fbpx

როგორ მუშაობს ფეისბუქის სარეკლამო ალგორითმი ? #ციფრულიამბავი

იყიდე მეტი

როგორ მუშაობს ფეისბუქის სარეკლამო ალგორითმი ? #ციფრულიამბავი

2560 1440 buymore.ge

თქვენ შეიძლება კარგად იცნობდეთ სოციალური მედიის სარეკლამო პლატფორმას, იცოდეთ თუ რას აკეთებს თითოეული ღილაკი და, ასევე, იცოდეთ მათი აღწერილობა, მაგრამ ყოველთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ როგორ იწყებს მუშაობას ჩვენი რეკლამა Publish ღილაკის დაჭერიდან მის დასრულებამდე.

დღევანდელ ბლოგში აგიხსნით თუ როგორ მუშაობს Facebook -ის სარეკლამო ალგორითმი Publish ღილაკის დაჭერის შემდეგ. ყოველთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ პლატფორმის მუშაობის პრინციპი, მაგალითისთვის ყველამ ვიცით, რომ ავტომობილის პედალზე დაჭერისას ის მოძრაობას იწყებს, მაგრამ არც ისე ბევრმა იცის თუ რა ხდება მის ძრავში რაც მას ამოძრავებს, სწორედ ამ ინფორმაციას მოგაწვდით დღეს რაც დაგეხმარებათ ზუსტად გაიგოთ რას ახორციელებს თქვენს მიერ გაშვებული რეკლამა.

წარმოვიდგინოთ ჩვენი რეკლამა პატარა წიგნაკია, რომელშიც  ცარიელი ფურცლებია და ელოდებიან ინფორმაციის მიწოდებას, ჩვენს წიგნაკს ვაწვდით ინფორმაციას და კონტენტს თუ რა ფოტოსურათი გამოიყენოს რეკლამისთვის, რა ტექსტი უნდა აჩვენოს მომხმარებელს და ვაძლევთ გზა-კვალს რითაც ვეუბნებით, რომ მინდა   რეკლამა ნახოს გარკვეული ასაკის მომხმარებელმა და იმას,თუ რა ინტერესების მქონე ადამიანებმა გვინდა ნახოს ჩვენს მიერ გარეკლამებული პოსტი, როდესაც ჩვენს წიგნაკს საჭირო ინფორმაციას და ბიუჯეტს მივაწვდით და გამოვაქვეყნებთ მუშაობისთვის სწორედ შემდეგ იწყება მნიშვნელოვანი ეტაპები:

#1. განხილვის ეტაპი – რეკლამა გადაინაცვლებს განხილვის ეტაპზე, სადაც ის პირველ რიგში ხელოვნურ ინტელექტთან გაივლის შემოწმებას და თუ რაიმე სირთულე შეხვდება უშუალოდ Facebook -ის თანამშრომელს მოუწევს მისი შემოწმება, თუ ყველაფერი წესრიგში იქნება რეკლამა დადასტურდება და გადაინაცვლებს შემდეგ ეტაპზე.

#2.  შესწავლის ანუ Learningის ფაზა -მოცემულ მდგომარეობაში რეკლამა იწყებს აუდიტორიის შესწავლას, მოდით დავუბრუნდეთ ჩვენს წიგნაკს, რომელსაც ყველა საჭირო ინფორმაცია და რესურსი აქვს, რომ დაიწყოს მუშაობა, წარმოვიდგინოთ, რომ ფეისბუქის სოციალურ სივრცეში არის გარკვეული ქალაქები და შევადაროთ ისინი წრეებს, სადაც საზოგადოება იმყოფება, ერთმანეთში საუბრობს ურთიერთობს და ინფორმაციას ავრცელებენ, რითაც მათი ადამიანური ანუ პერსონალური პროტოტიპი ყალიბდება, რითაც Facebook -მა იცის თუ ვის რა ინტერესი აქვს. ვთქვათ ჩვენი რეკლამის მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იპოვოს ვინც დაინტერესებულია ციფრული მარკეტინგის შესწავლით, ჩვენი რეკლამა დაიწყებს ამ ხალხში მოძრაობას და იმ ადამიანების შეკრებას ვინც ყველაზე ახლოს არის იმასთან, რომ ჩვენი პოსტით დაინტერესდეს და შეიძინოს მოცემული პროდუქტი, როდესაც ის გარკვეული რაოდენობის ხალხს შეაგროვებს, მათ ყველას დააჯგუფებს და დაიწყებს ტესტირების ჩატარებას, საიდანაც საბოლოო ჯამში აარჩევს ორ ადამიანს, რომელიც ყველაზე მეტად არის ახლოს იმ ინტერესების ადამიანთან, რაც ჩვენ რეკლამის შექმნის დროს მივუთითეთ და დააჯგუფებს მათ კვადრატის ფორმის ოთახში, რის შემდეგაც დაიწყება მესამე ფაზა.

#3აქტიური ფაზა -სადაც რეკლამა იწყებს სრულყოფილ მუშაობას, მოდით შევაჯამოთ: ჩვენ რეკლამას მივაწოდეთ ყველა საჭირო ინფორმაცია თუ რა მიზანი გვსურდა მისგან, რეკლამამ გაიარა გარკვეული ეტაპები რისი საშუალებითაც იპოვა პროტოტიპი იმ ადამიანების ვინც ყველაზე ახლოს არიან ჩვენს მიერ მითითებული ინტერესების მქონე ადამიანის, რის შემდეგაც გადაინაცვლა აქტიურ ფაზაში და აგრძელებს მუშაობას თავის მიერ შეგროვებული ინფორმაციის ხარჯზე, ამ დროს რეკლამა მუშაობს სრულყოფილად და ორიენტირებულია მიზნის მიღწევაზე.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი რეკლამის მუშაობის პროცესში და ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმ ეტაპების, რომელიც საჭიროა ვიცოდეთ რეკლამის გაშვებამდე და ასევე გაშვების შემდეგ. სამომავლო ბლოგებში შემოგთავაზებთ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ინტერესების მითითება რეკლამის გაშვების დროს, მათი რაოდენობის შესახებ და სხვა საკვანძო საკითხები, რაც დაგეხმარებათ, რომ თქვენმა რეკლამამ სრულყოფილად იმუშაოს.

     ალექსანდრე ჩომახიძე