fbpx

როგორ გავხდეთ სოციალური მედიის მენეჯერი (SMM) ანუ კომპანიის მთავარი კადრი?

ციფრული მარკეტინგის მენჯერი

როგორ გავხდეთ სოციალური მედიის მენეჯერი (SMM) ანუ კომპანიის მთავარი კადრი?

1260 709 buymore.ge

დაახლოებთ 10 წლის წინ პროფესია სახელად სოციალური მედია მენეჯერი საერთოდ არ არსებობდა,  დამსაქმებლები, ადამიანური რესურსების მენეჯერები და კომპანიები საკმაოდ მარტივ მოვლენად აღიქვამდნენ სოციალური ქსელის გამოჩენას და საერთოდ არ მოელოდნენ მის ასეთ აფეთქებას, მაგრამ რა ხდება ახლა და რა მდგომარეობაშია სოციალური ქსელის რეალობა ჩვენს ქვეყანაში უკვე 10 წლის შემდეგ ?

რაც უფრო მეტი დრო გადის თვიდან თვემდე, თუ ყოველდღიურად საკმაოდ დიდი სიახლეები გხვდება სოციალურ ქსელ Facebook — ში.

საზოგადოების დიდ ნაწილს უკვე წარმოუდგნელად მიაჩნია, როდესაც კომპანიას სოციალური გვერდი არ გააჩნია, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გარკვეული ნაწილი სიახლეს სწორედ სოციალური ქსელიდან ღებულობს და რაც მთავარია ეს ყველაფერი დრო და დრო სატელევიზიო რეკლამებს და ქალაქის ქუჩებში გამოკრულ ბანერებს ანაცვლებს.

მაგრამ რა ხდება შრომის ბაზარზე ? ვინ არიან სოციალური მედია მენეჯერები და საერთოდ გვყავს თუ არა იმ დონის პროფესიონალი SMM მენეჯერები, რა დონეზეც დაიმკვიდრა თავი Facebook — მა საზოგადოებაში ?

როგორც უკვე ვთქვით, სოციალური ქსელები უკვე საკმაოდ დიდი სიხშირით გვაწვდიან სიახლეებს, როგორც მომხმარებლის მხარეს, ასევე კომერციული თვალსაზრისით. ფეისბუქი კომპანიებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობის მომტანი გახდა და რაც მთავარია რეკლამის შექმნის საკმაოდ დიდ არჩევანი მოგვცეს.

მარტივად რომ აგიხსნათ, გვაქვს შემდეგი მდგომარეობა, შემიძლია შედარებისთვის მოვიყვანო მაგალითი: თუ წლების წინ მარკეტინგული ომი მიმდინარეობდა კომპანიებს შორის და მარკეტოლოგები სხვადასხვა კრეატიული თუ მოხერხებული საშუალებებით ებრძოდნენ ერთმანეთს, ფეისბუქმა ამ ყველა საშუალების დიჯითალიზაცია მოახდინა, რაც არსებულ და მომავალ ინტერნეტ მარკეტოლოგებს საკმაოდ მრავალფეროვანი შესაძლებლობა აჩუქა, ხოლო ჩვენი საზოგადოება მივიდა იმ აზრამდე, რომ თუ აქამდე რომელიმე მაღაზიის ვიზუალი ხიბლავდა მომხმარებელს, რომ პროდუქტი შეეძინა კონკრეტული დაწესებულებიდან, ახლა ამ ყველაფერს კლიენტი აფასებს თუ როგორი კარგი და მოწესრიგებული ფეისბუქ გვერდი აქვს კომპანიას.

მაგრამ ჩნდება ისევ ერთი მთავარი შეკითხვა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენი საზოგადოება უკვე ამ კონკრეტულ დონეზე არის სოციალური ქსელის მიმართ, სინამდვილეში რა ხდება კომერციული თვალსაზრისით, როგორ გვიყურებს თავად ფეისბუქის ადმინისტრაცია და როგორია ფეისბუქის რეკლამის საბაზრო ფასი ჩვენს ქვეყანაში ?

ციფრული მარკეტინგი

 „თავისუფალი (საბაზრო) ფასი” ეწოდება ფასს, რომელიც ყალიბდება მოთხოვნა-მიწოდების გავლენით  თავისუფალი კონკურენციის, მოქმედი საგადასახადო სისტემისა და ყიდვა-გაყიდვის აქტის მონაწილე მხარეთა ინტერესების თავისუფალი შეხამების საფუძველზე.

