fbpx

რა პრობლემას წყვეტს ავტო იმპორტიორთა ასოციაცია? #ბიზნესამბავი

ავტო იმპორტიორთა ასოციაცია

რა პრობლემას წყვეტს ავტო იმპორტიორთა ასოციაცია? #ბიზნესამბავი

1920 1080 buymore.ge

    საქმეები  იმ ადამიანების ინიციატივით კეთდება, რომლებიც ფიქრობენ. რომ ამ იდეით არა მხოლოდ მის პირად განვითარებას, არამედ საზოგადოების ინფორმირებასა და სწორად ფორმრებას შეუწყობს ხელს. 

    არსებობს სფეროები, სადაც  ინფორმაცია იმაზე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე აქტიურობა, რომელსაც შინაარსი განუსაზღვრავს სამოქმედო გეგმას, სწორედ ასეთია ავტო იმპორტიორთა ასოციაცია, რომლის მთავარი მიზანი, როგორც დარგის განვითარება ასევე ამ დარგში  ჩართული პირების სწორი ინფორმაციით უზრუნველყოფა და პრობლემების გადაჭრის  გზების პოვნაა. 

     პოვნა მხოლოდ პასიური  ზმნა არაა მათ მიმართებაში, ეს იმ ღონისძიებების სერიაა, რომელიც ასოციაციის ფარგლებში უწყვეტად  მიმდინარეობს და თითოეული წევრის საიმედო გზამკვლევია. ერთი შეხედვით პოპულარული სფერო, ავტო მობილები, რომელიც ჩვენც ქვეყანაში სატრანსპორტო საშუალებების ლიდერია და მისი  იმპორტი საზღვარგარეთიდან ხდება, საკმაოდ  კომლექსურ   ბიუროკრატიული საფეხურების ერთიანობას შეიცავს.   

   ასოციაციის შექმნის წინაპირობა გახდა ქვეყნის მძნიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია კორონა ვირუსის გავრცელებით. განსაკუთრებული ზიანი მიადგა ავტო იმპორტს და ამიტომ, აუცილებელი გახდა შექმნილიყო გაერთიანება, რომელიც ამ სექტორის წარმომადგენლებს ერთ წრეში მოაქცევდა, შესაბამისად ერთობლივი ძალისხმევით მოიძებნებოდა პრობლემის გადაჭრის გზები.

“ჩვენი ასოციაციის მიზანია ავტო იმპორტიორთა ლეგიტიმური უფლებებისა და ინტერესების დაცვა/ლობირება, მათი სამართლებრივი გარანტიებისა და საქმიანობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა. ასევე, ავტო იმპორტიორთა პრობლემატურ საკითხებზე სწრაფი და ადეკვატური რეაგირება”,-ლაშა დარბაისელი, ასოციაციის პრეზიდენტი.

lasha darbaidze

      ავტომობილების  ექსპორტი საქართველოში ათ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფშია. აღნიშნული სექტორის წლიური ბრუნვა 2019 წლის მონაცემებით 700 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 24 000 მეტ ადამიანს აჭარბებს. დღესდღეობით 700 მლნ დოლარიანი ბიზნესი გაკოტრების პირასაა, ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლები საგრძნობლად დაეცა, რეექსპორტი 45%-ით  შემცირდა, ხოლო იმპორტი საშუალოდ  32 %. 

   საქართველოს ავტო იმპორტირთა ასოციაცის ჰყავს რამდენიმე დამფუძნებელი, ხოლო თავმჯდომარე არის ლაშა დარბაისელი.

 დასაწყისში ჩვენთვის სირთულეს წარმოადგენდა ის, რომ ვხვდებოდით ავტო იმპორტიორებს და  ძირითადად კომერციული საქმიანობის მწარმოებელ ორგანიზაციად აღვიქვამდნენ, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მათი დამოკიდებულება ჩვენდამი შეიცვალა. დღეს ჩვენი მტავარი გამოწვევაა, საქართველოს თითეოულ კუთხეში მივაწვდინოთ ხმა ავტო იმპორტიორებს. ჩვენი ძალისხმევით გარკვეულ მიზნებს უკვე მივაღწიეთ მაგალითად საზღვრები გავხსენით ავო იმპორტიორებისთვის ინდივიდუალურად ასევე  2020 წლის  პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვალდებულება, გადავწიეთ 2021 1 ივნისამდე; კონკურენტული გარემო არ არის, რადგან მთელი ქვეყნის მასშტაბით ავტო იმპორტიორთა ერთადერთი გაერთიანება, ასოციაცია ჩვენ ვართ. თუმცა ვისურვებდით გვქონოდა კონკურენტ უნარიანი გარემო, რითაც ავტო იმპორტიორებისთვის მეტი სარგებლის მოტანას შევძლებდით.რაც შეეხება ჩვენს განსაკუთრებულობას არანაირი ფინანსური სარგებელი ასოციაციას არ გვაქვს, ჩვენს ენეგიას ჩვენივე ფინანსებთან ერთად ვახმართ ასოციაციის გაზრდასა და განვითარებას”,– ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელი.

    საქმე, რომელიც ხდება ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი აუცილებლად მოგვითხრობს წარმატებების უნიკალურ ამბავს. მით უმეტეს, როცა მიმართულებია საზოგადოებრივი სექტორის წინსვლასა და განვითარება, მოახდენს გარდამტეხ ნაბიჯებს საქმიანობის სრულყოფაში.  

   ,,ჩვენ გვჯერა, რომ დიდი შემართებით, თავდაუზოგავი შრომით და გაერთიანებული ძალებით შევძლებთ პირვანდელ მდომარეობას დავუბრუნოთ ავტო იმპორტი საქართველოში”- ლაშა დარბაისელი