fbpx

როგორია 2021 წლის კონტენტ მარკეტინგი?

კონტენტ მარკეტინგი

როგორია 2021 წლის კონტენტ მარკეტინგი?

1920 1080 buymore.ge

,,კონტენტ მარკეტინგი— ეს არის ერთადერთი მარკეტინგი,რომელიც დაგვრჩა” – სეტ გოდინი, ამერიკელი მწერალი და ბიზნესექსპერტი.

მას შემდეგ, რაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიამ მოიცვა ცხადად დავინახეთ ბევრი ის პრობლემა, რაც თან ახლავს ცივილიზიაციას. კორონას გავრცელებამდე ყველას გვეგონა რომ უძლიერესნი და მდგრადნი ვიყავით რომ გვქონდა ძლიერი ეკონომიკა, მომგებიანი ბიზნესი, საჭირო ფინანსები და უზრუნველი სოციალური ცხოვრება, დავფრინავდით სადაც გვინდოდა და როცა გვინდოდა. მაგრამ, გამოჩნდა ,,მკვლელი ვირუსი” და ცხოვრება შეჩერდა. გაჩნდა ახალი წესები, დამკვიდრდა სხვა სტანდარტები, შეიცვალა სახელმძღვანელო მეთოდები და დაიბადა ახალი ინტერესები. შექმნილი ვითარება განსაკუთრებით დიდი გამოწვევა აღმოჩნდა მარკეტერებისთვის კონტენტ მარკეტინგის კუთხით. გაჩნდა მთავარი კითხვა: როგორი იქნება 2021 წლის კონტენტ მარკეტინგი?

