როგორ გვეხმარება მარცხი წარმატებაში?

როგორ გვეხმარება მარცხი წარმატებაში?

1920 1080 buymore.ge

 

1954 წელს, ‘’Grand Ole Opry’’-ის მენეჯერმა, ჯიმი დენიმ, პირველი გამოსვლის დღეს მას განუცხადა: „ შენ მუსიკის აზრზე არ ხარ, შვილო! გირჩევნია უკან დაბრუნდე და ისევ  შენს სატვირთოს საჭეს მიუჯექი“ – ამ ახალგაზრდა მუსიკოს ერქვა – Elvis Presley…

1944 წელს ერთ–ერთი ცნობილი სამოდელო სააგენტოს დირექტორმა Emmelain Snivly-მ უარით გაისტუმრა ახალგაზრდა გოგონა: „წადი, გოგონი, და დროს ტყუილად ნუ დაკარგავ მოდელობაზე ოცნებაში, გირჩევნია, სადმე მდივნად იმუშაო ან უბრალოდ, გათხოვდე”- გოგონას ერქვა ნორმა ჯინ ბეიკერი. რომელიც მოგვიანებით მსოფლიომ Marilyn Monroe-ს სახელით გაიცნო.

მე-20 საუკუნის 40–იან წლებში ჩესტერ კარლსონმა თავისი გამოგონება შესთავაზა 20 უმსხვილეს ამერიკულ კორპორაციას და ყველასგან მიიღო უარი. – „რა სისულელეა, ვის რაში სჭირდება” – ეუბნებოდნენ მას. შვიდწლიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ მისი გამოგონებით დაინტერესდა ერთი პატარა ფირმა – „ჰელოიდ კომპანი“, რომელიც კარლსონის გამოგონების წყალობით, ცოტა ხანში იქცა უზარმაზარ კორპორაციად, სახელწოდებით – XEROX”.

ალბათ, დამეთანხმებით, რომ მარცხი  ნებისმიერ სფეროში გარდაუვალია, გაყიდვებში განსაკუთრებით.  დღის ან თვის განმავლობაში, ძალიან ბევრი უარის მიღების შემდეგ მოდის თანხმობა, მოლაპარაკება და შედეგებზე გასვლა.

გაყიდვების ყველა წარმომადგენელს სურს მიაღწიოს წარმატებას და იყოს ლიდერი, თუმცა ძალიან ცოტა იბრძვის ამისთვის. თუ გადავხედავთ წარმატებული ადამიანების ცხოვრებას ვნახავთ, რომ მათ  მარცხი ბევრჯერ განიცადეს, მაგრამ არ შეუშინდნენ ამ მარცხს და მაინც მიაღწიეს სასურველ მიზანსა და წარმატებას. ცდა, რომ ბედის მონახევრეა, ეს უკვე წინაპართაგანაც ვიცით, თუმცა მრავალჯერადი ცდა (თან სწორად დაგეგმილი), რომ წარმატების აუცილებელი პირობაა, ეს ძალიან ცოტამ თუ იცის. რატომღაც, ადამიანების უმრავლესობას ჰგონიათ, რომ ყველა წარმატებული ადამიანის უკან, მხოლოდ უზრუნველი ცხოვრებაა, სინამდვილეში კი მათ ძალიან ბევრი დაბრკოლების და მარცხის გადალახვა მოუწიათ, სანამ მწვერვალზე ავიდოდნენ. გახსოვდეთ, ყველაზე წარმატებული ადამიანები არიან ისინი, ვისაც აქვთ ყველაზე მეტი წარუმატებლობა.

 

    “მე, როგორც გაყიდვების ტრენერი, ვფიქრობ, რომ ამ სფეროს წარმომადგენლებმა, პირველ რიგში, მარცხისა და უარის შიშის გადალახვაზე უნდა იმუშავოს.  ჩემი ტრენინგებიც სწორედ ამ უნარების გამომუშავებაზეა აგებული. ისიც მესმის, რომ არც ისე მარტივია გადალახო მსგავსი შინაგანი ბლოკები, თუმცა საკუთარ თავთან მუშაობით ბევრი ჯადოსნობის მიღწევაა შესაძლებელი. მაგალითად, მრავალჯერადი მცდელობა და თითოეული მცდელობის შემდეგ იმის გაცნობიერება, რამ იმუშავა და რამ არა.” – ხათუნა მდინარაძე

მრავალჯერადი მცდელობა  გვმატებს გამოცდილებას და ყოველი ცდის შემდეგ ზრდის წარმატების მიღწევის ალბათობას.  ამას ფსიქოლოგიაც გვიმოწმებს. არსებობს სწავლის მეთოდი, რომელსაც „ცდისა და შეცდომის მეთოდი“ ეწოდება, ის  მდგომარეობს შემდგომში: მშიერ ცხოველს საჭმლის მოსაპოვებლად უქმნიან გართულებულ სიტუაციას, სანამ ცხოველი საჭმელს დაეუფლება,  უნდა გაიკვლიოს გზა ძნელად მისაღწევ პირობებში. ცხოველი იწყებს  სვლას საჭმლისკენ, მრავალ მცდარ მოძრაობათა შორის ერთი-ერთი გამოერევა „შედეგიანი“ ე.ი. მიზანმიმართული მოძრაობა, რომლის შედეგად ცხოველი მისწვდება საჭმელს. ამის შემდეგ სულ უფრო ხშირად სრულდება ეს შედეგიანი მოქმედება და მცდარ მოძრაობათა რაოდენობა  პროგრესულად კლებულობს. ბოლოს დადგება მომენტი, როდესაც ცხოველი არ იმეორებს არც ერთ მცდარ მოძრაობას და თავიდანვე, პირველივე მოძრაობით აღწევს მიზანს – ე.ი. მან „ისწავლა“ ამოცანის სწორად გადაჭრის ხერხი.  ეს ექსპერიმენტი ეხება ცხოველს, რომელმაც მხოლოდ თავისი ინსტიქტებით მიაღწია სასურველ მიზანს. მაშინ, როცა ადამიანების უმეტესობა ს ფარ-ხმალს პირველი მცდელობისას ყრის.

ყოველი ახალი მცდელობა არა მარტო მექანიკურად დაგაახლოვებთ მიზანთან, არამედ შეგძენთ გამოცდილებას და სულ უფრო მეტ ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ, რომ ყოველი შემდგომი მცდელობა გაცილებით წარმატებული იყოს. გახსოვდეთ, წარმატება მოდის ბევრი მცდელობის, მარცხის და წარუმატებლობის შემდეგ.

        „რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში მიდიხართ წარმატებისკენ, მით უფრო ახლოსაა იგი. ძალიან ბევრი, თავს ანებებს საქმეს მაშინ, როცა გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი. დაიმახსოვრეთ, ამ ნაბიჯს შენს მაგივრად სხვები გადადგამენ!” – ნაპოლეონ ჰილი.

რუბრიკას   წარმოგიდგენთ

გაყიდვების სახლი დამფუძნებელი და  ბიზნეს ტრენერი ხათუნა მდინარაძე

გაყევით ლინკდინზე  : Khatuna Mdinaradze