Phubber ქართული სტარტაპი სადაც, WhatsApp-ის მეწილემ ინვესტიცია განახორციელა

სტარტაპი შოპინგი

Phubber ქართული სტარტაპი სადაც, WhatsApp-ის მეწილემ ინვესტიცია განახორციელა

1920 1080 buymore.ge

ეს მულტიბრენდული აპლიკაცია უკვე კარგადააა ცნობილი ქართველი შოპინგ მოყვარულებისთვის Phubber  ეს არის  ციფრული პლატფორმა, რომელიც საშუალებას იძლევა სხვისთვის გამოუყენებელი ნივთი, ჩვენთვის გამოსაყენებელი გავხადოთ. ეს არის მარკეტფლეისი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაყიდოს და იყიდოს სასურველი ნივთი. Phubber-ის აპლიკაციის მიზანია, მომხმარებელმა დიდი თანხა არ გადაიხადოს სამოსში და ის იძლევა საშუალებას გაყიდოთ არასასურველი ან გამოუყენებლი ნივთები და იყიდოთ, აღმოაჩინოთ თქვენთვის სასურველი.“-  ანანო დოლაბერიძე Phubber  თანადამფუძნებელი

ონლაინ შოპინგი

Phubber 2019 წლის შუაში გაეშვა და დღეს ის საქართველოში ყველაზე დიდი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ონლაინ მაღაზიაა. სტარტაპის მიერ ამ პერიოდში მოზიდული თანხები 1 მილიონ ლარს აღწევს. დამფუძნებლების მიერ ჩადებული საწყისი კაპიტალი, ინოვაციებისა და ტენოლოგიების გრანტი, 500 სტარტაპის აქსელერატორის ფარგლებში მიღებული საქართველოს ბანკის ინვესტიცია, ეს საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი ფაქტებია.

საქართველოს ბანკი

სტარტაპს ძალიან საინტერესო სიახლე აქვს. WhatsApp-ის ერთ-ერთმა მთავარმა დეველოპერმა და ასევე მეწილემ ფაბერში ინვესტიცია განახორციელა. ინვესტორი სტარტაპით მაშინ დაინტერესდა, როდესაც ფაბერის თანადამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი სილიქონ ველიში იმყოფებოდა. იუჟინ ფუქსმანი იყო WhatsApp-ის N6 თანამშრომელი და 6 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მესიჯინგის ინფრასტრუქტურას, ხოლო მას შემდეგ, რაც WhatsApp-ი Facebook-მა იყიდა, ამ მიმართულებას უკვე Facebook-ში ხელმძღვანელობდა. 2018 წლის შემდეგ იუჟინ ფუქსმანი ენჯელ ინვესტორია, რომელიც სხვადასხვა კომპანიებში ინვესტიციებს ახორციელებს. ამავდროულად აქვს Fooksman Family Foundation – რომლითაც აქტიურ ქველმოქმედებას ეწევა.

ფაბერი სოციალური შოპინგი

ფაბერს საკმაოდ ძლიერი პოზიციები აქვს ქართულ ბაზარზე, მაგრამ სტარტაპის მიზანი საერთაშორისო კომპანიად ჩამოყალიბებაა. სტარტაპში აცხადებენ, რომ მათი ამოცანა რეგიონის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრის ათვისებაა, სადაც დაახლოებით 25 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებლის მოძიებას გეგმავენ. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი ინვესტორის გამოცდილება, როგორც ტექნიკური ისე ბიზნესის მართვის კუთხით, და ის კონტაქტები, რომელიც მას ამერიკაში, სილიკონის ველზე აქვს.

ფაბერი ასევე მსოფლიო უმსხვილესი აქსელერატორის 500 სტარტაპის ტოპ 5 საუკეთესო კომპანიაში მოხვდა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ბანკი გაზრდის საკუთარ ინვესტიციას კომპანიაში და ოქტომბრის ბოლომდე გახდება ცნობილი არის თუ არა ფაბერი ის სტარტაპი, რომელიც მომავალ წელს აქსელერატორის ფარგლებში უკვე მეორედ ეწვევა სილიკონის ველს.