fbpx

როგორ გავიუმჯობესოთ პროდუქტიულობა? #პრაქტიკულიმარკეტინგი

ხათუნა მდინარაძე

როგორ გავიუმჯობესოთ პროდუქტიულობა? #პრაქტიკულიმარკეტინგი

1920 1080 buymore.ge

კლასიკური განმარტებით, პროდუქტიულობა ეფექტურობის გაზომვის მეთოდია და მისი ძირითადი მახასიათებელია:  დრო, რაოდენობა და ხარისხი. ნაყოფიერად მუშაობის უნარი  კი სწორედ  ის  ერთ-ერთი მთავარი ძალაა, რომელსაც თანამედროვე ადამიანი სასურველ შედეგამდე მიყავს.

პროდუქტიულობის აღქმა ძალიან სუბიექტურია, მწერალი Charles Duhigg მას განმარტავს, როგორც “გარკვეული არჩევანის გაკეთება გარკვეული გზებით,” რაც გაიძულებთ “უბრალოდ დაკავებული”-დან  “ნამდვილ პროდუქტიულიულობაზე” გადახვიდეთ. თავის წიგნში  Smarter Faster Better: ტონი რობინსის მიდგომა პროდუქტიულობისადმი ფოკუსირებულია ცხოვრების უკეთესად წარმართვის გზებსა და მეთოდებზე, რათა მეტი თავისუფალი დრო გქონდეთ. 

თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პროდუქტიულობის გაზრდისთვის  კომპლექსური მიდგომაა საჭირო და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, როგორებიცაა მოტივაცია, დროის მენეჯმენტი, მიზნების სწორად დასახვა, გონიერება და სხვა. თუ აცნობიერებთ, რომ თანამედროვე ადამიანს ყველა ეს თვისება სჭირდება და ამისთვის 24 საათი არასაკმარისია, მაშინ მივყვეთ და განვიხილოთ თითოეული:

  • მოტივაცია –  ადამიანის შინაგანი ძალა და მუხტია, პირველი იმპულსი, რომლის საშუალებითაც დილაობით გაღვიძება, ლოგინიდან ფეხის გადმოდგმა და ახალი დღის დაწყება გიხარია.

თუ აქამდე ბიჰევიორიზმიის წარმომადგენლები თვლიდნენ, რომ პროდუქტიულობასა და მოტივაციი ზრდას “დასჯა-წახალისების” მეთოდი ზრდიდა, მინდა გითხრათ, Daniel H. Pink-მა თავის წიგნში Drive ყველა ეს პარადიგმა დაარღვია.

 “დღეს აქტუალურია მოტივაციის სამი ელემენტი: ავტონომიასურვილი, მართო საკუთარი ცხოვრება; დაოსტატებაუნარი, გახდე უკეთესი შენს საქმიანობაში; მიზანისწრაფვა, იყო რაღაც უფრო მნიშვნელოვანის შემადგენელი ნაწილი.” – ამბობს დენიელი. 

   არაფერი ისე არ აბედნიერებს და განაწყობს ადამიანს საქმისაკენ, როგორც საკუთარი ცხოვრების მართვის სურვილი, განვითარება და სასურველი მიზნისკენ სწრაფვა.

  • დროის მართვათუ დავუშვებთ, რომ ადამიანის სხეულიდან გამოვაძევებთ იქ არსებული ტემპერატურის 200 გრადუსს, სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზრდება ერთი ან ორი ასეული წლით, კიდევ გამოვაძევებთ და კიდევ გაიზრდება და. ა. შ. მაგრამ ერთი პირობით, დამიანის ფიზიკური და გონებრივი უნარი იქნებოდა ასევე, ორჯერ ნაკლები და იმის შექმნას, რასაც ანდომებს 100 წელი, მოუნდებოდა – 200 ან 300. ასე, რომ ადამიანს კვლავ დროის მიმართ ექნებოდა სამდურავი  (ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ენ­ციკ­ლო­პე­დია; ავ­ტო­რი: სო­ლო­მონ (ბიჭი) თე­ზე­ლიშ­ვი­ლი; გა­მომ­ცემ­ლობა: „თბილი­სი“ 2007).

  მსგავსი  დასკვნებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ღმერთის მიერ შექმნილი სამყაროს მოდელი იდეალურია. იმ ადამიანებისთვის კი, რომლებიც მუდამ წუწუნებენ დროის საკმარისობაარასაკმარისობასთან დაკავშირებით, ეს უბრალოდ მიზეზია.

და მაინც, როგორ ვმართოთ დრო ეფექტურად? ეფექტიანობა ისევე ეხება იმას, რასაც არ აკეთებთ, როგორც იმას, რასაც აკეთებთ.

