fbpx

როგორ მუშაობს Linkedin-ის ალგორითმი #ციფრულიამბავი

socialuri kselebi

როგორ მუშაობს Linkedin-ის ალგორითმი #ციფრულიამბავი

626 352 buymore.ge

    ამ სტატიაში  მინდა გესაუბროთ სოციალურ ქსელ Linkedin  რომელიც ნელი ტემპით, მაგრამ საკმაოდ კარგი აუდიტორიით იზრდება ჩვენს ბაზარზე, თუ წლების წინ მხოლოდ 30,000 მომხმარებლეი იყო რეგისტრირებული დღეს მოცემული მდგომარეობით უკვე საკმაოდ დიდ რაოდენობას გაცდა, რის გამოც მიმზიდველი გახდა როგორც  მარკეტერებისთვის ასევე HR-სთვის ან   უბრალო ადამიანებისთვის ვინც თავის თანამოაზრეებს ეძებენ.  საბოლოო ჯამში მივიღეთ სოციალური ქსელი თავისი უნიკალური ალგორითმით, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

    ეს არის სოციალური ქსელი, რომელსაც პირადად მე ვუწოდებ Freelancer-ის და Upworkის ყველაზე ახლო ალტერნატივას, აქ თქვენ შეგიძლიათ გაიცნოთ თქვენი თანამოაზრეები თუ ხართ კონკრეტული სფეროს სპეციალისტი, იპოვოთ კადრი თუ ხართ HR და დაიღალეთ არარელევანტური შემოსული CV-ებით, თუ ხართ კომპანიის დირექტორი, რომელიც ახალ თანამშრომელს ეძებს და საბოლოოდ ადამიანი, რომელსაც აქვს გარკვეული გამოცდილება და ეძებს პროექტს ან სამსახურს.

Linkedin  ალგორითმი ისე არის შემუშავებული, რომ თუ თქვენს პროფილზე ყველაფერი სწორად გაქვთ დალაგებული, ის თავად შემოგთავაზებთ თქვენთვის რელევანტურ მომხმარებელს და ასევე შემოგთავაზებთ ვაკანსიებს და პროექტებს, რომლებმაც შეიძლება დაგაინტერესონ.

  ამ ყველაფერ კარგთან ერთად არის ერთი მინუსი, Linkedin  სარკელამო მენეჯერს არ აქვს ქართული ენის მხარდაჭერა, რის გამოც ქართულ ენაზე რეკლამებს ვერ ვუშვებთ, მაგრამ ამავდროულად შეგვიძლია უცხოურ ბაზარზე და ინგლისურ ენაზე გავუშვათ რეკლამა, კლიკის ფასი საკმაოდ ძვირია, შეიძლება 15$-იც კი დაგიჯდეთ და მერყეობს 100$-მდე, მაგრამ მერწმუნეთ, თუ თქვენ სხვა სოც.ქსელებზე, რეკლამიდან 10,000 რეგისტრაცია შემოგდით და გარკვეული პროცენტი თქვენი კლიენტი ხდება იმ მიზეზით, რომ სხვა დანარჩენმა მომხმარებელმა შეიძლება ინტერესის გამო გაიარეს რეგისტრაცია, Linkedin  ყველაფერი სხვაგვარად გვაქვს, აქ რეგისტრირებულ მომმხარებელბს თავიანთი პროფილი დიდი სიზუსტით აქვთ შექმინლი რაც საშუალებას გვაძლევს დიდი სიზუტით მივმართოთ მათზე რეკლამა, რომ არ გაგვიგრძელდეს ლინქდინზე ზოგადი საუბარი, მოდით გადავინაცვლოთ ალგორითმის განხილვაზე, ხოლო კოკნრეტულად ბლოგს ლინქდინზე სამომავლოდ შემოგთავაზებთ.

    რადგან ვახსენეთ, რომ Linkedin-ს ქართული ენის მხარდაჭერა ჯერჯერობით არ აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მისი გამოყენება კომპანიისთვის მომხმარებლების მოსაზიდად, რადგან სისტემას აქვს უნიკალური ალგორითმი და ძალიან კარგად მუშაობს (ჰეშთეგ) # მარკეტინგი. 

    ყოველთივს პოსტის განთავსების დროს ეცადეთ გამოიყენოთ მინიმუმ ერთი #ჰეშთეგი და მაქსიმუმ 3 რადგან გადატვირთულობა არ არის რეკომენდირებული, ჩავთვალოთ, რომ თქვენ ლინქდინზე გყავთ 2000 ქონექშენი, ჩვენს ენაზე, რომ ვთქვათ მეგობარი, თქვენ დღის განმავლობაში განათავსეთ პოსტი, ვთქვათ ციფრულ მარკეტინგთან დაკავშირებით და მას აღწერაში 3 ჰეშთეგი გაუწერეთ: #digitalmarketing, #marketing და ერთი ზოგადი თქვენს მიერ შექმნილი ჰეშთეგი, ჩემს შემთხვევაში #გადმოდიციფრულტრენდზე, როდესაც თქვენ ათავსებთ პოსტს, მოცემული კონტენტი თქვენს 2000 ქონექშენს დღის განმავლობაში მინიმუმ 3-ჯერ გამოუჩნდება, ხოლო თუ თქვენი მეგობარი ინტეაქციაში შევიდა პოსტთან და დატოვა რეაქცია, მაგ შემთხვევაში თქვენი მეგობრის მეგობრებს დღის განმავლობაში მოცემული პოსტი ერთხელ გამოუჩნდება და ასე ჯაჭვურად გრძელდება იქამდე სანამ ვინმე არ შეწყვიტავს თქვენი პოსტის მიმართ რეაქციის გამოხატვას და შემდეგ ჯაჭვი შეწყდება, ხოლო ჰეშთეგებს რაც შეეხება ჩათვალეთ, რომ ის არის ინტერესის მითითების მარტივი ხერხი, რითაც ჩვენ ვეუბნებით Linkedin-ს თუ რა სახის ინტერესის მომხმარებლები გაითვალისწინოს პრიორიტეტში.

    მოცემული სტრატეგიის გამოყენება საშუალებას მოგცემთ დანახარჯების გარეშე გახვიდეთ თქვენთვის რელევანტურ აუდიტორიაზე, მაგრამ რა თქმა უნდა ისეთი სისწრაფით ვერ განახორციელებთ, როგორც თანხის დახარჯვით, ზოგადად ვთვლი რომ მინიმალური თანხის დახარჯვა საჭიროა სოციალურ ქსელზე, რომ მიიღოთ შედეგი, თუ ეცდებით სტრატეგიის მოძიებას, საძიებო სისტემები და თუნდაც YouTube შემოგთავაზებენ სტრატეგიას, რითაც ირწმუნებიან, რომ საერთოდ თანხის დახარჯვის გარეშე ეს ყველაფერი შესაძლებელია, Linkedin-ის კუთხით გეთანხმებით, სწორი სტრატეგიით ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ჯერჯერობით Facebook-თან მიმართებაში მსგავს აქტივობას არ გავუწევდი რეკომენდაციას.

 ალექსანდრე ჩომახიძე 

ორ დღიანი დასუფთავების ღონისძიება მთელი საქართველოს მასშტაბით #ბიზნესამბავი
2560 1440 buymore.ge