  1. ამბის თხრობის კულტურა – შეიცვლება, რადგან ამბავი მეფეა და ის ყიდის. კონტენტ მარკეტინგის არსი ამბის საინტერესოდ, ორიგინლურად და ლაკონურად მოყოლაში მდგომარეობს. 2021 წლის კონტენტი უფრო კრეატიული გახდება.
  2. ვიდეო და ლაივ-სტრიმინგი – პანდემიის პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა ისეთი პლატფორმების დამსახურებით, როგორებიცაა YouTube და TikTok. აქტუალობა კიდევ უფრო გაიზრდება 2021 წელს. კვლევების მიხედვით, კითხვასთან შედარებით, ხუთიდან ოთხ ადამიანს ურჩევნია ვიდეოს ყურება, რადგან ვიზუალური კომუნიკაციის ეფექტი მომხმარებელთა ყურადღების მიპყრობისა და ინფორმაციის გადაცემის პროცესში მეტად მყარი და შედეგიანია. თვალით ნანახი უფრო მეტად ახსოვს ადამიანს, ვიდრე წაკითხული. რაც შეეხება ლაივ ტრანსლაციებს, ტრადიციულ ვიდეოსთან შედარებით, მას აქვს ინტერაქტიული ხასიათი. ის გაცილებით მეტ მაყურებელს იზიდავს, ვიდრე ჩვეულებრივი ვიდეო. Facebook-ის მონაცემების მიხედვით, ლაივის ნახვების ხანგრძლივობა სამჯერ მეტია, ვიდრე სტანდარტული ვიდეოს. მარკეტინგული ინვესტიციების გათვალისწინებით, ლაივით უფრო მეტ ჩართულობას იღებ და თან შედარებით მცირე ინვესტიციიდან. ამიტომ, თუ კომპანიებს სამიზნე აუდიტორიასთან კიდევ უფრო ახლო კავშირი სურს, რაც შეიძლება ბევრი ასეთი კონტენტი უნდა შექმნას.
  3. დინამიკური კონტენტი – კონტენტი არის ძიების პირველი მიზეზი. დღეს, მომხმარებლები, კომპანიისგან, მათ პირად საჭიროებებზე მორგებულკონტენტს ელოდებიან. Instapage-ის სტატისტიკის მიხედვით, რითეილერისგან, 54%-ს ინდივიდუალური ფასდაკლებები სურს. 2020 წელს ეს მოთხოვნები კიდევ უფრო იზრდება – აუდიტორიას დინამიკური კონტენტი სჭირდება. მაგალითად, ვებ პლატფორმა, რომელიც კონკრეტული მომხმარებლის დემოგრაფიის, ქცევის, ინტერესებისა და პრეფერენციების მიხედვით შეიცვლება და მას მოერგება. პერსონალიზაციით, ბრენდს შეუძლია, სამიზნე სეგმენტის ინტერესი გამოიწვიოს, დინამიკური კონტენტით კი წაახალისოს და „უბიძგოს“, შეიძინოს შეთავაზებული პროდუქტი თუ სერვისი.
  4. SEO – ეხმარება ვებ გვერდს დაიკავოს მოწინავე პოზიციები Google-ის საძიებო სისტემაში. მისი დახმარებით თქვენი პოტენციური მომხმარებელი მარტივად მოგაგნებთ. ის გეხმარება ტრაფიკის მიღებაში, რომელსაც კონვერსიისა და მოგების მოტანა შეუძლია. SEO არის და კვლავ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის ნაწილი. მაგრამ ასპექტები, როგორიცაა გვერდის გამოცდილება (გვერდის სიჩქარე, UX) და მომხმარებლის განზრახვის იდენტიფიკაცია, 2021 წელს Google–ზე მაღალ რანგის აუცილებლობა გახდება.
  5. კონტენტის მრავალფეროვნება – 2021 წელს კონტენტის წარმოდგენას თითქმის ყველა გზით შევძლებთ: სტატიებით, ფოტოებით, აუდიო-ვიდეო საშუალებებით, ინტერაქტიული კვლევებით, ელექტრონული გზავნილებით, პრეზენტაციებით, ინფოგრაფიკით, სემინარები/მედია პრეზენტაციებით, კვლევითი ანგარიშებით, ელექტრონული წიგნებით, ბეჭდური ჟურნალებით, მობილური აპლიკაციებით, ციფრული ჟურნალებით, ვირტუალური კონფერენციებით, პოდგასტით, თამაშებით და ა.შ
     კონტენტ მარკეტინგის მიზანი მომხმარებლის დაინტერესება, მოზიდვა და მათი ღირებული პროდუქტით უზრუნველყოფაა. სწორედ ეს განასხვავებს მას ჩვეულებრივი რეკლამისგან.
   რეკლამა ცდილობს გაყიდოს პროდუქტი მომხმარებელზე. კონტენტ მარკეტინგი კი, მთლიანად მომხმარებლებსა და მათ ფასეულობებზეა ორიენტირებული და სწორედ ეს ხდის მას ასეთ ეფექტურს, ის წარმოაჩენს ზუსტად იმას, რაც სამიზნე აუდიტორიას სურს და მოსწონს.
  ის ზრდის გაყიდვებს, ცნობადობას, ვიზიტორებს და, რაც მთავარია, მომხმარებელთა რაოდენობას. ბიზნესისათვის კონტენტ მარკეტინგი მეტად მომგებიანია, რადგან კვლევების მიხედვით, ტრადიციულ საშუალებებთან შედარებით, მისი დანახარჯები 62%-ია და თანაც 3-ჯერ უფრო ეფექტური შედეგის მოტანა შეუძლია. მარკეტინგის ამ ტექნიკით კომპანიები ცდილობენ, უფრო დაუახლოვდნენ თავიანთ მომხმარებლებს, დაამყარონ მათთან მეგობრული ურთიერთობა და პოზიციონირდნენ მათზე მზრუნველ ბრენდებად. ამიტომ მარკეტოლოგები ცდილობენ, შექმნან არა უბრალოდ რეკლამები, სადაც კომპანიაზე ისაუბრებენ, არამედ ისეთი კამპანიები, სადაც მომხმარებლებზე და მათ ფასეულობებზე გააკეთებენ აქცენტს.

ავტორი – ეთო ბიქოშვილი