 Pareto Principle-ის მიხედვით, რომელსაც სახელი იტალიელი ეკონომისტის Vilfredo Pareto-ს პატივსაცემად ეწოდა, თქვენ შეგიძლიათ საკუთარი ძალისხმევის 80% გამოიყენოთ, თუ კონცენტრირებას მოახდენთ თქვენი საქმიანობის ყველაზე ღირებულ 20%-ზე.

მაიკლ ქლეითონი, წიგნიდან როგორ ვმართოთ დრო გვთავაზობს საქმის შესასრულებლად სულ 5 არჩევანს.

  1. თუ შეგიძლიათ საქმე გააკეკოთ -გააკეთდება.                         
  2. თუ შეგიძლია საქმე სხვას გადასცე – გადაბარება.                            
  3. თუ შეგიძლია საქმის მოგვიანებით გაკეთება – გადადება.
  4. თუ შეგიძლია საქმის ნაწილის გაკეთება – შემცირება.
  5. თუ შეგიძლია საქმისთვის თავის დანებება – მიტოვება. 

   თუმცაყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის გადაწყვეტილების მიღებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმეს მხოლოდ დააყოვნებთ. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს მანამ, სანამ არ მოიფიქრებთ, შეგიძლიათ თუ არა მისი  გადაბარება, გადადება, შემცირება ან მიტოვებაშრომის პროდუქტიულობის გაზრდისა და საქმის მაღალ დონეზე შესრულებისთვის, პირველ ყოვლისა, საჭიროა მთავარ სამუშაოს გაღვიძებისთანავე შეუდგეთ. როგორც ცნობილი სპიკერი და გაყიდვების გურუ brian tracy ამბობს, უნდა ისწავლოთ, როგორ “შეჭამოთ ბაყაყი”.

  • მიზნების დასახვა – მიზანი არის ზუსტი საბოლოო შედეგი – ის, რისი მიღწევაც სურს ადამიანს. თუ აქამდე თქვენი მიზნები აბსტრაქტული იყო, დადგა დრო, რომ ისინი ხელშესახებ რეალობად აქციოთ. და ამისათვის შესანიშნავი ინსტრუმენტია S.M.A.R.T. მიზნები (სიტყვა SMART ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც “ჭკვიანური”, “გონივრული”) გამოგადგებათ. 

ამგვარად, მიზანი უნდა იყოს:

    Specific (სპეციფიკური

მიზნებმა და სტანდარტებმა  უნდა მოგცეთ იმის გაგების საშუალება, ზუსტად რა ქმედებების და შედეგის მიღწევას ელოდებით – ის საბოლოო შედეგი, რომლის მიღებაც გსურთ.

 Measurable (გაზომვადი

როდესაც შესაძლებელია, მიზნები და სტანდარტები დაფუძნებული უნდა იყოს რაოდენობრივ საზომებზე, როგორიცა რაოდენობა,  პროცენტი და პროპორცია,რომ გაიგოთ მიღწეულია თუ არა მიზანი.

   Achievable (მიღწევადი)  

მიზნები ან სტანდარტები უნდა იყოს მიღწევადი, მაგრამ მისი მიღწევა ასევე შესაძლებელი უნდა იყოს არსებული რესურსის გამოყენებით. მიზანი არ უნდა იყოს ისეთი დიდი, რომ გაშინებდეთ და არც ისეთი პატარა, რომ არ გაინტერესებდეთ.

  Relevant (რელევანტური

ინდივიდუალური მიზნები და სტანდარტები შესაბამისობაში უნდა იყოს სტრუქტურული ერთეულზე, მისიასა და სტრატეგიაზე.

  Timed (დროული

შედეგები მიღწეულ უნდა იქნეს დროის გარკვეულ პერიოდში. გამორიცხეთ  სიტყვები “ხვალ”, “ზეგ”, მომავალში”.  უპასუხეთ შემდეგ შეკითხვას: სად უნდა იყოთ 1, 2, 3 ან 5 წლის შემდეგ და რა უნდა გააკეთოთ ამისთვის დღეს?

 გახსოვდეთ, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა მეტისმეტი შრომა წარმატების გარდაუვალი პირობა იყო. თანამედროვე სამყაროში ეს ფენომენი პროდუქტიულობამ, მოქნილობამ და გონივრულად მუშაობამ ჩაანაცვლა.

სტატიის ავტორი გაყიდვების მენტორი და პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი: ხათუნა მდინარაძე

უფრო მეტის გასაგებად შემოგვიერთდით ჩვენს სივრცეში: Business Community (https://bit.ly/3beTGNE)