როგორც ხედავთ ჩვენს ქვეყანაში კლიკის ფასი საკმაოდ დაბალია, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმ ფაქტორზე თუ რამხელა კონკურენციაა ბაზარზე რეკლამის გაშვების თვალსაზრისით და ასევე რა სირთულის ინსტრუმენტებს იყენებენ SMM მენეჯერები, ჩვენი ქვეყნის მაგალითზე კონკურენცია მატულობს, უფრო და უფრო მეტი კომპანია ერთვება ფეისბუქის მარკეტინგულ ომებში, მაგრამ ამის მიუხედავად კლიკის ფასი საკმაოდ ნელი ტემპით მიიწევს წინ და რისი ბრალია ეს მოვლენა ?

 

ციფრული მედია მენეჯერი

სამწუხაროდ, როგორც ზემოთ ვახსენეთ, ფეისბუქი საკმაოდ მაღალი სისწრაფით ვითარდება, ყოველდღიურად სიახლეებს გვაწვდის მის რეკლამის მართვის პანელში, სწორედ ამიტომ ჩვენი SMM მენეჯერები ამ ტემპს ვერ მიყვებიან, ზოგიერთი კი კონკრეტულ ერთ საშუალებაზეა გამოცდილი და არ რისკავს, რომ სხვა ინსტრუმენტები გამოსცადოს, ამიტომ ჩვენი ქვეყნის მოცემული პოზიციები, ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ფეისბუქის იმ დიდი შესაძლებლობებს რასაც ის გვაწვდის.

და მაინც რა არის ის შესაძლებლობები რასაც ფეისბუქი გვაწვდის და რას იყენებენ კონკრეტულად ჩვენი SMM მენეჯერები ?

ფეისბუქ სარეკლამო სისტემა შედგება ორი ვარიანტისგან, ერთი წარმოადგენს Facebook Boost, ხოლო მეორე Business Manager და Ads Manager, ამ ორ მხარეს შორის საკმაოდ დიდი გეპია, რომლის გადალახვაც დიდ შესაძლებლობას გვაძლევს, როგორც კომპანიას, ასევე თქვენ, როგორც პროფესიონალ SMM მენეჯერს, მოდით განვიხილოთ თითოეული:

  1. Facebook Boost

წარმოადგენს ფეისბუქ სარეკლამო სისტემის ერთ-ერთ ყველაზე მარტივ და ხელმისაწვდომ საშუალებას, მისი ასეთი პოპულარობა მდგომარეობს მის ასეთ მომხიბვლელ სიმარტივეში, რომელიც შედგება პოსტის შერჩევით, რამოდენიმე ღილაკის დაჭერით და საქმეც დასრულებულია, ამ პროცესის შემდეგ SMM მენეჯერს შეუძლია თავისუფლად განაგრძოს სხვა საქმე და რეკლამის მსვლელობას ხელი არ შეუშალოს, ასევე ფეისბუქი ყოველდღიურად და ზოგჯერ დღის გნამავლობაში რამდენჯერმე გვერდის ადმინისტრატორს სთავაზობს, რომ მისი ზოგიერთი პოსტი “დასაბუსტია” რასაც ზოგ შემთხვევაში ადმინსიტრატორი ითვალისწინებს. მაგრამ რა ხდება ამ ყველაფრის მიღმა და ამ სიმარტივის უკან რა სირთულე და დიდი საშუალება იმალება ?

  1. Business Manager და Ads Manager

დიდ შესაძლებლობას დავარქმევდი ამ ინსტრუმენტს, რომელსაც ეწოდება Business Manager — ი და მის რეკლამის მართვის პანელს სახელად Ads Manager, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებსაიტზე: business.facebook.com რომელიც ასევე ეკუთვნის კომპანია Facebook-ს. მოცემული ინსტრუმენტები პირველად გამოჩნდა Power Editor — ის სახელით და თავიდანვდე დიდი პოპულარობა მოიპოვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ამ ინსტრუმენტების ხიბლი შემდეგში მდგომარეობს: ჩვენ მათი საშუალებით შეგვიძლია შევქმნათ ისეთი სახის რეკლამა, რომელიც შედეგზე იქება ორიენტირებული და სწორედ იმ ადამიანს აჩვენებს თქვენს გამზადებულ პოსტს, რომელზეც თქვენ გაქვთ გათვლილი კონკრეტულად.

Ads Manager — ში შექმნილი რეკლამა SMM მენეჯერს აძლევს შემდეგ საშუალებას: (Facebook Boost -სგან განსხვავებით)

1) აჩვენოს რეკლამა კონკრეტულად იმ ადამიანს, რომელიც მოცემულ ქალაქში ამჟამად სამოგზაუროდ იმყოფება და არ წარმოადგენს მისთვის საცხოვრებელ ადგილს.

2) შეარჩიოს სასაუბრო ენა და მაგალითისთვის რეკლამა გამოუჩინოს მხოლოდ ინგლისურად მოსაუბრე საზოგადოებას.

