  ვინ ვარ მე“ ან, უკეთეს შემთხვევაში, „ეს რომ ასე ადვილი მისაგნები იყოს…“  ორივე შემთხვევაში გეთანხმებით, თუმცა ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემის გარეშე, ყოველგვარი „წარმატება“ ილუზიაა და ის, რასაც თქვენ წარმატებას ეძახით, მხოლოდ რაღაცის მიღწევას ნიშნავს და მხოლოდ დროებითი იმპულსია ბედნიერებისთვის.

ბიზნეს ამბები

ნამდვილი და ტოტალური ბედნიერების შეგრძნება იწყება მაშინ, როცა ადამიანი აცნობიერებს რომელია მისი ნამდვილი „მე“ ანუ ბუნებრივი სურვილები, საიდან მოდის ეს სურვილები და რისთვის სჭირდება მისი დაკმაყოფილება. ბედნიერებაა იმის შეგრძნება, როცა ქმედება, ემოცია და გონება იმ საქმეში გაქვს ჩაფლული, რომელიც წარმატების მომატნია შენთვის და იმ საზოგადოებისთვის, სადაც ვმოღვაწეობთ!

 

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ დასაწყისია წარმატებისა და ბედნიერების მისაღწევად, თუმცა ასეთი ფუნდამენტალური და სიღრმისეული საწყისებით, ნამდვილად იქ მიდის ადამიანი, სადაც პროცესით ტკბობაა და არა – შედეგით. დანარჩენ ფუნდამენტურ საწყისებს, შემდეგ სტატიაში შემოგთავაზებთ, დღეისათვის კი საკმარისია იმის გაცნობიერებაც  კი, სად ვიმყოფებით ჩვენი #წარმატების_რუკაზე.

ხათუნა მდინარაძე -გაყიდვების მენტორი და პოზიტიური ფსიქო კონსულტანტი.

შემოუერთდით ჩვენს ჯგუფს და გააფართოვეთ სანაცნობო ქსელი: https://bit.ly/3beTGNE