fbpx

რატომ არის მნიშვნელოვანი ბრენდის პიროვნული მახასიათებელი? #ბიზნესამბავი

ბრენდინგი

რატომ არის მნიშვნელოვანი ბრენდის პიროვნული მახასიათებელი? #ბიზნესამბავი

1920 1080 buymore.ge

 

   ჩვენ ვცხოვრობთ „ადამინი ბრენდი“-ს ეპოქაში და ყოველ დღე უფრო მეტი ბრენდი იძენს პიროვნულ მახასიათებლებს. ეს იმიტომ, რომ მომხმარებელი უფრო ხშირად ყიდულობს ბრენდს, რომელიც ახლოს არის მის პიროვნებასთან.

ბრენდის პიროვნება ეხმარება ორგანიზაციას/კომპანიას ჩამოაყალიბოს ხალხის დამოკიდებულება მისი პროდუქტის, მომსახურების, შეთავაზების ან მისიის მიმართ. ბრენდის პიროვნული მახასიათებლები  იწვევს ემოციურ რეაგირებას კონკრეტულ სამომხმარებლო სეგმენტში, რასაც კომპანიისთვის მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს.

არსებობს ბრენდის პიროვნების ხუთი ძირითადი ტიპი:

  1. Competence (კომპეტენცია) – წარმატებული, გავლენიანი, ის ლიდერია, დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში, აქვს დიდი ხნის გამოცდილება.
  2. Sophistication (დახვეწილობა) – ელეგანტური, მიმზიდველი, გამორჩეული, პრესტიჟული და ზოგჯერ პრეტენზიულიც კი.
  3. Excitement (მღელვარება) – უდარდელი, ანცი, მოუსვენარი და ახალგაზრდული.
  4. Sincerity (გულწრფელობა) – სიკეთე, ადამიანური ფასეულობების გააზრება და ოჯახის ღირებულებებზე ორიენტირება.
  5. Ruggedness (უხეშობა) – მკაცრი, თავდაჯერებული, მონდომებული და სპორტული.

ძვირადღირებული ბრენდები, როგორიცაა DOVE და ALFA ROMEO დახვეწილობისკენ ისწრაფვიან. მათი ბრენდის პიროვნება ყურადღებას ამახვილებს მაღალი კლასის, გლამურულ და ტრენდულ ცხოვრების წესზე, რომელიც იზიდავს მომხმარებელთა მაღალ კლასს. არის ელეგანტური. მიზანმიმართულია ხელი შეუწყოს ადამიანებში თვითშეფასების ამაღლებას. ბრენდი „აფასებს“ ყველაფერს რაც მშვენიერი და ხარისხიანია.

       ბოლო რამდენიმე წელია საქართველოშიც გვხვდება ბრენდები, რომლებსაც აქვთ საკუთარი პიროვნული მახასიათებლები.

  ქართული წვენები „კულა“ – წარმოადგენს ბრენდს, რომელიც არის წარმატებული და გავლენიანი ბაზარზე, რაც მათი გაყიდვადობის მუდმივ რეჟიმში ზრდასა და ფართო აუდიტორიის მოზიდვაში გამოიხატება. ბრენდის პიროვნული მახასიათებელი კომპეტენციაა. „კულას“ პროდუქცია ექსპორტზე გადის მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ისეთ მოწინავე ქვეყნებში, როგორიცაა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, გერმანია, საფრანგეთი. „ოქროს ბრენდი 2013“-ის დაჯილდოებაზე კომპანია გამარჯვებული გახდა და მოიპოვა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მწარმოებლის სახელი. დღემდე „კულა“ ნატურალური წვენების წარმოებაში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა.

 

 გურიელი  „გურიელი“ – ჩაი ოჯახურ სითბოსთან და სიმყუდროვესთან ასოცირდება. შესაბამისად  „გურიელს“ პიროვნულ მახასიათებლებს შორის უკავია გულწრფელობის ადგილი. ეს ბრენდი მუდმივად ორიენტირებულია იმაზე, რომ მომხმარებელმა მათი პროდუქტის დაგემოვნებისას გაიხსენოს ან შექმნას მყუდრო, მშვიდი, სასიამოვნო, თბილი და ოჯახური გარემო. ეკოლოგიურად სუფთა, გამორჩეული გემო, მრავალი სასარგებლო თვისება, ექსკლუზიური შეფუთვა – ეს ყველაფერი გახდა მიზეზი იმისა, რომ ბრენდმა უმოკლეს დროში მოიპოვა მომხმარებლის აღიარება და სიყვარული. აღსანიშნავია, რომ პროდუქციის დამზადებისას კომპანიაში არ იყენებენ ქიმიურ დანამატებს, კონსერვანტებს, ემულგატორებსა და საღებავებს, რის გამოც „გურიელი“ დიდი მოწონებით სარგებლობს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

 

    ბადაგონი „ბადაგონი“ – არის ბრენდი, რომელიც ღვინის წარმოების ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟულია, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ ბრენდის პიროვნული მახასიათებელი დახვეწილობაა. ის არაერთხელ დასახელდა საუკეთესო ქართულ ღვინოდ. ლონდონის სამეფო ოპერის თეატრში, კოვენტ გარდენზე, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული კონკურსის, „დეკანტერის“ გამარჯვებულად სწორედ ღვინო “ბადაგონი” დასახელდა და მის მწარმოებლებს ჟიურის უმაღლესი ჯილდო – გრან-პრი გადასცეს. „ბადაგონი“ ევროპის საუკეთესო წითელი ღვინოების ასეულში შევიდა, რითაც კიდევ ერთხელ გაუთქვა სახელი ქართული ღვინის ინდუსტრიას.

ზედაზენი

 

„ზედაზენი“-ს პიროვნულ მახასიათებლად შეიძლება ჩაითვალოს „უხეშობა“, რადგან ის არის ლიდერი ბაზარზე და არც მალავს საკუთარ ლიდერობას, რაც მომხმარებელს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის არის ერთ-ერთი (თუ არა, ერთადერთი) საუკეთესო ლუდი. ბრენდი მსოფლიოს 22 ქვეყანაშია  წარმოდგენილი.

 

ლავაშური „ლავაშური“ – სწრაფი კვების ობიექტების ქსელია. ბრენდის პიროვნული მახასიათებელი კი, „მღელვარებაა“. რადგან უმეტესად იქ შედიან ახალგაზარდა მომხმარებლები, თინეიჯერები, რომელთათვისაც ეს პიროვნული მახასიათებელია მნიშვნელოვანი. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ზუსტად განსაზღვროს საკუთარი ბრენდის ხასიათი. სწორად განსაზღვრული ბრენდის პიროვნულობა იწვევს კომპანიის/ორგანიზაციის კაპიტალის გაზრდას და განსაზღვრავს ბრენდის მდგომარეობას ბაზარზე. ეს არის  ნებისმიერი წარმატებული მარკეტინგული კამპანიის ძირითადი ფაქტორი.

 

 

სტატიის ავტორი: ეთო ბიქოშვილი