fbpx

პატარა სიო- ყველგან სადაც თქვენ ხართ

გიორგი გოგეშვილი სიო

პატარა სიო- ყველგან სადაც თქვენ ხართ

1260 709 buymore.ge

მისი ადგილი არის ყველგან სადაც ხართ თქვენ – ეს ინოვაციური პირბადე სიოა, მასავით მსუბუქი, სასიამოვნო და რაც მთავარია ქართული.  პანდემიის დროს  დაწყებული  ეკო მეგობრული, სასარგებლო და მზრუნველი სტარტაპის საქმიანობა სწორედ ისეთია როგორსაც  უწინასწარმეტყველებენ ხოლმე ბიზნეს კონსულტანტები წარმატებულ ბიზნესს: თუ შენი არსებობა წყვეტს პრობლემას,  გილოცავ, შენ სწორ ადგილას, სწორ დროს მოხვდი.

მისი არსებობა  ბევრი ბიზნესისთვის  ნამდვილი სამაშველო რგოლი აღმოჩნდა, ვეჭვობ, საევაკუაციო გეგმაზე უფრო მნიშნვნელოვანიც კი- აბა წარმოიდგინეთ როგორია როცა უგემრიელესი მენიუ, თავბრუდამხვევი სილამაზის სამოსის კოლექცია ან  ქალაქში  უგემრიელესი ყავა გაქვს მაგრამ შენი სტუმრები კარების იქით ფეხს ვერ დგამენ, რატომ? ახალი რეგულაციის თანახმად, თავშეყრის ადგილებში ნიღბის გარეშე სიარული აკრძალულია მათ კი დარჩათ, უკან თუ გაბრუნდებიან მოსატანად, რა თქმა უნდა მათი უმეტესობა გზაში გადაიფიქრებს კიდეც, რა უნდა ვქნათ? ყველაფერი მარტივია: სწორედ ამ დროს ჩნდება სიო უფასო პირბადეები რომელსაც ბიზნესი ახვედრებს მის მომავალ სტუმრებს. ყველა ბედნიერია, სტუმარიც,  მასპინძელიც და სიო , რომელიც საკუთარი  უნიკალური პროდუქტით ხელს უწყობს ამ რთულ პერიოდში ადამიანების განწყობის და სტაბილურობის შენარჩუნებას.

სამედიცინო პირბადე შედგება სამი შრისგან აქედან ყველაზე ფუნქციური შუა ფენაა, რომელსაც იცავს პირველი  და მესამე ფენა, შუა  კი  ფილტრაციის დანიშნულებისაა, ჩვენს შემთხვევაში  სამივე  კომპონენტი ერთ ფენადაა  დაკომპერსირებული. თუ სამედიცონი პირბადეში 15 გრამიანი მასალა გამოიყენება აქ არის 35 გრამიანი. – გიორგი გოგეშვილი  დამფუძნებელი 

ორგანიზაციებისთვის შექმნილმა დიდი სიოს შეფუთვამ, რომელიც 160 შეკვრითაა წარმოდგენილი და ყოველდღიურ სატარებლად ცოტა მოუხერხებელია, იმავე შინაარსის ახალი ფორმის შექმნის აუცილებლობის წინაშე დააყენა სიო კრეატიული გუნდი. ბიზნესს თუ უდგახართ გვერდში, ჩვეულებრივ ადამიანებსაც მოგვხედეთ,  ჩვენც გვინდა სიო უფრო ახლოს ვიქონიოთო – ხომ იცით ის ამბავი, რაც გიყვარს სულ ახლოს რომ გინდა გქონდეს? ამდენად, პირველ ქართულ ეკო მეგობრულ, მსუბუქ, ჯანსაღ და ჰაეროვანი პირბადის დიდ ოჯახს პატარა სიოც შეემატა, ანუ დიდი სიოს მინი ვერსია, რომლის იდეის  ავტორი ალექს ჩიქოვანია.   საბოლოო სახე კი სწორედ სიოს გუნდის დამსახურებით ჩამოყალიბდა  დღეს ჩვენს ხელჩანთაში და არა მხოლოდ, პატარა სიო აღმოჩნდება.

