fbpx

#საჩუქაროლოგია – 4 იდეა დაუვიწყარი სავალენტინო საჩუქრისთვის

საჩუქრები იყიდე მეტი

#საჩუქაროლოგია – 4 იდეა დაუვიწყარი სავალენტინო საჩუქრისთვის

1920 1080 buymore.ge

სიყვარულს  არ უნდა განსაკუთრებული დღეები, ყოველი დღე სიყვარულისააო იტყვის მავანი, კი შეყვარებულებისთვის მართლა ყოველი დღე  სიყვარულისაა, ეს ყოველდღიური  დღესასწაულია, მაგრამ წელიწადში არსებობს ერთი განსაკუთრებული დღე, როცა ამის აფიშირება გაცილებით უფრო სასიამოვნოა და აღმაფრთოვანებელია ვიდრე სხვა დღეს. ეგრე ყოველი დღეც ახალი დღეა, ახალი ისტორია, მაგრამ ახალ წელსაც განსაკუთრებულად ვზეიმობთ. ჰოდა, სიყვარულის დღეც ეგეთია, სიყვარულს კიდევ ყურადღება და ზრუნვა რომ უყვარს ეგრე არაფერი. ყურადღება კიდევ ლამაზი და  საყვარელი  ნივთის/პროდუქტის ჩუქებით შეგიძლიათ გამოავლინოთ, არა, რა თქმა უნდა ყვავილებიც კარგია, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს, მალე ჭკნება.

# 1  ელეგანტური აქსესუარი ქალბატონისთვის და არა მხოლოდ  დელფოსი უმაღლესი ხარისხის ოქროსა და ვერცხლის სამკაულების ფართო არჩევანითაა წარმოდგენილი  ბათუმისა და თბილისისი 9 ფილიალში. მულტიბრენდულ საიუველირო   გალერეაში წარმოდგენილია  იტალიური, ესპანური, ამერიკული, შვეიცარიული და რუსული ბრენდებით: Roberto Bravo, Graziella Luxury Since 1958, Artlinea Fine Italian Jewelry, Amore&Baci, Murano Glass, Parker, Warerman, Gerard Henon, Faber-Castell და ა.შ

ვოუჩი იყიდე მეტი

           სასაჩუქრე ბარათი შენ+მე

#2  სურნელი რომელიც გახასიათებთ ქალბატონებს და არა მხოლოდ – Jo Malone London პარფიუმერიისა და სურნელოვანი პროდუქტების  ბრიტანული ბრენდის  ბუტიკში შეგიძლიათ, შეიძინოთ უმაღლესი კლასის სუნამოები, სურნელოვანი სანთლები, აბაზანის პროდუქტები და ოთახის არომატები, ან  თავად შექმნათ საკუთარი არომატი სურნელის სხვადასხვა კომბინაციის გამოყენებით. Jo Malone Londonის არომატებს არ გააჩნია ასაკი და სქესი, მხოლოდ უსასრულო მოგზაურობა და თავგადასავალი თქვენი ფანტაზიის სამყაროში.

სასაჩუქრე ვაუჩერი

     Jo Malone London სასაჩუქრე ბარათი შენ+მე

  #3 თუ სათვალე მისი შარმის განუყოფელი ატრიბუტია შეგიძლიათ ისიც გაახაროთ და თქვენცოპტიმისტ ოპტიკურ მაღაზიათა ქსელია. კომპანიას აქვს სათვალეების საკუთარი ბრენდი George Piralli. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ოპტიმისტის 17 ოპტიკურ სალონში წარმოდგენილია მსოფლიოში ცნობილი ბრენდები: Ray-Ban, Arnette, Swing, Tommy Hilfiger, Polaroid, Armani Exchange, Vogue, Carrera, Invu, Marius morel, Enni Marco. აქვე წარმოდგენილია  მზის სათვალეების, ოპტიკური ჩარჩოების, სათვალის ლინზების, კონტაქტურ ლინზების და მათი მოვლის საშუალებებს ფართო გალერეა.

#4 და ბოლოს- ეს მხოლოდ მამაკაცებისთვისაა- ის ქარიზმა არც მასში მოგწონთ კიდევ უფრო თავბრუდამხვევი რომ გახდეს: Beard.ge მამაკაცის თავის მოვლის საშუალებების ბრენდია. წვერის, თმის და სახის მოვლის ნატურალური პროდუქტები, ორგანული მყარი სუნამოები, დასავარცხნი საშუალებები, აქსესუარები და მთლიანობაში 150-ზე მეტი დასახელების პროდუქტით Beard.ge ნებისმიერი მამაკაცისთვის იდეალური საჩუქარია.

ბედნიერ და სიყვარულით სავსე დღეებს გისურვებთ, საჩუქრების იდეებს კი რა გამოლევს, მით უფრო, რომ სწორედ ამ სასიამოვნო მომენტებისთვის შეიქმნა ვოუჩი.