fbpx

რა არის ნეირომარკეტინგი და რატომ გვჭირდება ის? #რეკლამისამბავი

ბიზნეს ამბავი

რა არის ნეირომარკეტინგი და რატომ გვჭირდება ის? #რეკლამისამბავი

1920 1080 buymore.ge
      როგორც ზიგმუნდ ფროიდი ამბობდა,  ადამიანის გონება აისბერგივითაა, რომლის ზედა ნაწილი ცნობიერია, ხოლო ის, რაც წყლის ქვემოთაა, ეს უკვე ქვეცნობიერია. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს იცოდეთ, თუ როგორ ვიმოქმედოთ მომხმარებელზე ქვეცნობიერად.  არის რამდენიმე ფაქტორი, რომელიც მოქმედებს ადამიანის ქცევასა და ფსიქოლოგიაზე, როგორც ცნობიერად, ასევე ქვეცნობიერად.  მაგალითად:  მომხმარებელი, რომელიც 30 წუთს ატარებს მაღაზიაში, 2-ჯერ მეტ პროდუქტს ყიდულობს, ვიდრე ის ადამიანი, რომელიც მხოლოდ 7-10 წუთი ჩერდება იმავე მაღაზიაში. ამიტომ აუცილებელია, რაც შეიძლება სასიამოვნო გარემო შეუქმნათ თქვენს პოტენციურ მომხმარებელს.
    მაგალითად, თქვენ როცა შედიხართ ტანსაცმლის მაღაზიაში ხშირად მოისმენთ  სასიამოვნო, მშვიდ მუსიკას, რომელიც გიბიძგებს დიდხანს დარჩე და დაათვალიერო პროდუქტი. მაგრამ კვების ობიექტებში როცა შედიხართ, იქ უფრო სწრაფი ტემპის მუსიკაა ჩართული. ეს ქვეცნობიერად განაპირობებს მომხმარებლის სისწრაფეს და შესაბამისად მაგიდებიც უფრო სწრაფად თავისუფლდება, რაც სარესტორნო ბიზნესისთვის დატვირთულ პერიოდში საკმაოდ მომგებიანია.

 

 ნეირო მარკეტინგი

   ადამიანის ტვინის შესახებ ჩატარებული უახლესი სამეცნიერო კვლევა აჩვენებს, რომ  მომხმარებელთა 95% ყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას ქვეცნობიერად იღებს. მათ შორის ყველაზე დიდ როლს ემოცია თამაშობს, ჩვენ კი ლოგიკით ვამართლებთ ხოლმე. მომხმარებლის ქცევის შესწავლის შესაძლებლობას კი, ნეირომარკეტინგი გვაძლევს. ნეირომარკეტინგი – მარკეტინგის უახლესი დარგია, რომელიც მომხმარებელთა ქცევას ნეირომეცნიერული კვლევების გამოყენებით აკვირდება, რაც მიზნად ისახავს  მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის გაუმჯობესებას და გაყიდვების გაზრდას. ნეირომეცნიერული კვლევა ეხმარება მარკეტინგის მენეჯერებს უკეთ გაიგონ სამიზნე აუდიტორიის სურვილები, მაშინ როცა სამიზნე აუდიტორიამ, თავადაც არ იცის, რა უნდა ქვეცნობიერში.
       ნებისმიერმა კომპანიამ, რომელსაც უნდა რომ უბრალოდ არ „ჩაყლაპოს“ კონკურენტებმა, ადამიანებს უნდა მისცეს ფინანსური და ემოციური ინვესტიციის მიზეზი საკუთარ ბრენდში. ბრენდ სტრატეგიის შექმნისას კი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მიზნობრივი აუდიტორიის რუკის შექმნაა. რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ ყველაფერი იცით მომხმარებელზე: ასაკი, სქესი, ოჯახური მდგომარეობა, სად ცხოვრობს, სად მუშაობს, რა უყვარს, რა მოწონს, რაში და რამდენის დახარჯვა უნდა/შეუძლია და ა.შ მაგრამ ნამდვილად იცით, რა უბიძგებს მათ თქვენი პროდუქტის ყიდვისკენ? სიმართლე ისაა, რომ მომხმარებელთა უმეტესობამ თვითონაც არ იცის, რატომ ყიდულობს ამა თუ იმ პროდუქტს.
       ნეირომარკეტინგი მიზნად ისახავს მომხმარებლის ქცევის გაგებას, მისი ქვეცნობიერის გამოკვლევით. სწორედ ეს განასხვავებს მას, ტრადიციული მარკეტინგისგან, რომელიც იკვლევს მომხმარებლის გადაწყვეტილების მიღების პროცესს, შეგნებული  თვალსაზრისით. ადამიანის ქცევით მეცნიერებებზე ფოკუსირებით, შეგიძლიათ შეგნებული, გააზრებული გადაწყვეტილებების გვერდის ავლით გამოავლინოთ ის ავტომატური რეაქციები, რაც ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია.
       ჩვენ დღის განმავლობაში ასობით მარკეტინგულ შეტყობინებას ვიღებთ. რთულია  გადაწყვეტილების მიღება, საჭიროსა და აუცილებელს შორის არჩევანის გაკეთება კიდევ  უფრო რთული, ამიტომ აქვს ნეირომარკეტინგს სასიცოცხლო მნიშვნელობა ციფრულ  მარკეტინგსა და ელექტრონულ კომერციაში. მისი აქტიური გამოყენება უკვე ბევრმა  მსხვილმა კომპანიამ დაიწყო.
     სტატიის მეორე ნაწილში ნახავთ, ნეირომარკეტინგის 16 მაგალითს, რომელიც ჩვენს  მოქმედებაში ვლინდება და ვიღებთ ყიდვის გადაწყვეტილებას.
          ეთო ბიქოშვილი