 პირბადე კოვიდი პანდემია

 

  სიო  ერთჯერადი გამოყენებისაა – მისი  ხანგრძლივობაა 2 საათია, ამ დროის შემდეგ უნდა  შეცვლოთ ახლით, რაც ნიშნავს არა შენახვას, არამედ  გადაგდებას. ამ მხრივაც შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად სხვა პირბადეებთან შედარებთ,  მას არ აქვს რკინის ფიქსატორი ან  რეზინის დეტალები რაც მას  მარტივად ბიო დეგრადირდებადს ხდის.

პატარა სიოს პირველი ვერსია  ე.წ მშრალი ხელსახოცის სტილის  შეფუთვით  იყო, როგორც ხდება ხოლმე, მომხმარებელი ყველაზე კარგი შემფასებელია, ხოლო  წარმატებული ბიზნესი ისაა, რომელიც ამ შეფასებებს და მათზე დაკვირვებას გონივრულად გამოიყენებს.  ასე მოხდა სიო შემთხვევაშიც. შეფუთვა საკმაოდ კარგი, მომცრო და მოსახერხებელია სატარებლად, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ნაკლებად  უზრუნველყოფდა დარჩენილი ნივთების  ჰიგენურ დაცვას, არადა, ეს სწორედ ის ნივთია, რომლის ჰიგიენური მდგომარეობა მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს, ამიტომ შეიცვალა მისი შეფუთვის ფორმა, „გამკაცრდა რეგულაციები“ და დღის სინათლეს ახლა უკვე მეტად დაცული, სველი ხელსახოცის (გახსოვთ იყო დრო კოვიდამდე, როცა დეფინფექციისთვის მხოლოდ სველი ხელსახოცის გამოყენებაც საკმარისი იყო) მსგავსი შეფუთვის პატარა სიო გამოჩნდა. ერთის ამოსაღებად, ყველასთან ხელის შეხება არ მოგიწევს, გარდა ამისა, საფარი უფრო კარგად იხურება, არ იჭმუჭნება და დიდხანს იცავს  ნიღაბს მავნე ბაქტერიებისგან.

მინდა გაგაცნოთ სამი ფაქტი რომელიც სიოს შესახებ უნდა იცოდეთ:

  • იცით რომ, სიო პირველი კომპანიია სადაც თანამშრომელს შეუძლლია ნებისმიერ დროს აიღოს ხელფასი სწორედ იმდენი რამდენსაც თვლის რომ იმსახურებს,  არ ელოდება ბუღალტერს, დირექტორს თავად წყვეტს რამდენჯერ აიღოს ხელფასი და რა რაოდენობის.
  • ახალ თანამშრომელთან პირველ გასაუბრებას არა მხოლოდ მენეჯერი ან დირექტორი ყველა თანამშრომელი ესწრება და ყველა ერთად იღებს გადაწყვეტილებას ახალი გუნდის წევრის შემოერთების შესახებ, ისინი უსვამენ შეკითხვებს ახალ კანდიდატს და თავადაც პასუხობენ მის ყველა შეკითხვას. ამდენად, ორივე მხარემ იცის სად რატომ და როგორ მოუწევს  სამუშაო დღის გატარება. ეს დამოკიდებულება  ქმნის იმ მეგობრულ გარემოს, რითიც სიოს გუნდი შემდეგ ასეთ საინტერესო და ფუნქციურ პროდუქტებს გვთავაზობს.

დიახ , სწორედ ასეა, სადაც თანამშრომლები ემოციურად  ჯანსაღ გარემოში არიან , მათ გავითარებაზე  ზრუნავენ, მათ აზრს ითვალისწინებენ იქ ყოველთვის მოხდება ისეთი პროდუქტის ან სერვისის შექმნა, რომელიც საკმაოდ კონკურენტული იქნება, მერე გსურთ ეს შეფუთვას დააბრალეთ, გინდ სახელს, გინდ დანიშნულებას და გინდ დამფუძნებელს – ყველაფერი ერთად როცა ჰარმონიაშია, წარმატება უფრო მასშტაბური და ხაგრძლივია. გისურვებთ მალე აღარ დაგვჭირდეს პირბადე, ხოლო სიოს გუნდს ხშირად გავენებივრებინეთ მსგავსი საინტერესო და სასარგებლო იდეებით.