fbpx

როგორ მუშაობს მენეჯმენტი? #ბიზნესლიტერატურა

ჯორჯიან თაიმსი

როგორ მუშაობს მენეჯმენტი? #ბიზნესლიტერატურა

2560 1440 buymore.ge

  აღმოაჩინე ყველაფერი რაც გჭირდება რომ იცოდე როგორ გააუმჯობესო შენი მენეჯერული  უნარები, ეს პრაქტიკული წიგნი ჯადოსნური გასაღებია, რომელიც ბიზნესის თეორიების სამყაროში გრაფიკული გიდის საშუალებით გამოგზაურებს  და უნიკალურ ცოდნას გაგაცნობს რომელზეც თამამდ შეგიძლია თქვა რომ  აქამდე წარმოდგენაც კი არ გქონდა.

ამ და სხვა ბიზნეს ლიტერატურის  გერმანული,  ინგლისურ და რუსულ ენოვან  წიგნების  შეძენა შეგიძლიათ წიგნები ვაკეში  არაყიშვილის  N 5 , სადაც ასევე  ბიზნეს ლიტერატურის  მშობლიურ  ენაზე თარგმნილი საკმაოდ ვრცელი ბიბლიოთეკაც დაგხვდებათ.

გასაგებად, თამამად, თვალისთვის ადვილად აღსაქმელად თუ  გასააზრებლად შექმნილი გრაფიკული ჩანართები წიგნს ე.წ გამოსაყენებლად მეგობრულს ხდის,  ანუ ადამიანურ ენაზე, მარტივად გაგებისთვის ყველანაირ ხერხს იყენებს, რაც უპირველესად საკითხის გრაფიკულ ახსნაში გამოიხატება,  ხომ იცით ადამიანის გონება ასე უფრო მარტივად და ხანგრძლივად იმახსოვრებს ამა თუ იმ საკითხს. აი ასე, „თამაშ- თამაშით“ გაიგებთ როგორ მოახდინოთ სოციუმზე მმართველობა, რა უნარებია საჭირო ამის გამოსავლენად, რა გავლენა აქვს მასობრივ კონტროლს გუნდის  განვითარებაზე, რა სამოტივაციო მეთოდები არსებობს პროდუქტიულობის გასაზრდელად და ა.შ  ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურ, ფილოსოფიურ, ბიჰევიორისტულ თუ სოციულოგიურ კვლევებს ეყრდნობა და სწორედ   ამ დისციპლინებზე დაყრდნობით იქმნება ის რჩევები, რომელიც წიგნში უხვადაა გამოყენებული .

მენეჯმენტი

აქ  გაიგებთ როგორია კარგი ლიდერი, რა განსხვავებაა ლიდერსა და მმართველს შორის, როგორ შექმნათ წარმატებაზე ორიენტირებული გუნდი,  როგორ შეარჩიოთ თქვენს გუნდში წამყვანი და მეორე ხარისხოვანი მოთამაშეები, როგორ განახორციელოთ თქვენი იდეა გუნდის ჩართულობით, როგორ მოახდინოთ მათი მოტივაცია, შექმნათ სასურველი და თანაბარი სამუშაო გარემო, როგორ მართოთ სტრესი და გაზარდოთ სამუშაო ხარისხი, რომელიც ბიზნესის გაზრდილ  წარმოებაზე აისახება,

გრაფიკული დიაგრამები ზუსტად აღწერს მენეჯმენტის კონცეფციას-ეს ხნის ყველაფერს რაც გჭირდება იცოდე რათა სწორად ააგო  მენეჯერული ცოდნა რომელიც სხვადასხვა სფეროში გამოგადგება ყველა მასშტაბის გუნდის სამართავად.  გარდა ამისა ის შესანიშნავი გიდია , როგორ დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი, შეარჩიო საჭირო წევრები და გახეთ წარმატებული მენეჯერი თუ ლიდერი.

როგორ შევინარჩუნოთ მომხმარებელი კორონავირუსის პანდემიის რეალობაში? #რეკლამისამბავი
2560 1440 buymore.ge