fbpx

რატომ გვჭირდება ბრენდ სტრატეგია? #მარკეტინგისამბავი

ვიდეო რეკლამა

რატომ გვჭირდება ბრენდ სტრატეგია? #მარკეტინგისამბავი

1920 1080 buymore.ge

სულ უფრო კონკურენტუნარიანი, ემოციური, დატვირთული და ხმაურიანი ციფრული ყოველდღიურობის ფონზე, „ადგილის შესანარჩუნებლად მოთხოვნები იზრდება. ამიტომ, საჭიროა გამოირჩეოდეთ, როგორც ბრენდი. თქვენი ბრენდი არის ის ემოციური კავშირი, რომელიც მომხმარებელს აქვს თქვენს ბიზნესთან და ამ კავშირს ქმნის სახელი, ლოგო, სლოგანი, მისია, ვიზუალური იდენტობა, მარკეტინგი, რეკლამა და გამოცდილება. მაგრამ შედეგისთვის, მხოლოდ ბრენდის შექმნა არ არის საკმარისი. თქვენ ასევე უნდა მისცეთ ადამიანებს ფინანსური და ემოციური ინვესტიციის მიზეზი თქვენს ბრენდში. რაც იმას ნიშნავს, რომ დროა ახლავე დაფიქრდეთ ბრენდ სტრატეგიის შექმნაზე ან განახლებაზებრენდის სტრატეგიის შექმნა თქვენი, როგორც ადამიანი ბრენდის ან თქვენი კომპანიის იდენტობის შეფასებით იწყება.  იდენტობა გულისხმობს ხედვის (რატომ არსებობს თქვენი კომპანია) მისიის (რას აკეთებს თქვენი კომპანია) და ღირებულებების (როგორ აკეთებთ თქვენს საქმეს) განსაზღვრას.

   ბაზრის კვლევა – მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან ის გეხმარებათ იმის  დაადგენაში, არის თუ არა თქვენ მიერ შეთავაზებული პროდუქტი, სერვისი ან მომსახურება სიცოცხლისუნარიანი. უახლესი კვლევების მიხედვით, ბევრი სტარტაპი გამოჩენასაც ვერ ასწრებს რომ ბაზრიდან „ქრება“, რადგან ის, რისი გაყიდვაც უნდოდათ მიზნობრივი აუდიტორიისთვის არც საინტერესოა და არც საჭირო. ბაზრის წინასწარი მოკვლევით ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებაც შეგიძლიათ.

   კონკურენტების ანალიზი – საკმაოდ გრძელი და შრომატევადი პროცესია, რადგან გიწევს შენს ნიშაში „მოღვაწე“ ყველა კონკურენტის შესწავლა. როგორ პოზიციონირებენ, როგორ წარმოადგენენ საკუთარ პროდუქტს ან მომსახურებას, რა ძლიერი მხარეები აქვთ, რა არის მათი სუსტი მხარეები, როგორ აწვდიან ინფორმაციას მომხმარებელს, რა სიხშირით იყენებენ სოციალურ ქსელებს, როგორია მათი სამუშაო დღე, რომელ ტელევიზიებში მიდიან ინტერვიუსთვის, სად ისვენებენ, ჩაცმის როგორი სტილი აქვთ, ვის უწევენ მენტორობას და ა.შ ისიც კი უნდა იცოდეთ, თქვენი კონკურენტი დილით რომელ საათზე დგება.

      მიზნობრივი აუდიტორიის რუკაშესაძლებლობას გაძლევთ განსაზღვროთ თქვენი მომავალი მომხმარებლის პორტრეტი და შედგება 5 პარამეტრისგან:

  1. გეოლოკაცია – სად ცხოვრობს, სად მუშაობს თქვენი მომხმარებელი
  2. დემოგრაფიული მონაცემები – ასაკი, სქესი, ოჯახური მდგომარეობა და ა.შ
  3. ოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლები – რა თანხა აქვს, რაში და რამდენის დახარჯვა უნდა
  4. ფსიქოლოგიური სეგმენტაცია – ფსიქიკური მახასიათებლების შესწავლა
  5. ქცევითი ფაქტორები – რა უყვარს, რა მოსწონს და ა.შ

აუდიტორიის რუკა დაგეხმარებათ შექმნათ სწორი საკომუნიკაციო სისტემა, რომელიც პოტენციურ კლიენტს მოიზიდავს. განსაზღვრეთ რა პრობლემები აქვს თქვენს მიზნობრივ მომხმარებელს და როგორ დაეხმარება/გადაუჭრის თქვენი პროდუქტი ან მომსახურება მას ამ პრობლემას. თქვენი სამიზნე აუდიტორიის პოვნის საუკეთესო გზაა ჯერ იფიქროთ კონკრეტულ საჭიროებებზე, რასაც თქვენი პროდუქტი ან მომსახურება აკმაყოფილებს. მნიშვნელოვანია, დადგინდეს ტკივილის წერტილი და შემდეგ დადგინდეს, ვის აქვს ტკივილის წერტილები.

        კომუნიკაციადღეს „ციფრული მომხმარებელი“ განებივრებულია არჩევანის მრავალფეროვნებით და მისი გაკვირვება ან დაინტერესება პროდუქტის ინოვაციით ან ხარისხით რთულია. შესაძლოა კომპანიას საუკეთესო და ნამდვილად გამორჩეული მომსახურება ჰქონდეს, მაგრამ თუკი ის ვერ შეძლებს ამ მომსახურების სწორად მიწოდებას ან შეუმჩნეველი დარჩება ან უბრალოდ გადარჩენას ვერ შეძლებს. ამიტომ, საჭიროა ჯანსაღი და ეფექტური კომუნიკაცია მომხმარებელთან. შედეგის მისაღებად კი, უკვე ციფრულ საკომუნიკაციო საშუალებებს მიმართავენ, ვინაიდან ცხოვრება გახდა „DIGITAL“.

ბრენდის სტრატეგიის შემუშავება დაგეხმარებათ არა მხოლოდ თავიდან აიცილოთ შეცდომები და მოსალოდნელი საფრთხეები, არამედ იყოთ უკონკურენტო თქვენს ნიშაში, მუდმივად ვითარდებოდეთ, გქონდეთ საუკეთეო მომსახურება, გყავდეთ მომხმარებელთა უწყვეტი ნაკადი, თქვენზე  საუბრობდნენ და რაც მთავარია, დაზოგოთ დრო და ფული.

ავტორი: ეთო ბიქოშვილი

როგორ შევინარჩუნოთ მომხმარებელი კორონავირუსის პანდემიის რეალობაში? #რეკლამისამბავი
2560 1440 buymore.ge