fbpx

როგორ შეუძლია ,,მწვანე ბრენდებს” სამყაროს შეცვლა? #რეკლამისამბავი

ციფრული ჟურნალი

როგორ შეუძლია ,,მწვანე ბრენდებს” სამყაროს შეცვლა? #რეკლამისამბავი

2240 1260 buymore.ge

მას შემდეგ, რაც კორონავირუსი გლობალურ პანდემიად გამოცხადდა, მეცნიერები ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ალაპარაკდნენ. მართალია, COVID-19 წყალობით, ადამიანებისგან დაცლილ ვენეციის არხებში დელფინების გამოჩენა გადაჭარბებული ოპტიმიზმია, თუმცა, ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში მაცხოვრებლებმა, ბოლო 25 წლის მანძილზე პირველად, ნამდვილად დაინახეს ჰიმალაები. პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ადამიანის დამოკიდებულება გარემოსადმი. მათ საკუთარი თვალით დაინახეს გარემო პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ, რის გამოც გააქტიურდა ეკოლოგიური საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ეს კი, უფრო მეტ მოტივაციას აჩენს, შეიქმნას ბრენდები, რომლებიც თავიანთი პროდუქტით იზრუნებენ გარემოზე. ბიზნესიც ხომ ერთგვარი სუბიექტია, რომელსაც დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენს პლანეტაზე. ისეთ ბრენდებს კი, რომლებიც არ არის საზიანო გარემოსთვის და მათი დამზადება/გადამუშავება შესაძლებელია ბუნებრივი რესურსების ამოწურვის გარეშე ეკო-მეგობრულ ბრენდებს უწოდებენ. მათი ,,შემქმნელები“ აღიარებენ ჩვენს პლანეტის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ საფრთხეებს და იციან, თუ როგორ უნდა შექმნან ამ საკითხების დაძლევის უნიკალური გზები.

იყიდე მეტი ტანსაცმელი

TOMS – გაჭირვებული ბავშვებისთვის შექმნილი ფეხსაცმლის ბრენდი მსოფლიოში ერთ- ერთი ყველაზე ცნობილი ეკო-მეგობრული კომპანიაა. ხარისხიანი, კომფორტული, ბუნებრივი მასალის და ახალი ტექნოლოგიების კომბინაციის ნაზავი. ბრენდის დამფუძნებელი ტექსასში დაბადებული ბლეიკ მიკოსკია. ის იყო ახალგაზრდა, რომელსაც უყვარდა ტენისი, მოგზაურობა, სწავლობდა ფილოსოფიას და ბიზნესს. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას აღმოაჩინა, რომ უამრავი ბავშვი იზრდებოდა ფეხსაცმლის გარეშე. პრობლემის გადასაჭრელად მიკოსკიმ შექმნა ახალი ბიზნეს მოდელი „ერთი ერთისთვის“, რომელიც გულისხმობდა, რომ ფეხსაცმლის ყოველ გაყიდულ წყვილზე მეორე წყვილი ავტომატურად ეგზავნებოდათ ფეხშიშველ ბავშვებს. ამ წინადადებამ კი მილიონობით ადამიანი ფეხსაცმლის შეძენის მიზნით გახსნილი საფულეებით დააყენა რიგებში.

სპორტული სამოსი

Patagonia – ამერიკული ტანსაცმლის ბრენდია. ეკო-მეგობრული, კომფორტული, გამძლე და ხარისხიანია. 1996 წელს კომპანია მთლიანად გადავიდა ორგანულ ბამბაზე. ეს ნიშნავს, რომ ბრენდის ტანსაცმელში ნებისმიერი ბამბა ორგანულია. კომპანია მუდმივად  მხარს უჭერს ეკო-აქტივისტებს და დღემდე ეძებს ტანსაცმლის დამზადების ეკოლოგოურ მეთოდებს, რადგან რაც შეიძლება ნაკლები ზარალი მიადგეს გარემოს. აღსანიშნავია, რომ Patagonia არის ბიზნეს ალიანსის სახელად „1% პლანეტისათვის“ საპატიო წევრი. ეს ალიანსი სწორედ კომპანიის დამფუძნებელმა, ივონ ჩოუინარდმა (Yvon Chouinard) შექმნა 2002 წელს. ალიანსი აერთიანებს ბიზნეს კომპანიებს, რომლებიც აცნობიერებენ თავიანთ პასუხისმგებლობას გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო და ყოველწლიურად თავიანთი გაყიდვების 1%-ს არაკომერციულ გარემოსდაცვითი ორგანიზაციებს დონაციის
სახით ურიცხავენ.

რეკლამის ამბავი

Lush – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კოსმეტიკის ეკო-მეგობრული ბრენდია, რომელსაც მომხმარებლის უწყვეტი ნაკადი ჰყავს. კომპანია ქმნის სახის, სხეულის და თმის მოვლის საშუალებებს ბუნებრივი ინგრედიენტებისგან. პროდუქცია
მოთავსებულია ეკოლოგიისთვის არასაზიანო მრავალმოხმარებად კონტეინერებში. არ საჭიროებს ბოთლებს და ამასთანავე კომპანია იბრუნებს ცარიელ კონტეინერებს. ორგანიზაციის წარმატებისა და გადამუშავების წარმოუდგენელმა პროგრამებმა ხელი
შეუწყო სილამაზის სხვა ბრენდების შთაგონებასაც მთელ მსოფლიოში.

სასიხარულოა, რომ მსოფლიო მასშტაბით დღეს უამრავი ეკო-მეგობრული ბრენდის ჩამოთვლა შეგვიძლია და კიდევ უფრო სასიხარულოა ის, რომ ამგვარი ბრენდები  საქართველოშიც გვაქვს. მაგალითად: ჩიკატაი.

სტარტაპი იყიდე მეტი

Chikatai – თამარა ბუიღლიშვილის მიერ 2017 წელს შექმნილი ქართული ბრენდია, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და ანტიალერგიული მასალით, ხელნაკეთ სათამაშოებს ბავშვებისთვის გია ყანჩელის გენიალური მელოდიებით ქმნის. 2020 წელს Chikatai მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივის − „გაეროს გლობალური შეთანხმების“ წევრი გახდა. ბრენდს ახალი ხაზიც დაემატა, რომელიც მეგობარი ბრენდის − Spilow-ს კაბებიდან მორჩენილი ნაჭრებით იქმნება. ეს პროექტი  საწარმოო ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანასა და გარემოს დაცვას ემსახურება.  ეკო-მეგობრული სტრატეგია ,,მწვანე ბრენდებს  სწრაფად რეალიზების, განვითარების და შემოსავლების ზრდის შესაძლებლობას აძლევს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ეკოლოგიური ბრენდები ძალიან მალე იძენენ ძლიერ და მყარ რეპუტაციას გარემოს მიმართ ერთგულების, ზრუნვის და თავიანთი ინდუსტრიის უფრო ჯანსაღი პრაქტიკის გამო. ,,მწვანე ბრენდებს“ თავისი შინაარსით, ვიზუალით, მისიით და ნდობით ნამდვილად შეუძლია სამყაროს შეცვლა!

ეთო ბიქოშვილი

ვუდსონ ჯორჯია- დამზადებულია საქართველოში #ბიზნესმაბავი
1920 1080 buymore.ge
ჯოვანი მორა – იამაყე შენი მრავალფეროვნებით #ბიზნესმაბავი
1920 1080 buymore.ge