fbpx

რას გვიყვებიან “გაყიდვების პერსონალური რუკა” მონაწილეები #ბიზნესამბავი

ვიდეო რეკლამა

რას გვიყვებიან “გაყიდვების პერსონალური რუკა” მონაწილეები #ბიზნესამბავი

2560 1440 buymore.ge

   გაყიდვებსა და მომსახურების სფეროში წარმატების მიღწევა, შედეგებზე გასვლა და მომხმარებლის კმაყოფილება, თანამედროვე ბიზნესში ერთერთი მთავარი გამოწვევაა. აქვე, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ გამოწვევბთან ერთად აუცილებლად მოიძებნება მისი გადაჭრის გზები, თუმცა გზა რომ ეფექტური იყოს, მანტაძრამდეუნდა მიგვიყვანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ გზის არსებობის საკითხი დადგება, რომელსაც მისი უდიდებულესობა  ლი გადაწყვეტს.

   ჩვენ  დღეს მოგიყვებით უკვე კარგად ნაცნობ გაყიდვების პერსონალური რუკის  მონაწილეების შესახებ და გავიგებთ თუ რა შედეგები მოუტანა მათ ამ საავტორო პროგრამამ, რომელიც 5 მოდულისაგან  შედგება და ეხმარება კომპანიებს, დამფუძნებლებს, გაყიდვების მენეჯერებსა და ამ თემით დაინტერესებულ პირებს საკუთარი თავის, პროდუქტის სწორ პოზიციონირებასა და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში

      “პირველ რიგში მინდა აღვნიშნო,რომ  ხათუნას ტრენინგზე ლაპარაკობ შენ, უშუალოდ მონაწილე, არ ხარ მხოლოდ მსმენელის პოზიციაში, მუშაობს შენი გონება, ჩადიხარ ღრმად ბავშვობაში და აღმოაჩენ ბლოკებსა და ორმოებს, რომლის გააზრება პირდაპირ ეხმარება შენი საქმის განვითარებას. უკეთ იცნობ შენს თვისებებს,ადგენ ფსიქოტიპს და შემდეგ მოქმედებ ბევრად უფრო გააზრებულად.
   ასევე ძალიან საინტერესო და პროდუქტიულია პერსონალური რუკის შედგენა. მასში წერ ყველა საკვანძო და მნიშვნელოვან დეტალს. რუკა გრჩება ერთგვარ ფორმულად, რომელსაც ნებისმიერ დროს შეგიძლია ჩახედო და განაგრძო სწორი გზით სვლა. უმთავრესია, რომ მონოტონური ქადაგების ნაცვლად პროცესი მიდის ძალიან მხიარულად და უშუალოდ, რაც გეხმარება უფრო მეტად გახსნაშიმინდა წარმატება ვუსურვო ხათუნას და მადლობა გადავუხადო პროდუქტიული პროგრამისათვის.
გაყიდვების ტრენინგი
     პირველად გაყიდვების პერსონალური რუკის შესახებ ჯგუფ Business Comminityის ლაივებიდან გავიგე და ძალიან დავინტერესდი. შემდეგ მოვიძიე კონკრეტული პროგრამა, გავიარე ონლაინ გასაუბრება, რადგანაც იტალიაში ვიმყოფები და მივხვდი, რომ ეს იყო ის, რას ზუსტად იმ დროისთვის მესაჭირეობოდა საკუთარ კომპანიაში გაყიდვების სრატეგიის დასადგენად. ამ კურსისგან მივიღე იმაზე მეტი, ვიდრე წარმომედგინადავინახე მოვლენები სიღრმისეულად  და ისეთი შთაბეჭდილებით დავიმუხტე, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება. კურსს ჰქონდა სტარტი, განვითარება და კულმინაცია, რასაც მხოლოდაყიდვების პერსონალურ რუკაშითუ შეხვდებით.

გაყიდვების მენეჯერი

 

  პირველად, როდესაცგაყიდვების პერსონალური რუკის  შესახებ გავიგე, რომ ტრენერი ხათუნა მდინარაძე იქნებოდა, ძალიან გამიხარდა, რადგანაც სანაცნობო ქსელიდან ვიცოდი, რომ თავისი საქმის პროფესიონალია, რაც დადასტურდა კიდეც კურსის დაწყების პირველივე დღიდანრუკის პროგრამა აგებულია მთლიანად ადამიანის ფსიქოლოგიაზე, პერსონალური ბრენდინგის როლზე გაყიდვებში, ემოციური ინტელექტსა და  პრაქტიკულ ქეისებზე დაყრდნობითროდესაც ნებისმიერ კურსს გადიხარ, ყოველთვის გაქვს გარკვეული შედეგის მოლოდინი, რაც ნორმალურია და კარგია, თუმცა როცა კურსის მსვლელობის პროცესში აცნობიერებ, რომ ცვლილებები უკვე დაიწყო, ეს უკვე მოლოდინის გადაჭარბებააპროგრამის დასრულების შემდეგ მომემატა თავდაჯერებულობა,საკმაოდ ეფექტურად ვმართავ მომხმარებლებთან საკუთარ ემოციებს, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკმაოდ იმატა გაყიდვებმა.

  შეგახსენებთ, რომ პროგრამა არის საავტორო და მისი შემქმნელი განვითარების სივრცე Arche • არქე-ს დამფუძნებელი, გაყიდვების მენტორი და პოზიტიური ფსიქოკონსულტანტიხათუნა მდინარაძეა

დაჯავშნე შენი ადგილი

ჯგუფ Business Community-ში გაწევრიანება

ყველას გისურვებთ საკუთარი რესურსებით საკუთარი რუკის შექმნას და წარმატების მიღწევას

” მიყვარს როცა სხვებისთვის წარმატება მომაქვს”- ნინი ზექალაშვილი #ჩემიამბავი
2560 1440 buymore.ge