fbpx

რა არის კრეატიული კომუნიკაცია და რისთვის გვჭირდება ის? #რეკლამისამბავი

მარკეტინგი

რა არის კრეატიული კომუნიკაცია და რისთვის გვჭირდება ის? #რეკლამისამბავი

2560 1440 buymore.ge

დღეს ადამიანებს აღარ აკმაყოფილებთ პროდუქტის, ან კომპანიის „მშრალი“ სიახლეები. ეს გაყიდვების სტატისტიკაზეც უკვე ასახულია. მათ უნდათ რომ იყიდონ, მაგრამ მაინც ორჭოფობენ. რატომ? ისინი ეძებენ ორიგინალურ, საინტერესო, შთამბეჭდავ და ეფექტურ ამბებს, რომლებიც კრეატიული კომუნიკაციით იქმნება.

  კრეატიული კომუნიკაცია არის ისეთი კომუნიკაცია, როცა მიზნობრივ აუდიტორიასთან ურთიერთობის პროცესში კრეატიულობის ინსტრუმენტებს იყენებ, რათა პროდუქტი, შეთავაზება, იდეა, კომპანია ან ორგანიზაცია გახადო დახვეწილი, გამორჩეული, სანდო, საჭირო და სასარგებლო.

კრეატიული კომუნიკაციის პროცესი იწყება ბრენდის საფუძვლის განსაზღვრით. საწყის ეტაპზე აუცილებლად უნდა განსაზღვროთ თქვენი ხედვა, მისია, კომპეტენციები, ღირებულებები, თვისებები, ღირებული საბოლოო პროდუქტი, ჩაატაროთ კონკურენტების ანალიზი . შემდეგ გადადიხართ შეფუთვის ეტაპზე. აქ გჭირდებათ ეფექტური კონტენტ-სტრატეგიის შედგენა, ლოგოს შექმნა, ვიზუალური ნაწილის განსაზღვრა, თქვენი პერსონალური სტილის შემუშავება, რომელი სტილი გაუსვამს ხაზს თქვენს პროფესიონალიზმს, გაგხდით დასამახსოვრებელს. გამოგარჩევთ კონკურენტებისგან და დაგეხმარებათ შთაბეჭდილების მოხდენაში. სოციალური არხების აქტიური გამოყენაბა არ დაგავაიწყდეთ. ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ დღევანდელი ციფრული შესაძლებლობები, რადგან რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვდინოთ ხმა.  როცა მოაწესრიგებთ ამ ნაწილს, უკვე დროა რომ დაფიქრდეთ მიწოდების ფორმებზე.

    მიწოდების ეტაპზე უნდა იზრუნოთ აუდიტორიის ჩართულობაზე. როგორ რეაგირებს აუდიტორია თქვენს კონტენტზე, ურთიერთქმედებს თუ არა იგი თქვენთან, დაწერეთ რა მექანიზმებს იყენებთ ჩართულობის გასაზრდელად. გააქტიურეთ ნეთვორქინგი. მიაწოდეთ მედიასაშუალებებს ინფორმაცია თქვენი და თქვენი ბრენდის შესახებ. ასევე, გამოყავით ბიუჯეტი ახალი ტრაფიკის შესაძენად ან უკვე არსებულის გასაზრდელად. გაზარდეთ გამომწერთა რიცხვი. შეგიძლიათ ჩაატაროთ რამდენიმე უფასო ვებინარი, ტრენინგი, გაუწიოთ მენტორობა დაინტერესებულ პირს გარკვეული ხნით ან თუნდაც ჩაწერეთ უფასო კონსულტაციაზე. ასევე შეგიძლიათ მისცეთ ინტერვიუ საინფორმაციო საშუალებებს.  გააცანით თქვენი პროდუქტი სხვადასხვა გზით.

გამოიყენეთ რეკლამა. კრეატიული კომუნიკაციის ბოლო ნაბიჯი ბრენდის კალენდარია. მოინიშნეთ ყველა სიახლე და სერვისი, რასაც ბაზარი გთავაზობთ. გაანალიზეთ და იმსჯელეთ გუნდთან ერთად. ამავე ეტაპზე საჭიროა კონტაქტი დაამყაროთ სხვა ექსპერტებთან, რათა განსაზღვროთ რომელი ექსპერტი რა პირობით უნდა მოიზიდოთ, რომ გაზარდოთ შემოსავლები და მასშტაბირდეთ. კალენდარში მოინიშნეთ კვირის განმავლობაში რითი უნდა წაახალისოთ გუნდი, რადგან ბიზნესმენისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენი გუნდია. შთააგონეთ ისინი საერთო ღირებული პროდუქტის მნიშვნელობით და თქვენ მიიღებთ ოცნების გუნდს.

დღეს ბიზნეს და კორპორაციულ სამყაროში კრეატიული კომუნიკაცია განიხილება  კონკურენტული უპირატესობის მთავარ ფაქტორად.  იყო კრეატიული პერსონა ან კომპანია და გქონდეს გამორჩეული პროდუქტი თუ მომსახურება და შეინარჩუნო მიმზიდველი კონკურენტული პოზიცია, აუცილებელია გადარჩენისთვის. გადარჩენის მიზნით კი ბიზნეს სუბიექტებს სჭირდებათ ინოვაცია, განვითარება, ახალი გადაწყვეტილებების მიღება, ცვლილებები და ახალი იდეები.

ეთო ბიქოშვილი