fbpx

როგორ ანვითარებს წიგნის კითხვა ბიზნეს იდეებს?

როგორ გვეხმარება კითხვა?

როგორ ანვითარებს წიგნის კითხვა ბიზნეს იდეებს?

1260 709 buymore.ge

  წიგნის კითხვის  უპირატესობაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მაგრამ დღეს იმ რამდენიმე ღირსებას  გაგიზიარებთ, რომელიც სწორედ იმაზეა ორიენტირებული თუ როგორ განვავითაროთ ჩვენი გონება ისე, რომ ამ  რესურსის წყალობით  იდეების გენერატორი  გახდეს. მაშ დავიწყოთ:

  • აზროვნების განვითარება

წიგნის კითხვის ძირითადი უპირატესობა – დადებითი ეფექტია, რომელიც ჩვენს აზროვნებაზე მოქმედებს. წიგნის კითხვისას, მეტად ვფიქრობ, ვკონცენტრირდებით დეტალებზე და ვსწავლობთ აზრის სწორად ჩამოყალიბების ფორმაციას.

  • სტრესის მოხსნა

ადამიანების უმეტესობისთვის წიგნის კითხვა სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა. განსაკუთრებით კარგია ძილის წინ ფანტასტიკის კითხვა.  ამ “თერაპიის” წყალობით მეორე დღეს თავს კიდევ უფრო კარგად და წარმატებით გაართმევთ საქმეს, სცადეთ, ეს ნამდვილად მუშაობს.

  • სიტყვათა მარაგის გამრავლება

როცა სხვადასხვა ჟანრის წიგნებს კითხულობთ, ისეთ სიტყვებს აწყდებით, რომლებსაც ყოველდღიურად სასაუბროდ არ იყენებთ. თუ რომელიმე სიტყვა უცხოა, ლექსიკონში მისი მოძებნა საჭირო სულაც არაა. ხანდახან ტერმინის გაგება წინადადების კონტექსტითა შეიძლება. ამრიგად, წიგნების კითხვა არა მარტო აუმჯობესებს სიტყვათა მარაგს, არამედ, ცოდნასაც აღრმავებს, რაც სამომავლო პრეზენტაციებსა თუ შეხვედრებისას აუცილებლად გამოგადგებათ. სასიამოვნო მოსაუბრე ყველგან სასურველი სტუმარია.

  • ალცგეიმერის დაავადებისგან თავის დაცვა

ბოლო კვლევების თანახმად კითხვა ტვინს დაავადებებისგან მართლაც იცავს. კითხვისას ტვინის აქტიურობა იზრდება, რაც დადებითად მოქმედებს მის მდგომარეობაზე, ანელებს დაბერების პროცესს და მას მუდმივად ფორმაში ამყოფებს, ჰო მართალია რომ ამბობენ: ტვინი კუნთია, ზუსტად ასე სჭირდება ვარჯიში.

  • თავდაჯერებულობის მომატება

წიგნის კითხვა თავდაჯერებულობას გმატებთ. როცა გარკვეული საკითხის ცოდნას ამჟღავნებთ, თვითნებურად თავდაჯერებულები ხდებით. ცოდნის გამომჟღავნება გარშემომყოფებზე დადებითად მოქმედებს და თვითშეფასებას გიმაღლებთ.

  • კრეატიული უნარის განვითარება

შემოქმედებით ადამიანს ერთდროულად რამდენიმე იდეის მოფიქრება შეუძლია. საიდან? წიგნებიდან. კითხვის დროს მრავალ იდეას იღებთ, რომელის შეგიძლიათ მოგვიანებით განახორციელოთ . არა ერთი შემთხვევა შეგვიძლია გავიხსენოთ,  კარგი ბიზნეს იდეა სწორედ  წიგნებში ნაპოვნი დეტალებით რომ  დაიბადა.

  • ძილის გაუმჯობესება

თუ ძილის წინ  რეგულარულად კითხულობთ, ორგანიზმი ამას მალე ეჩვევა და წიგნის კითხვა დაძინების ერთგვარ სიგნალად იქცევა. ამრიგად, არა მარტო იუმჯობესებთ ძილს, არამედ დილითაც კარგ განწყობაზე იღვიძებთ.

  • ტვინის მუშაობის გაუმჯობესება

კითხვის დროს, როგორც წესი უამრავ დეტალს წარმოვიდგენთ: პერსონაჟებს, მათ სამოსს, ათასგვარ ნივთებს. ასევე უამრავი რამის დამახსოვრება გვიწევს, რომ შინაარსი უკეთ გავიგოთ. ამგვარად კითხვა მეხსიერებასა და ლოგიკას ანვითარებს.

  • აუმჯობესებს კონცენტრაციას

კითხვისას, გარე ფაქტორების მიუხედავად, თხრობის აზრზე ვკონცენტრირდებით, რაც ნებისმიერი ბიზნესის წარმოებისას ძალიან საჭირო თვისებაა. კითხვა ობიექტურობასა და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება.