fbpx

რატომ სჭირდება ბიზნესს სოციალური ქსელები?

ციფრული ბიზნეს ჟურნალი

რატომ სჭირდება ბიზნესს სოციალური ქსელები?

1260 709 buymore.ge

ციფრული მარკეტინგი, ინტერნეტ მარკეტინგი, სოციალურ მედია მარკეტინგი და თავად მარკეტერი ! სახელწოდებები მრავლად გვაქვს, მაგრამ რეალურად რაში მდგომარეობს მისი არსი და მნიშვნელობა და რატომ არის  მისი არსებობა ბიზნესითვის მნიშვნელოვანი?

ბოლო პერიოდში მოთხოვნა  გაიზარდა ისეთ  კადრებზე როოგორიცაა:  სოციალურ მედია მენეჯერი (SMM) და საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის სპეციალისტი (SEO) და ციფრული მარკეტერი,  ედვერტაიზერი, ციფრული სტრატეგოსი.  ეს პროფესიები უფრო აქტუალური ხდება  და რატომ? თუ მანამდე ჩვენი ბიზნესი თავის თავს ყიდდა ლამაზი ფასადით, ახლა უკვე შესაძლებელია კლიენტი დაკარგოთ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენმა თანამშრომელმა დროზე ადრე არ მიაწოდა მათ კითხვაზე პასუხი სოციალურ ქსელში, ან სულაც Google Map -ზე ვერ გიპოვათ მხოლოდ იმიტომ, რომ 15 წუთი არ დათმეთ დრო იმისათვის, რომ თქვენი ბიზნესი რუკაზე აგეღნიშნათ. შესაბასად ეს  პროფესიები იმისთვის არის საჭირო  რომ ონლაინ სივრცეში  თქვენი ბიზნესი სრულად და სწორად იყოს წარმოდგენილი. მხოლოდ კონსულტანტის და ადმინისტრატორის იმედად კომპანია ვერ გახდება  ინტერესის ობიექტი.

გილოცავთ მეგობრებო ! ჩვენ 21 საუკუნეში ვართ, სადაც თქვენი მომხიბვლელი შენობის “Engagement” -ი 0-ის ტოლია, რადგან კლიენტი თქვენამდე არ მოდის ინტერნეტ სივრცეში თქვენი ბიზნესის ან არყოფნის ან მოუწესრიგებლობის გამო.

აი,  სწორედ ამისთვის არის საჭირო ინტერნეტ მარკეტინგი, რადგან ვუახლოვდებით იმ ნიშნულს, სადაც მის გარეშე უკვე შესაძლოა ჩვენი ბიზნესი ჩაიძიროს, ამიტომ ჩვენ უნდა ვადაპტირდეთ და ვიმუშაოთ მის გადასარჩენად, ამ  მრავალფეროვანი და დიდი მასშტაბის მქონდე  შესაძლებლობის გამოყენებით.

თუ რამოდენიმე წლის წინ ციფრული მარკეტინგი მხოლოდ  ღილაკზე  ერთი კლიკი იყო და ყველაფერი კარგად და მშვიდად მიმდინარეობდა, ახლა მივედით იმ ნიშნულამდე, სადაც გვჭირდება, როგორც კრეატიული აზროვნება, რომ კარგი მასალა შევქმნათ სარეკლამოდ, ასევე გვჭირდება ტექნიკური ცოდნა, რომ ეს კონტენტი სწორად გავარეკლამოთ. ერთმანეთის გარეშე ეს ორი რამ შემდეგნაირად იმუშავებს: მომხიბვლელი კონტენტი პოტენციურ კლიენტს ვერ იხილავს, ხოლო სწორად გაშვებული შეუხედავი კონტენტი, პოტენციურ კლიენტს ვერ მოხიბლავს.

ჩვენს ხელთ ამჟამად არის შემდეგი ციფრული მარკეტინგის პლატფორმები: Facebook, Instagram, Linkedin, YouTube, Pinterest, Twitter, TikTok, Google (Adwords, SEO), თითოეულ მათგანს თავისი მიზანი, სპეციფიკა და აუდიტორია ყავს, სადაც ჩვენ სწორი მიმართულებით უნდა ჩავერთოთ, რომ ადგილი დავიკავოთ მათ რიგებში.

მოდით განვიხილოთ რამოდენიმე მათგანი, რომელიც ჩემის აზრით, თავისი მულტიმედია შესაძლებლობებით, ბიზნესის ვირტუალურ მარკეტ ფლეისად შესანიშნავი საშუალებაა.

Facebook, Instagram – სოციუმი, როგორც სამიზნე აუდიტორია.

Facebook -ი და Instagram -ი პლატფორმები, რომლებმაც სრულად შეცვალეს და დასაბამი მისცეს სოციალური ქსელების პოპულარიზაციას . Facebook -ის მთელი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ აქვს საკმაოდ კომპლექსური სარეკლამო მენეჯერი (Business Manager), რომელიც საშუალებას გვაძლევს  მულტიმედია კონტენტი სწორად და კონკრეტულად მივაწოდოთ  ჩვენს პოტენციურ კლიენტს, მაგრამ დააკვირდით წინადადებას, ის საშუალებას გვაძლევს, მაგრამ ეს  არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთი კლიკით მივაღწევთ მიზანს. ამისთვის  შეიქმნა ახალი სარეკლამო პლატფორმა Business Manager ინსტრუმენტის ქვეშ, რომელსაც შეუნარჩუნა ძველი სახელი: Ads Manager -ი,  რის საშუალებითაც გარკვეული ჩარევებით შეგვიძლია უკვე  სწორი მიმართულების მქონე რეკლამების გაშვება, მაგრამ ეს ყველაფერი არა:  Facebook -ის ბოლო მიზანს წარმოადგენს, რომ მათი სოციალური ქსელი იყოს სუფთა არა რელევანტური და მცდარი სიახლეებისგან, ასევე, არასწორად გარეკლამებული და არასწორად აწყობილი კონტენტისგან, რის გამოც მათ გადაწყვიტეს, რომ შემოეღოთ გარკვეული წესები, რომლის არ დაცვითაც მხოლოდ ჩვენ დაგვაკლდება !

შეზღუდვებზე, რომ მოკლედ მოგახსენოთ მდგომარეობს იმაში, რომ Facebook -ს სურს შეინარჩუნოს თავისი მომხმარებელი სოციალურ ქსელში, მაგრამ ბოლო სტატისტიკა აჩვენებს შემდეგს: სოციალური ქსელ Facebook -ის აპლიკაცია მსოფლიოში მხოლოდ 1.7 მილიარდ ადამიანის აქვს ხოლო მესენჯერის აპლიკაცია მხოლოდ 2.7 მილიარდ ადამიანს, ციფრები თავსებადი არ იყო, კვლევის თანახმად გამოვლინდა, რომ ადამიანების უმეტესობამ წაშალა სოციალური ქსელის აპლიკაცია, რადგან ისინი გავიდნენ სოციალური ქსელის დეტოქსზე, რაც ნიშნავს, რომ მათთვის მოსაბეზრებელი გახდა ცრუ ნიუსების კითხვა და შეუხედავი და ცუდი კონტენტის თვალიერება, რაშიც ამ მხრივ საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევს სოციალური ქსელი Linkedin.

  ამდენად მნიშნველოვანია რა ფორმით და როგორი საკომუნიკაციო ენით უკავშირდებით თქვენ მომხმარებელს სოციალური ქსელიდან რა ხარისხის ინფორმაციას სთავაზობთ მას, რამდენად სწრაფი, მარტივი  და ღირებულია. ეს  ახასიათებს არა მხოლოდ თქვენს კომპანიას მომხმარებლის თვალში, არამედ აპლიკაციის მხრივაც გეძლევათ დაწინაურების საშუალება რაც იმაში გამოიხატება რომ თქვენი დასპონსრებული რეკლამა ნაკლები ღირებულებით მიწვდება უფრო მეტ აუდიტორიას და გაიზრდება ჩართულობის კოეფიციენტი. თქვენი ბიზნესი სანდოა პლატფორმის ბაზისთვის, სანდო და საინტერესო.  უხარისხოდ გაშვებულ რეკლამას, ჩარევის და ოპტიმიზაციის გარეშე უბრალოდ გათიშავს ჩვენი თანხმობის გარეშე რაც დამეთანხმეთ ბიზნესისთვის ზედმეტი ხარჯია.  Facebook –  ითავსებს შემდეგ ფუნქციებს: არის  თქვენი ონლაინ საკომუნიკაციო არხი, მაღაზია, გალერეა და ცხელი ხაზის მენეჯერიც – ამიტომ არ ღირს ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება.

   Linkedin –  კავშირები მნიშვნელოვანია 

ერთ-ერთი საინტერესო პლატფორმა, მოცემული სოციალური ქსელი დღესდღეობით იმყოფება იმ ეტაპზე, რომელზეც 2012 წელს იყო პლატფორმა Facebook -ი და ასევე არ უშვებს იმ შეცდომებს რაც მოცემულ დროში Facebook -მა დაუშვა.  Linkedin გამოირჩევა მისი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და მარკეტერებისთვის ხელსაყრელი ალგორითმით, რომელიც საშუალებას გვაძლევს ინფორმაცია გავავრცელოთ, მარტივად და, რაც მთავარია, სწრაფად, რამოდენიმე კლიკის საშუალებით, მაგრამ ამავდროულად აქვს საკმაოდ ძვირადღირებული და კოპლექსური Ads Manager -ი, როგორიც Facebook -ს ქონდა 2012 წელს Power Editor -ის სახელწოდებით.

მოცემულმა სოციალურმა ქსელმა სახელი გაითქვა იმით, რომ ბევრ ფუნქციონალს იღებს დისტანციური სამუშაოს პლატფორმებისგან, როგორიც არის Freelancer.com და Upwork.com -ი ფუნქციონალში ვგულისხმობ იმას, რომ Linkedin ორიენტირებულია მომხმარებლებს მოაძებნინოს საჭირო ადამიანები, კომპანიებს მოაძებნინოს  საჭირო თანამშრომლები და ბიზნესმენები შეახვედროს ერთმანეთს ზუსტი მიზნისთვის და, რაც მთავარია, მომხმარებლებსმიაწოდოს  მათთვის შესაბამის ვაკანსია, რაც მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ კარგად მუშაობს.

Linkedin გამოირჩევა იმით, რომ არის პლატფორმა სადაც სიახლეები  შეზღუდული და დაბალანსებული რაოდენობითაა, რაც მომხმარებლისთვის საკმაოდ კომფორტულია, რომ გადახედოს მისთვის საინტერესო და ტრენდულ ინფორმაციას.

მოდით შევაჯამოთ არსებული სოციალური ქსელი, მისი ძლიერი მხარე არის: რელევანტური პოსტები, ზუსტი თარგეთირება ინფორმაციის, მომხმარებელთა შეზღუდული რაოდენობა (საქართველოდან მხოლოდ 30,000 ადამიანი იყო რეგისტრირებული და ტენდენცია იმატებს ნელი ტემპით) და, რაც მთავარია, ყველა სხვა სოციალურ ქსელთან შედარებით, მარტივი და სწრაფი ალგორითმი სიახლეების გასავრცელებლად, სადაც საბოლოო ჯამში თავს იყრიან ადამიანები, ვისაც სურთ ახალი სამსახურის მოძიება, პარტნიორის მოძიება და კომპანიას თანამშრომლის მოძიება.

#მარკეტინგისციფრულიამბავი

ციფრული მარკეტერი:  ალექსანდრე ჩომახიძე 

თუ თქვენი ბიზნესი ინტერნეტში არ არის, ესე იგი თქვენ უკვე წააგეთ
1260 709 buymore.ge
როგორ გავხდეთ სოციალური მედიის მენეჯერი (SMM) ანუ კომპანიის მთავარი კადრი?
1260 709 buymore.ge