რუბრიკა #საჩუქაროლოგია წარმოგიდგენთ ონლაინ სააჩუქრე პლატფორმა ვაუჩი გაუგზავნე სასაჩუქრე ვაუჩერი ელეგანტური სადღესასწაულო შეფუთვით
რა სურთ ქალებს? ძალიან მარტივი პასუხია : დედებს, შეყვარებულებს, დებს, მეგობრებს, ცოლებს, ამხანაგებს – ყველა ქალბატონს განურჩევლად ასაკისა და სტატუსისა, სურთ ყურადღება, რომელიც შეიძლება მცირე დეტალებშიც გამოიხატოს და უფრო ძვირფასი და სამახსოვრო იყოს, ვიდრე რაიმე კონკრეტული ძვირად ღირებული ნივთი, რომელიც არანაირ ემოციურ ისტორიას არ ინახავს.
” ქალბატონები იმისთვის არსებობენ, რომ გვიყვარდეს, ვუვლიდეთ და ყველაფერს ვპატიობდეთო”- ამბობს ალენ დელონი, 8 მარტს გვაქვს ამის უფლება ალენს ამ გამონათქვამისთვის ღიმილიანი სახით კომპლიმენტი ვაჩუქოთ და საყვარელი ქალბატონებს კიდევ ერთხელ გავუმხილოთ თუ როგორ გვახარებენ მათი არსებობით.
მაშ ასე, 4 იდეა, რომელიც არა მხოლოდ სარვამარტოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ 🙂
იდეა #1 მშვიდად განტვირთვა
“კოპალა წყნეთი” მდებარეობს თბილისიდან 15 წუთის სავალზე. 69 სხვადასხვა კატეგორიის კომფორტული ოთახი, თანამედროვე სტანდარტების ფიტნეს დარბაზი, მასაჟის სალონი, სოლარიუმი, კინო, ბოულინგი, ტენისი, აქ ყველაფერია იმისთვის, რომ შეიგრძნოთ რას ნიშნავს ნამდვილი დასვენება.
იდეა #2 მუდამ ფორმაში ყოფნა
Aesthetic Clinic 27 ესთეტიკური ცენტრი წარმოადგენს პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ დაწესებულებას, რომლის მიზანი მაღალი სტანდარტის, უახლესი ტექნოლოგიის თანამედროვე მეთოდოლოგიის გზით მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის და შედეგის შეთავაზებაა. კომფორტული გარემო, სადაც საქართველოში ესთეტიკური მედიცინის დარგში არსებული პროფესიონალები მომხმარებლებს ინდივიდუალურ, მათზე მორგებულ სერვისებს შესთავაზებენ.
სასტუმრო “წყალტუბო პლაზა“ მდებარეობს წყალტუბოს ცენტრში – მშვიდი და კომფორტული გარემო სასიამოვნო დასვენებისთვის. სასტუმროს აქვს 76 სხვადასხვა კატეგორიის ოთახი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად: რესტორანი, ბარი, საკონფერენციო დარბაზი, მცირე შეხვედრების ოთახი, თანამედროვე სტანდარტების ფიტნეს დარბაზი, მასაჟის ოთახი, ტერასა, ღია აუზი და რაც მთავარია მომსახურების მაღალი სტანდარტები.
*ვაუჩერის ღირებულებაში შედის საუზმე და აუზი.