3) შეარჩიოს ინტერესები, მაგალითად თუ თქვენ გაქვთ საკვები ობიექტი, რომელიც ვეგეტარიანელებზე არის გათვლილი, კონკრეტულად მათ გამოუჩინოს თქვენი რეკლამა ან პირიქით (წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა თუ ხორცზე ორიენტირებული საკვები ობიექტი გექნებოდათ და არასწორად გაშვებული რეკლამა ვეგეტარიანელს გამოუჩნდებოდა ?).

4) შევარჩიოთ რეკლამის მუშაობის, ინტენსივობა, სიჩქარე და თანხის ხარჯვის პრინციპი.

5) ასევე Ads Manager — ში მყოფი ერთ-ერთი ინსტრუმენტი საშუალებას გვაძლევს რეკლამა გავუშვათ ჩვენს ვიზიტორებზე, რომლებიც ჩვენს ვებსაიტზე იმყოფებოდნენ და რაღაც მიზეზის გამო პროდუქტის შეძენა არ დაასრულეს, ანუ ფეისბუქი “რემარკეტინგის” საშუალებას გვაძლევს, რითაც ჩვენს წასულ კლიენტზე კონკრეტულ რეკლამას გაგვაშვებინებს, მოგვცემს საშუალებას ფასდაკლება შევთავაზოთ, რომ ის კვლავ დაბრუნდეს და დაასრულოს პროდუქტის შეძენა.

მოდით ახლა შევაჯამოთ ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებები და შევადაროთ ერთმანეთს ეს ორი სარეკლამო ინსტრუმენტი, მარტივად რომ ვთქვათ ერთი წარმოადგენს საკმაოდ მარტივად მოსახმარ საშუალებას, ხოლო მეორე უფრო დეტალურს და დასაფიქრებელს, ასევე ბევრ SMM მენეჯრს მიაჩნია რომ Boost — ი უფრო ნაკლები ფასი ღირს ვიდრე Ads Manager-ი, მაგრამ რას ამბობს თავად Facebook-ი ამის შესახებ ?  თავად ფეისბუქის აზრით Boost -ის გაშვების დროს შედეგის 60% იკარგება, ხოლო 40% -ის შემთხვევაში შეიძლება გაგვიმართლოს, ასევე Boost არ გვაძლევს საშუალებას შემდგომი ოპტიმიზაციის, მაგრამ რას ნიშნავს ეს ყველაფერი ? მოდით განვმარტოთ:

  Boost -ის დროს ჩვენ როგორც SMM მენეჯერი, საკმაოდ შეზღუდულები ვართ ფუნქციონალით, ჩვენ არ გვაქვს საშუალება რომ რეკლამის გაშვებისას ისეთ დეტალებში ჩავღრმავდეთ როგორსაც გვაძლევს Ads Manager -ი, ამიტომ ამ დროს მაქსიმალურად ვართ გამართლებაზე დამოკიდებული რაც მდგომარეობს იმაში, რომ თუ გაგვიმართლა ჩვენს რეკლამას ნახავს საჭირო ადამიანი, ვისაც კონკრეტულად აინტერესებს ეს პოსტი.

მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო ერთ-ერთი კომპანიის შემთხვევა, მოცემული დაწესებულება მუშაობდა წვეულებების გამართვაზე და მათი ძირითადი სამიზნე აუდიტორია იყო ახალგაზრდა საზოგადოება, რომლებიც ქირაობდნენ სივრცეს დაბადების დღის ან სხვა პროცესის აღსანიშნავად, ბოლო პერიოდში ამ კომპანიას კლიენტების რაოდენობა შეუმცირდა და Facebook Boost — ს თითქმის შედეგი არ მოჰქონდა, რამოდენიმე დღიანი დაფიქრების შემდეგ შევქმენით პოსტი Ads Manager-ის დახმარებით, რომლის აზრიც იყო შემდეგი:

იმ ადამიანებს ვისაც კონკრეტულად მოცემულ თვეში დაბადების დღე ჰქონდა, ღებულობდა 10% — იან ფასდაკლებას ამ დაწესებულებაში აღსანიშნავად, სწორედ Ads Manager -ის დახმარებით ჩვენ მივმართეთ რეკლამა იმ ადამიანებზე, ვისაც კონკრეტულად მოცემულ თვეში ჰქონდათ დაბადების დღე და ასევე შევარჩიეთ ისეთი კატეგორია ვისაც კონკრეტულად წვეულებები იზიდავდა, შედეგი იყო საოცარი, სწორად გაშვებულმა რეკლამამ კომპანიას კლიენტთა რაოდენობა საკმაოდ გაუზარდა რაც სწორედ Ads Manager-ის დამსახურება იყო.

მარკეტერი : ალექსანდრე ჩომახიძე