fbpx

რატომ არ არის სასურველი ლაიკერები/ფოლოვერების შეძენა? #ციფრულიამბავი

სოციალური მედია

რატომ არ არის სასურველი ლაიკერები/ფოლოვერების შეძენა? #ციფრულიამბავი

626 417 buymore.ge

თქვენი აზრით, რატომ არ არის სასურველი შევიძინოთ Facebook გვერდის ლაიქები, Instagram გვერდის ფოლოვერები ან თუნდაც რატომ არ არის კარგი შევიძინოთ გვერდი რომელსაც 100,000 მეტი ლაიქი აქვს და შემდგომ ჩვენთვის სასურველი სახელი გადაარქვეს და გადმოგვცეს ჩვენ სამუშაოდ ?!

საქართველოში და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში ხშირად შემხვედრია სტარტაპები და კომპანიები,  თუნდაც ინდივიდუალური სოციალური მედია მენეჯერები, რომლებიც   ამ სერვისს ხშირად იყენებენ,  ზოგჯერ ეს სერვისი პირველ ეტაპზე უფასოა, ხოლო შემდგომ დაახლოებით 5$-დან იწყება, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენს პოსტზე ან სოციალური ქსელის გვერდზე მოვიზიდოთ ძალიან ბევრი “ლაიქი”, რაც ერთი შეხედვით ძალიან კარგია და სასიამოვნო როდესაც არ გვიწევს ამხელა გზის გამოვლა და ერთი კლიკით და რაც მთავარია მინიმალური დანახარჯით ვღებულობთ დიდი რაოდენობით ლაიქებს, მაგრამ სამწუხაროდ ამ ყველაფრის უკან იმალება ერთი ამავდროულად ცუდი და არც ისეთი კარგი ამბავი, რომელიც სამომავლოდ წარმოაჩენს თავს გვერდის მუშაობის პროცესში.

მოდით დავიწყოთ სულ თავიდან, მაგალითად შევქმენით გვერდი, გვაქვს სტარტაპი და მივყვებით ყველაფერს ეტაპობრივად:

როდესაც ჩვენ ფეისბუქ გვერდს ვქმნით ვაწესრიგებთ მასში ყველანაირ პარამეტრებს, ვუკეთებთ აღწერას, გავმართავთ მესიჯების განყოფილებას და საბოლოოდ ვაბავთ მას ბიზნეს მენეჯერს (Business Manager) თავის გამართული სარეკლამო მენეჯერით (Ads Manager) და ერთი რამ რაც რჩება ამ ყველაფრის შემდეგ არის ის, რომ დავიწყოთ გვერდის მართვა და რეკლამების გაშვება.

როდესაც ჩვენ ვქმნით Facebook გვერდს კომპანიისთვის, რომელსაც ერთი ლაიქიც არ აქვს, ჩავთვალოთ, რომ ის არის სუფთა ფურცელი, ღრუბელი ან თუნდაც პატარა ბავშვი, რომელმაც ინფორმაციის სახით წყალი უნდა შეიწოვოს ან ცოდნა მიიღოს განვითარების პროცესსში.

როდესაც ჩვენ რეკლამების გაშვებას დავიწყებთ, ჩვენი Facebook გვერდი ნელ-ნელა სწავლობს ჩვენს აუდიტორიას და გვაწვდის ჩვენი ბიზნესის შესაბამის მომხმარებლეს, რომლებიც თანდათან ლაიქს გვაძლევენ და საბოლოოდ ხდებიან ჩვენი აქტური მომხმარებლები, ანუ მარტივად რომ ვთქვათ აქტიური ლაიქრები, მაგრამ რა ხდება როდესაც ჩვენ ვიძენთ ლაიქებს და რამოდენიმე წამში ჩვენს გვერდი 10,000, 20,000 ან თუნდაც 100,000 ლაიქი ემატება ?

   პირველ რიგში მოდით ვისაუბროთ ამ ლაიქერების წარმომავლობაზე: მათი უმეტესობა არააქტიური მომხმარებლებელია, რომლებსაც  მსგავსი საქმისთვის იყენებენ,  მეორენაირად ამ პროცესს უწოდებენ იუზერების ფარმინგს, ძირითადად მათი მოპოვება  ინდოეთში გარკვეული პროგრამული სკრიპტების გამოყენებით ხდება,  არეგისტრირებენ ბევრ ვირტუალურ მომხმარებელს და შემდეგ ალაიქებინებენ მათთვის სასურველ გვერდს, მოცემული იუზერები  არააქტიური ხალხია, რომელიც საერთოდ არ შეესაბამებიან ჩვენს ბიზნესს, ჩვენს სფეროს და ნამდვიალად არ აინტერესებთ ჩვენი პროდუქტი, ეს პროცესი, რომ პრობლემად არ ჩავთვალოთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს, რომელიც შეიქმნა და დაიბადა იმისათვის, რომ შეესწავლა ჩვენი პროდუქტის შესაბამისი აუდიტორია, ერთი კლიკით ვურევთ ალგორითმს და ვაწვდით ხალხის დიდ რაოდენობას, რომელიც საერთოდ არარელევანტურია მისთვის და საბოლოოდ რა ხდება ამ პროცესების განხორციელების შემდეგ ?

სოციალური მედია

გვერდის და კომპანიის მფლობელი უშვებენ რეკლამებს, რომელიც რაღაც მიზეზების გამო ან არ არის ეფექტური ან საერთოდ შედეგი არ მოაქვს, მინახავს ბევრი სტარტაპი და კომპანია, რომელიც ვერ განვითარებულა სწორედ ამ მიზეზის გამო და დახურულა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი Facebook -ის გვერდის ალგორითმს ჰგონია, რომ ხალხი, ვისაც ლაიქი აქვს მიცემული რეკლამის მიმართულებაც სწორედ მოცემული აუდიტორიის მიხედვით უნდა განსაზღვროს, იმის მიუხედავად ჩვენ ინტერესები მითითებული გვაქვს თუ არა, რადგან გვერდმა იცის, რომ ლაიქერი არის ის ადამიანი, რომელსაც აინტერესებს და სურს პროდუქტის შეძენა, რომელიც მოცემულ გვერდზე არის განთავსებული, ჩვენი ჩარევებით კი პრობლემა შევუქმენით ალგორითმს, რომელიც მიმართულია არააქტიური და არარელევანტური ხალხის მიმართულებით.

ჩემს სტუდენტებს, მომავალ მარკეტერებს და არა მარტო მათ, ყოველთვის მოვუწოდებ, რომ მოცემული ქმედება არ განახორციელონ და ასევე გვერდის შექმნის დროს არ მოიწვიონ მეგობრები, რომლებიც თავის Facebook პროფილზე ჰყავთ, კი შესაძლოა მაქედან რაღაც რაოდენობა იყოს რელევანტური ჩვენი ბიზნესის, მაგრამ უმეტესობას არ აინტერესებდეს და მხოლოდ იმიტომ გვაძლევდეს ლაიქს, რომ ჩვენ ვთხოვეთ ამის გაკეთება, სჯობს არ ვიჩქაროთ მოვითმინოთ და ყველაფერი სწორად და ეტაპობრივად განვახორციელოთ.

ციფრული მარკეტინგი ალექსანდრე ჩომახიძე