fbpx

რას ნიშნავს საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია SEO? #ციფრულიამბავი

buy more

რას ნიშნავს საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია SEO? #ციფრულიამბავი

1920 1080 buymore.ge

დღეს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიად, ციფრული მარკეტერი განსაკურებით SEO ოპტიმიზაციის მცოდნე მენეჯერი ითვლება და მაინც,რა არის საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია და რატომ აქვთ მაღალი ანაზღაურება ამ სფეროს სპეციალისტებს ?

მოდით დავიწყოთ თავიდან: როდესაც   შეიქმნა საძიებო სისტემები, ყველა კომპანიას ჰქონდა მისი მისი უნიკალური ალგორითმი ჰქონდა  რისი საშუალებითაც, სისტემა იღებდა გადაწყვეტილებას თუ რატომ ყოფილიყო კონკრეტული ვებ-გვერდი საძიებოს პირველ გვერდზე ან, სულაც, მეათე გვერდზე. რა თქმა უნდა, საძიებო სისტემების უკან მდგომი კომპანიები ამ ალგორითმს არ ასაჯაროვებდნენ და ახლაც ასე იქცევიან, მაგრამ მათ მოგვაწოდეს გარკვეული ცოდნა იმისათვის, რომ კომპანიებს საშუალება ჰქონოდათ მათი ვებ-გვერდი სხვა კომპანიებთან შედარებით უფრო მარტივად ძიებადი ყოფილიყო აქედან გამომდინარე, გაჩნდა ახალი პროფესია სახელად: საძიებო სისტემების სპეციალისტი იგივე SEO Manager 

ალბათ გიფიქრიათ, რატომ გაწვდით Google კონკრეტულ წინადადებაზე კონკრეტულ შედეგს და თქვენც ბრმად ენდობით მის გადაწყვეტილებას და გადადიხართ მოცემულ ვებ-გვერდზე.

ბევრის აზრით, Google იმ ვებ გვერდს აწვდის მომხმარებელს პირველ ადგილზე, რომელსაც მომხმარებლების დიდი რაოდენობა ჰყავს, მაგრამ ეს  ტყუილია.

Google ამბობს: თუ თქვენ საიძებო სისტემის მეორე გვერდზე მოგიწიათ გადასვლა, ესე იგი სწორად არ გიძებნიათო, მაგრამ აქ ყველაფერი არც ისე ნათლად ჩანს, როგორც უნდა იყოს, სინამდვილეში ყველაფერი შემდეგნაირად  ხდება: 

კომპანიას სურდა მისი ვებ-გვერდი Google-ის პირველ გვერდზე ყოფილიყო, დაიქირავეს  SEO სპეციალისტი, რომელმაც ვებ- გვერდი როგორც ტექნიკურად და ისე კონტენტის მხრივ ისე გამოასწორა და შეცვალა, რომ გარკვეულ პერიოდში მოცემული ვებ-გვერდი პირველ გვერდზე აღმოჩნდა.

მაინც, რა არის საჭირო იმისათვის, რომ  გავხდეთ SEO სპეციალისტი, ამისთვის რა ტექნოლოგიების ცოდნაა აუცილებელი და რა უნდა გავაკეთოთ რომ ჩვენი ვებ- გვერდი გუგლის საძიებო ველში მოწინავე ადგილას იყოს?

იყიდე მეტი

მოდით  მივყვეთ ეტაპობრივად, არსებობს  SEO -ს სპეციალობის ორი მხარე:

  1. ტექნიკური SEO
  2. ვებ-საიტში არსებული ტექსტების და კონტენტის სწორად შერჩევა

   ტექნიკური SEO

 ტექნიკური SEO თავის თავში მოიაზრებს ვებ-საიტის ტექნიკური მხარის გამართვას, რაც ნიშნავს რომ ჩვენი ვებ-გვერდი მაქსიმალურად  მოვარგოთ საძიებო სისტემის მოთხოვნებს, მაგალთად Google -ს აქვს დაახლოებით 200 მოთხოვნა და რაოდენობა თანდათან იზრდება, Bing -ს დაახლოებით 150 და, ამ შემთხვევაშიც, ზრდა მიმდინარეობს, მაგრამ საჭირო არის თუ არა  ყველა ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილება ?

პასუხი ასეთია: დიახ საჭიროა. მაგრამ გარკვეული რაოდენობის დაკმაყოფილება, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ნაწილის, რომლის არ ქონაც დიდ პრობლემებს არ შეგვიქმნის და შეფასებას საძიებო სისტემის მხრიდან ე.წ ” შეფასებას” არ დაგვიგდებს.

