ვის არ უოცნებია ფრთებზე, მით უმეტეს ფრენის დროს სამყაროსთვის ზევიდან დახედვასა და პანორამული ხედებით დატკბობაზე? ადამიანი სულ ზევით აჭრასა და სიმაღლეზე ფიქრობს. რამდენი ნაწარმოები დაწერილა ამაზე, რამდენი ფილმი თუ ლექსი შექმნილა.. ზოგადად, სულ მგონია რომ აღმა-ფრენა პოეტების საყვარელი სიტყვაა და კიდევ… იმ ადამიანების ვინც Xcaucasus ქმნის.
მოკლედ, ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები , რომლებიც ფრენის ოცნებას აგიხდენენ. ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას სადაც კი ფრენისთვის შესაფერი პირობებია. თქვენ ოღონდ ინატრეთ. მე მათ ცნობილი ფილმისა არ იყოს „ფრენოლოგებს“ ვეძახი, თუმცა ხუმრობა იქით იყოს და ეს ადამიანები ამ საოცარი საქმის დიდოსტატები არიან.
როგორც მიხვდით, საქმე პარაგლაიდინგით ფრენას ეხება და ამ დროს მხოლოდ სურვილია საჭირო. კომფორტული სავარძლით, რომელიც პარაპლანზეა დამაგრებული, თავად გამოგყვებიან და ერთად შეიგრძნობთ მაქსიმალურ ექსტრემს, რომელიც იწვევს ფრენის ხშირ სურვილს.
პარაგლაიდინგის განვითარებისა და პოლპულარიზაციის კლუბი Xcaucasus ის კლუბია სადაც ნამდვილი პროფესიონალები მოგემსახურებიან. პროფესიონალები რომლებიც ამ საქმესთან პარაგლაიდინგის სიყვარულმა და აქტივობის სპორტის სახეობად ჩამოყალიბების სურვილმა მიიყვანა.
საქართველოს მდიდარი პოტენციალი აქვს სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის. ბევრი უცხოელი პროფესიონალი სწორედ საქართველოს რეგიონზე აკეთებს არჩევანს მისი მრავალფეროვანი რელიეფის და კლიმატური პირობების გამო. მსოფლიოში დღესდღეისობით სპორტის ეს სახეობა ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი, სწრაფად მზარდი სათავგადასავლო და ექსტრემალური აქტივობაა. სწორედ ეს მოცემულობა გახდა Xcaucasus სტიმულის მომცემი და განვითარების მოტივატორი.
დღეს Xcaucasus ყავთ რამდენიმე სოლო, ტანდემ და პარა მოტორ პილოტები და სრულად ათვისებული აქვთ რუსთავის იალღუჯის მთა, სვანეთი, გუდაური, კახეთი და თბილისი. იგეგმება ახალი საფრენი ადგილების აღმოჩენა და პოპულარიზაცია. აღნიშნული აქტივობა პირდაპირ კავშირშია მრავალფეროვანი ტურიზმის ჩამოყალიბებასთან. ეს ის სპორტული აქტივობაა, როცა ყოველ სეზონზე შეგიძლია დატკბე ღრუბლებში ნავარდით.
იმისთვის რომ პარაგლაიდინგის პილოტი ანუ სოლო მფრინავი გახდე საჭიროა მარტივი რამ: Xcaucasus კლუბში 10- 12 გაკვეთილიანი კურსის გავლა უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით , რომლის დასრულების შემდეგ პილოტს დამოუკიდებლად შეეეძლება სრულყოფილად და უსაფრთხოდ ფრენა.
თუ გიზიდავს მძაფრი შეგრძნებები და განსხვავებული შთაბეჭდილებები, შემოუერთდი პარაგლაიდინგის დიდ ოჯახს და ხელი შეუწყე პარაგლაიდინგის განვითარებას საქართველოში.