fbpx

ფოცხვერიას ინდივიდუალური მომზადების ცენტრი #ბიზნესამბავი

ფეხბურთი

ფოცხვერიას ინდივიდუალური მომზადების ცენტრი #ბიზნესამბავი

1920 1080 buymore.ge

ჯანსაღი ცხოვრების წესი რა თქმა უნდა აუცილებელია, მაგრამ ასეთი ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომელიც ამასთანავე დიდ პოტენციალს და კარიერულ წინსვლას უკავშირდება, ძალიან ცოტა თუ მოიძიება, თუნდაც გუგლის საძიებო ველში.

ვის არ უყვარს ფეხბურთი? ერთხელ მაინც გითამაშიათ ან გიყურებიათ მაინც, სტადიონზე ყველაფერი მარტივია, მით უმეტეს როცა მაყურებლის როლში ხარ და ყოველთვის გგონია რომ ამას უკეთესად იზამდი. მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ერთ ბავშვსაც ვერ იპოვნი, ბიჭებს მით უმეტეს, ოდესმე თავისი სპორტული ძალები ფეხბურთში რომ არ მოესინჯა, ჰოდა, სწორედაც ასეა,თუ  საფეხბურთო ინდივიდუალური მომზადების ცენტრის მწვრთნელებს დავუჯერებთ, ყველა ბიჭი პოტენიური ჩემპიონია, მთავარია ვინ იქნება მისი აღმზრდელი, მოკლედ, ჩემპიონობის პოტენციალი ყველა ჩვენგანშია, მთავარი ის გზის მანიშნებელი მასწავლებელი- ოსტატია, ვინც ამ  ნიჭს განავითარებს და  შესაძლებლობების გაბევრება- გაძლიერებაში დაგეხმარება. სწორედ, ამიტომ ყველა მოსწავლეს, როგორც აღვნიშნეთ, პოტენციურ ჩემპიონებს, ინდივიდუალური მომზადება სჭირდება, მათზე მორგებული რიტმიკით, პროგრამით, დამოკიდებულების სტილით, მერე რა რომ სპორტია? სპორტსაც ჭირდება საქმისადმი სიყვარულით დამოკიდებულება და ამავე სიყვარულის მოსწავლეებისადმი გადაცემა. ეს პირველ რიგში ურთიერთობებია, რომელიც შემდეგ კარიერის მთავარ ნიშნულადაც იქცევა.  აქ მხოლოდ ფეხბურთს, როგორც  სპორტს, ბურთის მოშინაურებას არ სწავლობენ: შრომისმოყვარეობას, მოთმინებას,  ერთმანეთის გატანას, თავის არ დაზოგვას, სიმტკიცეს და თავის თავში დარწმუნებას სწავლობენ, რადგან სწორედ ეს თვისებები ქმნის პიროვნებას ნამდვილ ინდივიდად, ხოლო შემდეგ საზოგადოების გამორჩეულ წევრად.

ფეხბურთის სკოლა

სკოლა  20 წლისაა.  ამ ხნის მანძილზე მათ გალერეაში უამრავი და აწ უკვე მსოფლიო საფეხბურთო სივრცეში ცნობილი სახელი და გვარები ირიცხება, ისინი რომელიც ჯერ კიდევ მოზარდობიდან იწვრთნებოდნენ და დღეს საფეხბურთო სცენაზე  არა მხოლოდ მათ ქვეყანას,  მწვრთნელებსაც ასახელებენ.  ეს ტრადიცია უწყვეტად გრძელდება, ამჯერად, კიდევ  უფრო  დატვირთული და მოქნილი პროგრამით, თითოეულ მოსწავლესთან , მომავალ დიდ ფეხბურთელთან მიდგომა განსაკუთრებული და ინდივიდუალურია. ეს ბუნებრივია, ჩვენ ხომ იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც მნიშვნელოვან და წარმატებულ საქმეს სწორედ ინდივიდები ქმნიან.

ამ სკოლას, ინდივიდუალური მომზადების  ცენტრს, საფეხბურთო სამყაროში  მნიშვნელოვან  ტრამპლინს დიდი გუნდთან ერთად სამი პერსონა  უდგას სათავეში: თემურ ფოცხვერია- მთავარი მწვრთნელი,  ნუკრი რევიშვილი- წარმატებული სპორტული კარიერის შემდეგ ასევე  ფეხბურთის სამყაროში მენეჯერული საკითხების  აღსრულებითაა დაკავებული და გოჩა ავსაჯანიშვილი, 35 სკოლის პრეზიდენტი.

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თამაში ჩვენშიც ყოველთვის განსაკუთრებული იყო. ამიტომაც ეს სკოლა სწორედ ის ადგილია,სადაც ჩვენი მომავალი ფეხბურთელები უნდა აღიზარდონ, გვასახელონ და მომავალში შეიძლება ქვეყნის პირველი პირებიც გახდნენ.

ვუდსონ ჯორჯია- დამზადებულია საქართველოში #ბიზნესმაბავი
1920 1080 buymore.ge
ჯოვანი მორა – იამაყე შენი მრავალფეროვნებით #ბიზნესმაბავი
1920 1080 buymore.ge