ტექნიკურ მხარეში ითვლება ვებ- გვერდის სწორი მუშაობა, ლინკ მისამართების გამართულობა და, რაც ყველაზე მთავარია, რესპონსიულობა (Responsive Website) რაც ნიშნავს, რომ თქვენი ვებ-გვერდი ყველა დივაისზე (მოწყობილობაზე) უნდა იხსნებოდეს გამართულად, როგორც კომპიუტერზე, ასევე მობილურზე და პლანშეტურ მოწყობილობებზე.

(2020 წლის სექტემბრიდან Google -ის გადაწყვეტილებით, კომპანიები რომლის ვებ-საიტიც არ იქნება რესპონსული მობილურ მოწყობილობაზე, საძიებო სისტემებიდან გაქრებიან)

  ტექნიკურ მხარეში, ასევე, იგულისხმება ზოგადად თქვენი ვებ-გვერდის მოთავსება საძიებო სისტემაში, დიახ, თქვენ თქვენი ვებ-საიტი უნდა მოათავსოთ Google -ში.  ბევრ მომხმარებელს ჰგონია, რომ როდესაც ისინი ვებ-გვერდს ააწყობენ Google ან ნებისმიერი სხვა საძიებო სისტემა თავად მივა მათთან და სთხოვს, რომ განათავსონ მათი გვერდი სისტემაში, სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირად არის, თქვენ თავად უნდა მიხვიდეთ Google -თან და განათავსოთ თქვენი ვებ-გვერდი მათ სისტემაში, რაც ხდება Google Search Console -ს დახმარებით.

გასწავლით პატარა ფორმულას, რისი საშუალებითაც  შეგიძლიათ შეამოწმოთ იმყოფება თუ არა გუგლზე თქვენი ვებ-გვერდი, გააკეთეთ შემდეგი კომბინაცია: შედით Google.com -ზე და ჩაწერეთ შემდეგი რამ : site:https://medium.com/ მედიუმის მაგივრად თქვენი ვებ-გვერდი. თუ თქვენ მიიღებთ მსგავს სურათს, ამ შემთხვევაში თქვენი ვებ-გვერდი  არსებობს გუგლის საძიებო სისტემაში:

მარკეტინგის ამბავი

 ვე-გვერდში არსებული ტექსტების და კონტენტის სწორად შერჩევა

ვებ-გვერდში არსებული კონტენტი, ტექნიკური სეოს შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი აქტივობაა რაც უნდა ჩაუტაროთ თქვენს ვებ-გვერდს . მოდით ვთქვათ, რომ თქვენ შექმენით ძალიან კარგი ვებ-გვერდი, ყველა საჭირო მხარე გამართული გაქვთ, ასევე ტექნიკური სეოს საკითხები შეასრულეთ, თქვენი ვებ – გვერდი მოათავსეთ გუგლის საძიებო სისტემაში, მაგრამ Google Analytics -ის მთვლელში მოგდით ინფორმაცია, რომ ვიზიტორების რაოდენობა  მცირეა, ასევე, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ვებ – გვერდი სავსეა ძალიან კარგი, ლამაზი და გრამატიკულად გამართული კონტენტით

პასუხი  შემდეგშია: თქვენს ვებ-გვერდზე არსებული კონტენტი არ არის ისე დაწერილი, როგორც ჩვენი საზოგადოება ეძებს მას გუგლის საშუალებით და რას ნიშნავს ეს ყველაფერი ?

ჩავთვალოთ, რომ ვეძებთ კომპანიას რომელსაც აქვს დისტანციური სწავლება, ანუ ონლაინ კურსები, თქვენ ჩაწერეთ ონლაინ კურსები გამოგიჩნდათ რამდენიმე  ვებ-გვერდი, მე ჩავწერე დისტანციური სწავლება და გამომიჩნდა გარკვეული შედეგები, მაგრამ, ასევე, გუგლის ერთ-ერთი ინსტრუმენტით სახელად:

  Google keyword planner -ით გადავამოწმე, რომ საზოგადოება თვის განმავლობაში “დისტანციურ სწავლება” სიტყვებს ეძებს დაახლოებით 10000K ადამიანი, ხოლო “ონლაინ სწავლებას” მხოლოდ 3000K ადამიანი, ამ შემთხვევაში კომპანია, რომელიც თავისი პროდუქტის აღწერაში იყენებდა უფრო ძებნად სიტყვებს და წინადადებებს, მისი ვებსაიტი უკეთეს პოზიციაზე იქნება ვიდრე სხვა მისი კონკურენტი.

   რუბრიკის ავტორია: ციფრული მარკეტერი ალექსანდრე ჩომახიძე

 

1 comment
  • კატერინ, შენს ამ ვებსაიტს ყოველთვის საინტერესო რჩევები და რუბრიკები აქვს🙌💜SEO-ს ჩემი კომპანია აქტიურად იყენებს და მართლა გამოსადეგი რამ არის💫🙌

დატოვე კომენტარი