პერსონალური ბრენდინგის როლი გაყიდვებში

ხათუნა გაყიდვების სახლი

პერსონალური ბრენდინგის როლი გაყიდვებში

1920 1080 buymore.ge

თუ გიფიქრიათ იმაზე, რა ხდებოდა მაშინ  როცა სხვებმა დაიწყეს შენზე ფიქრი ან ლაპარაკი, როგორც თქვენი საქმის პროფესიონალსა და ექსპერტზე?  რას განიცდის შინაგანად სხვა, როცა თქვენი სახელი ან  ბიზნესი ახსენდება? რა ასოციაციებით ან ზედსართავი სახელით გახასიათებენ მას შემდეგ, როცა ოთახიდან გადიხართ? ეს და სხვა მსგავსი შეკითხვები თუ გიტივტივდებათ აზრებსა და ფიქრებში, ე.ი. პერსონალური ბრენდინგი ფორმირების საჭიროება გიდგათ და მის შესაქმნელად გარკვეული ნაბიჯები გჭირდებათ, თუმცა ამ ნაბიჯებამდე მის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე  ვისაუბროთ.

 პერსონალური ბრენდინგი და პროფესიული იმიჯის ფორმირება ყველა სფეროში მნიშვნელოვანია, თუმცა 21-ე საუკუნის, გაცხოველებული კონკურენციის პირობებში, განსაკუთრებით ისეთ სფეროებს სჭირდებათ, როგორიც ბიზნესი და მით უმეტეს, გაყიდვებია. რატომ? ალბათ, იმიტომ რომ გაყიდვებში კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის გაყიდვამდე საკუთარ თავს, ნდობასა და ემოციებს  ვყიდით“ და, აგრეთვე, ის, რომ ადამიანებზე უფრო მეტი იწერებავიდრე კომპანიებზე!

ბოლო წლების კვლევებმა აჩვენა, რომ პერსონალური ბრენდინგის როლი დღითიდღე აქტუალური და ტენდენციური ხდება მომსახურების სფეროში, რაც განაპირობა, იმან, რომ რომ მომსახურება არამატერიალურია და მისი არჩევაც ძირითადად პიროვნულ ფაქტორს ეფუძნება.

რა არის პერსონალური ბრენდინგი და რაში გვჭირდება ის? პერსონალური პრენდინგი ეს არის თქვენი პიროვნება, ჩვევები, ღირებულებები, გემოვნება, ინტერესები, მსოფმხედველობა, ჩაცმის სტილი, ხმა, მეტყველების სტილი და ყველაფერი ის, რაც გამოგარჩეთ  სხვებისგან და გაგხდით ინდივიდუალურს. სწორედ ეს განსხვავებულობა, უნიკალურობის აღმოჩენა და ინდივიდუალურობა გხდით კონკურენტუნარიანს თანამედროვე გადატვირთულ სოციუმში.

ნაბიჯები პერსონალური ბრენდის შექმნისას:

  • საკუთარი თავის აღმოჩენა – კითხეთ საკუთარ თავს: ვინ ვარ? რა მისია და უნიკალურობა მაქვს?
  • რა სარგებლის მოტანა შეგიძლია საზოგადოებისთვის – მერე რაა, რომ ვარ?
  • საკუთარი თავისგან საუკეთესო ვარიანტის შექმნა. 
  • იყავით ყოველთვის იქ, სადაც თქვენს საქმეში მთავარი გამოწვევაა.
  • დაიმახსოვრეთ, ყოველთვის შეხედეთ საკუთარ თავს, როგორც პერსონალურ ბრენდს და მთავარ ინვესტიციას!

რუბრიკას წარმოგიდგენთ

გაყიდვების სახლი დამფუძნებელი და  ბიზნეს ტრენერი ხათუნა მდინარაძე

გაყევით ლინკდინზე  : Khatuna Mdinaradze