რიდე – გაზაფხული, რომელიც სულ შენთანაა

დამზადებულია საქართველოში

რიდე – გაზაფხული, რომელიც სულ შენთანაა

960 355 buymore.ge

რა საერთო აქვს ერთმანეთთან  ქართულ ორნამენტებს, ძველ  ქართულ ანბანს, ქართველი მხატვრების ილუსტრაციებს,  ისტორიულ პერსონაჟებს, ეთნო ელემენტებს, მინი მაუსს, ზღაპრის  ფერიებს,  კუბიზმს, თევზებს, აბსტრაქციულ ფორმებსა და საკურას ყვავილობას? – ეს ყველაფერი რიდე აბრეშუმის შარფებზე იწონებს თავს.  მსუბუქი აბრეშუმის თავსაბურავი ყველა სტილის, გემოვნების და ტემპერამენტის ადამიანისთვის განუყრელი მეგობარი და გარდერობის სრულუფლებიანი წევრია.

გარდერობი            რიდე ძველი ქართული სიტყვაა და ქართულად თავსაბურავს ნიშნავს, სახელის შერჩევაზე დიდხანს ვფიქრობდით,  მას  თან ბრენდის არსიც უნდა  გამოეხატა და თან ქართული სიტყვაც უნდა  ყოფილიყო. ბრენდის სახელის იდეა ჩემს მეგობარს მარიამ ბოლქვაძეს ეკუთვნის, მან შემომთავაზა, რომ ეს იდეალურად ერგებოდა ჩვენს ჩანაფიქრს და ასეც მოხდა. ასე დაიბადა რიდე, რომელიც დღეს არა მხოლოდ ორიგინალური სახელის გამო, არამედ პროდუქციის განხვავებულობის  მხრივ დიდ მოწონებას იმსახურებს.- აღნიშნავს ბრენდის ავტორი კესო გველესიანი.

კესო გველესიანი

თითეული  გრაფიკული დეტალი ექსკლუზიურია  და მას სხვა ბრენდის კოლექციაში  ვერ იპოვნით, მეტიც,  რიდე ცდილობს მუდმივად განახლებული  დიზაინი შესთავაზოს მომხმარებელს და ამით ჩვენი განსაკუთრებულობა კიდევ უფრო გამოხატოს.  ბრენდის  შექმნიდან შვიდი  თვე გავიდა, უკვე საკმაოდ გამოცდილი სტარტაპია, ზრდადი კომპანიის ნიშნებით,  რა თქმა უნდა განვითარების ეტაპზე ბევრი სირთულე შეხვდა და არსებულმა პოსტ კოვიდ  გარემოებებმა მასზეც იმოქმედა, მაგრამ, ეს არ გამხდარა  წარმოების შეჩერების მიზეზი,  სწორედ ამ რთულ პერიოდში გამოჩნდა თუ რამხელა სიყვარულს იმსახურებდნენ ისინი მოხმარებლის მხრიდან და ასევე როგორ მოქმედებდა მათი თითოეული პროდუქტი მფლობელის განწყობაზე.  ელექტრონული სახით პროდუქციის შეძენა მათთვის სირთულე არაა, როგორც წესი,  აღნიშნული ნივთი  ზუსტად ისევე გამოიყურება ფერების და ფორმის მხრივ როგორც ფოტოზეა ან პირიქით.

ქართული ღვინო

„თუ ეს საჩუქარი შენთან  აღმოჩნდა ეს ნიშნავს რომ განსაკუთრებულ საჩუქარს იმსახურებ. – ასე გესალმება რიდეს  თავსაბურავი  ორიგინალური შეფუთვიდან, დიახ სწორედ ასეა, თითეული მათგანი ისეთივე განსაკუთრებულია როგორც ჩვენ, ინდივიდუალური, სახასიათო, ფერადი, მიმზიდველი და დასამახსოვებელი.