Safe Sept ანუ სადეზინფექციო საშუალებები ჩვენი უსაფრთხო გარემოსთვის

სადეზინფექციო სითხე

Safe Sept ანუ სადეზინფექციო საშუალებები ჩვენი უსაფრთხო გარემოსთვის

821 315 buymore.ge

ყველა გენიალური და  საჭირო იდეა კრიტიკულ მომენტში იბადება, სეიფ სეფტი-ს შემთხვევაშიც ასე მოხდა,  როცა თამთა ჭოჭუა, ბრენდის ავტორი ბავშვისთვის უსაფრთხო სადეზინფექციო საშუალებებს ეძებდა, მაგრამ ბაზარზე შესაფერისი სახით ის არ არსებობდა, მით უმეტეს ქართული წარმოების.  მაშინდელი და დღევანდელი რეალობა კი ასეთია :  როგორც პატარა ასევე დიდი ყოველდღიურად ასობით სხვადასხვა  ბაქტერიების  მატარებელ ზედაპირს ეხება , რომელიც არავინ იცის რა  მოვლენებს გამიწვევს ჩვენს ორგანიზმში, ამიტომ არის საჭირო ხშირი დეზინფექცია – არასასურველი შემთხვევების  და ვირუსების თავიდან ასარიდებლად. მით უმეტეს დღევანდელ გარემოებაში , მით უმეტეს არალერგიული, უსაფრთხო და ბუნებრივი კომპონენტებით შექმნილი საშუალებებით.

ბავშვის მოვლა

 მატრასი დეზინფექცია

 

 

 

 

 

 

ბრენდი 2018  წლიდან  ნელნელა იკრებდა  ცნობადობას, გუნდს, სწავლობდა და ეცნობოდა ადგილობრივ  ბაზარის მოთხოვნილებას.  მომხმარებლის  ზრდასთან ერთად პროდუქციის  ჩამონათვალი და დანიშნულებაც გაიზარდა.  2020 წლის ყველაზე მთავარმა გამოწვევამ  თამთას,  ბრენდის ავტორის ჩანაფიქრის  მართებულობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა. კოვიდ  19-მა, თითქოს გამოაფხიზლა ადამიანები და აიძულა გამოემუშავებინათ ისეთი მარტივი და მნიშვნელოვანი  ჩვევები, როგორიცაა ხელის და არა მხოლოდ, სადენზიფექციო ხსნარების  გამოყენება. ამდენად  საჭირო დროს საჭირო ადგილას ადგილობრივ მომხმარებელს, ასევე ადგილობრივი, მრავალფეროვანი  და  გამოცდილებით სავსე   ბრენდი დახვდა.

სადეზინფექციო სითხე ” დღეს სიეფსეფტი   უკვე 6 სახეობის  საცალო პროდუქციითაა წარმოდგენილი:  საბავშვო (KIDS),  ხელების (FRESH),  მცენარეების (GREEN), შინაური ცხოველების (PETS), ავეჯი/ტანსაცმლისა (CLEAN) და სამზარეულოს (BRIGHT) სადეზინფექციო ხსნარი. როგორც უკვე აღვნიშნე ჩვენი სადეზინფექციო საშუალებები არის ეკოლოგიურად უსაფრთხო, რაც უდიდესი უპირატესობაა სხვა ადგილობრივ და უცხოურ სადეზინფექციოებთან შედარებით. არ შეიცავს ქლორსა და ალდეჰიდებს. არ წარმოქმნის ტრანსფორმაციის ტოქსიკურ პროდუქტებს.  არ შედის რეაქციაში წყალთან  არ გააჩნია მიკროორგანიზმების ადაპტაციის ეფექტი.  არ ტოვებს ტოქსიკებს და ბიოლოგიურ ნარჩენებს”.

       თითოეული პროდუქტის შემადგენელი  ელემენტები აქ არ იწარმოება, ხდება მისი იმპორტირება,  ხოლო დანარჩენი წარმოების პროცესი რა თქმა უნდა ადგილობრივად მიმდინარეობს .  გამოყენებულია ბუნებრივი კომპონენტები, მათი თანამედროვე სტანდარტებით გადამუშავებისას ინახება პირვანდელი სახე, დანამატის სახით კი იღებს მინიმალური დოზირებით ქიმიურ ელემენტებს, რომლებიც საერთაშორისო კლასიფიცრების მიხედვით მიეკუთვნებიან ცოცხალი არსებისთვის არა საშიში, არა მავნე და არა ბიოლოგიურ ნივთერებებს. სეიფსეპტი – ს გამოყენება შესაძლებელია ჩვილი ბავშვისთვისაც კი.

   “პირბადე თერომეტრიხსნარების გარდა დავიწყეთ დამატებითი პროდუქციის რეალიზაციაც, როგორიცაა: დისპენსერი, სახის ფარები,მრავალჯერადი, სერთიფიცირებული პირბადეები და სხვა. ნებისმიერ კომპანიას ეკონომიკური საქმიანობის გასაგრძელებლად საჭირო პროდუქციის სრული არსენალის შეძენა  უკვე  შეუძლიათ.”

როგორც გაიცანით კომპანია სეიფსეპტი   ძალიან მრავალფეროვანი, სასარგებლო  და მორგებულია ყველა ტიპის ორგანიზაციასა თუ ფიზიკურ პირზე.  დღეს ბრენდის სამომხმარებლო არეალში 600- მდე წამყვანი კომპანიაა, რომელსაც  სეიფსეტი  სადეზინფექციო მომსახურებას სთავაზობს  მისივე  უსაფრთხო ხსნარებით.    ხსნარებს ასევე წარმატებით და შედეგიანად იყენებენ ადგილობრივი  ფერმები, მცირე  ქარხნები და საწარმოები.  დამეთანხმებით, ძალიან საპასუხისმგებლო და საამაყოა, როცა სამედიცინო პერსონალთან ერთად თითოეული  მოქალაქის   ჯანმრთელობის  დაცვის და მისი უსაფრთხო გარემოს მოვლის გარანტი ხარ.