fbpx

რა არის გაყიდვების პერსონალური რუკა?

ხათუნა მდინარაძე

რა არის გაყიდვების პერსონალური რუკა?

1920 1080 buymore.ge

ყველაზე კრეატიული და უნიკალური საავტორო კურსი არაფორმალურ განათლებაში, რომელიც „გაყიდვების პერსონალური რუკის“ სახელწოდებით არის ცნობილი – ჩვენ არ გავცემთ სერთიფიკატებს, ჩვენ ვარიგებთ პერსონალურ რუკებს! ძირეული კონცეფცია, რომელიც თანამედროვე მარკეტინგსა და გაყიდვებს უდევს საფუძვლად, ადამიანური მოთხოვნილებებისა და საჭიროებების დაკმაყოფილებაა. სწორედ ამ მიზნით შექიმნა „გაყიდვების პერსონალური რუკის“ საავტორო კურსი, რომლის ავტორიც გახლავთ გაყიდვების ტრენერი და პოზიტიური ფსიქო კონსულტანტი ხათუნა მდინარაძე.

გაყიდვების რუკა

დღეს ყველა სფეროში კონკურენცია მძვინვარებს და, შესაბამისად, მყიდველებიც უფრო მომთხოვნები და უკეთ გაცნობიერებულები არიან. გაყიდვების წარმომადგენლებისთვის კი  მნიშვნელოვანია იმ უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომელიც ამ სფეროში წარმატების მომტანია. „სწორედ ამიტომ, დავიწყეთ ახლებური ხედვა და ახალი უნარების დანერგვა!“ – აცხადებს კურსის ავტორი.  რა არის გაყიდვების პერსონალური რუკა და რა ძირითადი მოდულებისაგან შედგება იგი.

გაყიდვების რუკა 4 ძირითადი მოდულისაგან შედგება, რომელიც მოიცავ შემდეგ მიმართულებებს:

  1. პერსონალური ბრენდინგი და პროფესიული იმიჯის ფორმირება.

ბოლო წლების კვლევებმა აჩვენა, რომ პერსონალური ბრენდინგის როლი დღითიდღე აქტუალური და ტენდენციური ხდება მომსახურების სფეროში, რაც განაპირობა, იმან, რომ რომ მომსახურება არამატერიალურია და მისი არჩევაც ძირითადად პიროვნულ ფაქტორს ეფუძნება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გაყიდვებში კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის გაყიდვამდე საკუთარ თავს, ნდობასა და ემოციებს  ვყიდით“ და, აგრეთვე, ის, რომ ადამიანებზე უფრო მეტი იწერება,  ვიდრე კომპანიებზე!

    პირველი მოდული შედგება ისეთი ფუნდამენტალური კითხვებისა და ამ კითხვებზე დაფუძნებული ვორქშოფებისგან, როგორიცაა „ვინა ვარ მე?“, „რა არის ჩემი მისია?, „რას ვპირდები ჩემს აუდიტორიას?  „როგორი ვარ და როგორი მინდა ვიყო?“ „სარგებელი, ანუ რისთვის გვჭირდება თვითბრენდინგი?“, „სასურველი იმიჯი, რომელიც ჩემს პიროვნებას და საქმიანობას შეესაბამება“

ბრენდინგი და გაყიდვები

    #2პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი.

განსაზღვრა იმისა, თუ რა შეიძლება ბაზარს მივაწოდოთ ისეთი, რაც ყურადღებას მიიქცევს, რომელიც თავისთვად დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნასა და საჭიროებას. რა ფასეულობას აწვდის ის მიზნობრივ ბაზარს. გარდა ამისა, ღირებული შეთავაზება მოიცავს როგორც მატრიალურ საქონელს ასევე, მომსახურებას, რომელიც თავის მხრივ, არამატერიალურია. დღეს, როდესაც პროდუქტები და მომსახურებები ლუ უფრო ფართოდ გამოიყენება , ბევრი კომპანია საკუთარი მომხმარებლისთვის ახალ ფასეულობებს ქმნის, რათა მათი შეთავაზება განსხვავებული იყოს. თუმცა იმის მაგივრად, რომ ამ მიზნით მხოლოდ მატერიალური საქონელი შექმნან ან მომსახურება უზრუნველყონ, ისინი თავიანთი ბრენდებით ქმნიან  და მართავენ მომხმარებელთა შთაბეჭდილებებს.  მაგალითად გავიხსენოთ ნაიკის განაცხადი, რომელიც ამბობს, რომ „ფეხსაცმელი კი არ არის მთავარი, არამედ სად წაგიყვანს ეს ფეხსაცმელი.“

   სწორედ ამიტომაც არის ეს კურსი განსხვავებული და ინოვაციური, რადგანაც მონაწილეებს ვთვაზობთ მოგზაურობას   საკუთარი არაცნობიერით დაწყებული, დასრულებული მიზნების დასახვითა და „იდეალურ მე“-სთან შეხვედრით.

