fbpx

რატომ არის მარკეტინგული სტრატეგია 7 P საუკეთესო ? #მარკეტინგისამბავი

buy more

რატომ არის მარკეტინგული სტრატეგია 7 P საუკეთესო ? #მარკეტინგისამბავი

1920 1080 buymore.ge

   ,,პროდუქტისთვის კი არ უნდა ეძებდეთ კლიენტს, არამედ კლიენტისთვის პროდუქტს” – სეტ გოდინი

მარკეტინგული სტრატეგიის ჯაჭვში მომხმარებელი ყველაზე მსხვილი და მსუყე ფიგურაა, რადგან ის ,,მყიდველია“. ამიტომ, ციფრული ერის წარმატებული მარკეტერები სამოქმედო სტრატეგიის შექმნისას მომხმარებელს მარკეტინგული გეგმის ცენტრში აყენებენ.

მარკეტინგი მხოლოდ რეკლამირება აღარაა, ესაა მომხმარებელთან უწყვეტი კომუნიკაციის პროცესი, რომელიც უამრავ ელემენტს მოიცავს. დღეს მომხმარებელს აღარ სურს კომპანიისგან მხოლოდ პროდუქტი იყიდოს, მას სჭირდება საკუთარი პრობლემის გადაჭრა და ასევე, გაიგონ სასურველი პროდუქტის ღირებულება, ფასი და გამოთვალონ სარგებელიც. დღევანდელ მომხმარებელს აღარ აკმაყოფილებს ორგანიზაციასთან მოკლე ორმხრივი ურთიერთობა,  სურს გრძელვადიანი და მრავალფეროვანი კუმუნიკაცია. სწორედ ამიტომ, ციფრულმა მარკეტერებმა შეიმუშავეს ახალი მარკეტინგული სტრატეგია – SAVE (Solution, Access, Value, Education) რომელიც მთლიანად მომხმარებლის ინტერესებზე, მოთხოვნილებებსა და საჭიროებებზეა მორგებული.

SAVE ტრადიციული 7P (Product, Place, Price, Promotion) მარკეტინგული მოდელის მსგავსია. ოთხი P-ს მოდელი ასახავს კომპანიაზე ორიენტირებული ფიქრის მეთოდს და წყვეტს იმას, თუ როგორი კომუნიკაცია ექნება ბიზნესს მომხმარებლებთან. მაგრამ მისგან იმით განსხვავდება, რომ მომხმარებელი სტრატეგიის ცენტრში დგას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ7P მოდელი აღარ გამოვიყენოთ. პირიქით, ისინი კვლავ სტრატეგიის გადამწყვეტი ელემენტებია. თუ გვინდა, რომ ჩვენი მარკეტინგული სტრატეგია წარმატებული და შედეგიანი იყოს, 4P SAVE-ის საფუძვლად უნდა ვაქციოთ.

7P-ის მსგავსად SAVE შედგება ოთხი კომპონენტისგან. თუ 7P ფოკუსირდება პროდუქტზე და მომსახურებაზე, SAVE-ის მარკეტინგული ჩარჩო კი აფართოებს მომხმარებლის ყურადღებას, იკვლევს საჭიროებებს და სთავაზობს პრობლემის გადაჭრის გზებებს.

ახალი მარკეტინგული სტრატეგიის მიხედვით:

  • Product  პროდუქტი  ხდება Solution (გამოსავალი) – თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი პროდუქტის გასაყიდად. იშრომოთ სანამ ,,ყურებამდე არ გალურჯდებით”, მაგრამ მომხმარებელს საერთოდ არ აინტერესებს თქვენი პროდუქტი გასაოცარი თვისებებით. თუ ვერ ხედავენ, როგორ გადაჭრის ეს თვისებები მათ პრობლემებს.
  • Place  ადგილი ხდება Access (წვდომა) – დღეს ყველაფერი გაციფრულდა. წავიდა ის დრო, როცა კომპანიასა და მომხმარებელს შორის კომუნიკაციის ერთადერთი გზა ტელეფონი იყო. ახლა ადამიანებს ყველა საკომუნიკაციო არხზე წვდომა შეუძლიათ. ონლაინ ბიზნესი უსწრაფესად ვითარდება. ამიტომ, ახლა იმაზე უნდა იფიქროთ, თუ როგორ გაუმარტივოთ მომხმარებელს პროდუქტზე წვდომა და შეუქმნათ უწყვეტი წვდომის შესაძლებლობა. ამაში კი, იმეილ მარკეტინგის და სოციალური მედიის ეფექტური მართვა დაგეხმარებათ.
  • Price ფასი ხდება Value (ღირებულება) – ცხადია, თქვენს მომხმარებელს სურს იცოდეს, რა ჯდება თქვენი მომსახურება. ამიტომ, მარკეტინგული გეგმის შემუშავებისას სწორად უნდა განსაზღვროთ ფასები. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ ფასზე ფოკუსირება უშედეგოა და შეიძლება მომხმარებლის დაკარგვის მიზეზიც გახდეს.