  მომხმარებლები, რომლებიც ახორციელებენ შთაბეჭდილებების მარკეტინგს, აცნობიერებენ, რომ მომხმარებელი იმაზე მეტს ყიდულობს, ვიდრე პროდუქტი და მომსახურებაა.

     #3  გაყიდვების სტრატეგია , ტექნიკები და არხები

მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვების განმარტება, შესაძლოა, საკმაოდ მარტივი იყოს, გაყიდვის პროცესისადმი მიდგომა საკმაოდ განსხვავებულია, რომელიც დამოკიდებულია, მისიაზე, კონცეფციაზე, შიდა კორპორატიულ კულტურასა და თვითონ გაყიდვების წარმომადგენლის დამოკიდებულებებზე. რის მიხედვით უნდა მოხდეს სტრატეგიის დაგეგმვა, როგორ და რა მეთოდებით გავიდეთ სხვადასხვა არხებზე, როგორია კომპანიის საკომუნიკაციო სტილი და რომელ პლატფორმებს იყენებს იგი მომხმარებელთან კონტაქტის დასამყარებლად.

    #4 დამოკიდებულებები, უნარები, მიზნები 

კვლევებმა დაამტკიცა, რომ ჩვეულებრივ გამყიდველებს მათი წარმატებული კოლეგებისგან საქმიანობისადმი განსხვავებული დამოკიდებულება და სიყვარული გამოარჩევს. ერთია, თანამედროვე გაყიდვების სტრატეგიებისა და ტექნიკების გაცნობა, თუმცა, მეორეა, რამდენად შეუძლიათ მათ ამ ყველაფრის შესრულება და პრაქტიკაში გადმოტანა. ამიტომ აუცილებელია იმ ძირითად უნარებზე მუშაობა და ფსიქოთერაპიული თუ ქოუჩინგური მიდგომა, რომელიც აუცილებელი პირობაა გაყიდვებსა და საერთოდ, მომსახურების სფეროში.

  ვისთვის იქნება ეს  კურსი?

  • ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებისთვის
  • გაყიდვების მენეჯერებისთვის
  • ნებისმიერი ორგანიზაციის დამფუძნებლებისთვის
  • მათთვისა, ვისაც სურს ახალი საქმის წამოწყება
  • მომსახურების სფეროს წარმომადგენლებისთვის
  • ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის

          ტრენინგის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

  •  გააცნობიერონ სად არის მთავარი გამოწვევა საკუთარ მიდგომებში
  • დაიწყონ პერსონალურ ბრენდზე მუშაობა
  • მოახდინონ ფოკუსირება სამიზნე აუდიტორიაზე და პოზიციონირდნენ ძლიერი მხარეებით
  • გაიუმჯობესონ კომუნიკაცია
  • გაიცნონ საკუთარი მომხმარებლის ფსიქო-ტიპები
  • გაზარდონ გაყიდვები
  • მართონ სტრესული სიტუაცია
  • იპოვნონ საკუთარი თავი
  • აიმაღლონ მოტივაცია
  • გააცნობიერონ და აიმაღლოსნ ემოციური ინტელექტი
  •  და რაც ყველაზე მთავარია, შექმნიან პერსონალურ გაყიდვების რუკას სახელმძღვანელოდ.

ჩვენ არ გავცემთ სერთიფიკატებს, ჩვენ ვარიგებთ პერსონალურ რუკებს!

  აღსანიშნავია,  რომ თუ თქვენ ხართ Business Community-ის (https://bit.ly/3beTGNE) ჯგუფის წევრი, მიიღებთ 40%-მდე სპეციალური ფასდაკლების ვაუჩერს.

 დარეგისტრირდით და გაიგეთ მეტი:

 ბონუსი: ციფრული მარკეტინგის მასტერკლასი – მენტორი  კატერინა გალდავაძე – ციფრული ბიზნეს ჟურნალის ” Buy more ” აღმასრულებელი პროდიუსერი და მარკეტერი.

გახსოვდეთ, შეუძლებელია მარშრუტის დასახვა დანიშნულების ადგილამდე, თუ არ იცით საიდან დაიწყოთ. აირჩიე შენი გზამკვლევი კონკურენტულ ბაზარზე!