    ფული სუბიექტური რამ არის. ის, რაც ერთი ადამიანისთვის იაფია, შეიძლება სხვისთვის ძვირი იყოს. გარდა ამისა, თქვენ ვერ შეძლებთ შეთავაზოთ თქვენს კონკურენტებთან შედარებით დაბალი ფასები, რადგან არც ეს იქნება წარმატებული შედეგის მომტანი. რა უნდა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში? SAVE მარკეტინგული ჩარჩო გვთავაზობს მომხმარებელს დავანახოთ ჩვენი პროდუქტის ღირებულება. მომხმარებელს ავუხსნათ, რატომ არის ის მისთვის საჭირო. რით განსხვავდება სხვებისგან. დავანახოთ პროდუქტის არა ფასი, არამედ ღირებულება, რომლის დახმარებითაც ის პრობლემას გადაჭრის და იტყვის: ,,დიახ, მე ეს მჭირდება!” როდესაც მომხმარებლები გაიაზრებენ და დაინახავენ თქვენი პროდუქტის ან მომსახურების ღირებულებას, ისინი ,,იყიდიან” და შესაძლოა უფრო მეტიც გადაგიხადონ (მაშინაც კი, თუ თქვენი ფასი უფრო მაღალია, ვიდრე თქვენი კონკურენტის) ამ გზით, აღქმული ღირებულება ,,აფასებს” ფასს ყოველ ჯერზე.

  • Promotionდაწინაურება ხდება Education (განათლება) – რამდენიმე წლის წინ საგაზეთო და სატელევიზიო რეკლამები ყიდდა პროდუქტს. დღეს ინტერნეტი უფრო მეტს ყიდის. შეიცვალა არა მხოლოდ რეკლამის განთავსების არეალი, არამედ მომხმარებელთა მოთხოვნილებებიც. თუ ადამიანი ხედავს, რომ კომპანია ცდილობს რაღაც მიყიდოს, ეგრევე აიგნორებს კომპანიასაც და მის პროდუქტსაც. ე.წ ,,წმინდა რეკლამების“ დრო წავიდა. უბრალოდ აღარ მუშაობს, რადგან ადამიანებს აღარ უნდათ. მათში ინტერესს აღარ იწვევს. ამიტომ, SAVE-ის ინიციატორები მოუწოდებენ კომპანიებს სარეკლამო აზროვნებიდან გადავიდნენ საგანმანათლებლო აზროვნებაზე. იმის ნაცვლად, რომ ვთქვა ,,იყიდე ჩვენი პროდუქტი“, SAVE მთავაზობს ვთქვა: ,,ჩვენ გვინდა დაგეხმაროთ ჩვენი პროდუქტით.“ ასე მომხმარებელს უჩნდება ინტერესი და ნდობა. ასე რომ, მოუსმიმეთ თქვენს მომხმარებელს, გაიცანით ის, გაუგეთ მას და დაეხმარეთ!
  • People –  ხალხი ანუ გუნდი,  ვინც ქმნის კომპანიას, დაწყებული გენერალური მენეჯერიდან ვიდრე  გაყიდვების მენეჯერამდე, ყველა პოზიცია, თავისი დანიშნულებით  კომპანიის ნაწილია და წარმოადგენს მის სარეკლამო სახეს.   გარდა ამისა, მათი სწორად შერჩევა და დავალებების დელეგირება  მნიშვნელოვანია კომპანიის  განვითარებისთვის.
  • Processes –  პროცესი    კომუნიკაცია, მიწოდება, შეფუთვა, ეს ყველაფერი მომხმარებლის და ბრენდის კომუნიკაციის ნაწილია და სწორედ ეს კომფორტი ქმნის მის ხანგრძლივი დაკავშირების სურვილს.  იქნებ სწორედ ამ სასიამოვნო დამოკიდებულებისთვის იხდის ფულს? იქნებ ეს  მოსწონს თქვენში? გახადეთ  ეს თქვენს უპირატესობად.
  • Physical Evidence – ფიზიკური მტკიცებულება   ყველა ბიზნესს აქვს ფიზუკური მტკიცებულება, ამაში გარე რეკლამა და ოფისი არ შედის, ეს  პრომო  პროდუქციაა, ე.წ  ბრენდირებული აქსესუარები, რომელსაც მომხამრებელი მოწონების გამოსახატავად ატარებს, ხოლო ბრენდისთვს უფასო რეკლამაა, რომელიც ამავდროულად სასიამოვნო ემოციებს იწვევს.

7P არ არის საკმარისი შედეგისთვის. ახალი მარკეტინგული სტრატეგია – SAVE შესაძლებლობას გაძლევთ უფრო ეფექტურად გაუმკლავდეთ თქვენს მარკეტინგულ მიზნებს ციფრულ სამყაროში. უკეთ შეძლოთ მომხმარებლის საჭიროების და სურვილების იდენტიფიცირება, წინასწარ განსაზღვრა და მათი დაკმაყოფილება განავითაროთ ბიზნესი, გაზარდოთ მომხმარებელთა რაოდენობა და გაყიდოთ უფრო მეტი, ვიდრე დღეს.

ეთო ბექოშვილი