fbpx

ორ დღიანი დასუფთავების ღონისძიება მთელი საქართველოს მასშტაბით #ბიზნესამბავი

დასუფთავების პრგანიზაცია

ორ დღიანი დასუფთავების ღონისძიება მთელი საქართველოს მასშტაბით #ბიზნესამბავი

2560 1440 buymore.ge

Lets do it- საერთაშორისო ორგანიზაციის Let’s Do it world წევრია და მისი წესდებიდან თუ  პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ხშირად მართავს  გარემოს დაცვის, დასუფთავების და მოვლის ღონისძიებებს.  ორგანიზაცია  ამჯერად  საქართველოში  18 და 19 სექტემბერს გლობალური დასუფთავების დღის ორგანიზანებას აანონსებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დღე ასევე აქტიურად აღინიშნება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქსა თუ დაბაში შესაბამისი ქმედებით და  მას   საქართველოც უერთდება .  ყველ მუნიციპალიტეტი   ჩართულია მსოფლიო დასუფთავების დღის ღონისძიებაში, მობილიზებულია ყველა ასაკის, გარემოზე მზრუნველი ადამიანი  და დიდ ქალაქსა თუ დასახლებაში, მსოფლიოში მიმდინარე დასუფთავების ღონისძიებასთან ერთად მათი გარემოზე ზრუნვაც სინქრონულ რეჟიმში იქნება. შეგროვდება ნაგავი, მონაწილეების მიერ წინასწარ შერჩეული ადგილებიდან და მის სეპარირებას მოახდენენ.

   „ მთავარი ამოსავალი წერტილი მსოფლიო მწვანე მოძრაობა Let`s Do It-  ისთვის არის მსოფლიო ნარჩენების გარეშე, ვინაიდან 21 საუკუნეში მოსახლეობის ზრდამ და სხვადასხვა სახის პროდუქტების, ნივთების, საკვების მოხმარებამ გამოიწვია ნარჩენების მატება, რაც კატასტროფულად აისახება გერემოზე, ტყეებზე, ოკეანეებზე, მდინარეებზე”  ნარჩენების სეპარირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც საქართვლოში ნელ-ნელა იკიდებს ფეხს და ჩვენი მიზანია ამ დასუფთავების დღეზე მაინც მოვახდინოთ პლასტმასის სეპარირება და ჩაბარება კომპანია სუფთა სამყაროში” – განაცხადა გიორგი აზარიაშვილმა.

ამდენად, სრულიად საქართველოს მასშტაბით 10 000 მოხალისეა ჩართული როგორც სკოლის მოსწავლეები ასევე მუნიციპალიტეტის თანამშრომლები – მოკლედ, ყველა განურჩევლად სტატუსისა თუ საქმიანობის სფეროსა- ყველას ერთი  მოტივი აერთიანებს –  მოუაროს გარემოს, რომელშიც ცხოვრობენ  და რომელიც ასეთი მდიდარი და არაჩევულებრივი  ბუნებრივი პირობებით გამოირჩევა.  დაბინძურებით ვუშავებთ არა მხოლოდ  მას, არამედ ჩვენს მენტალურ თუ ფიზიკურ  ჯანმრთელობასაც.

აღსანიშნავია, რომ ეს ღონისძიება  უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება ამავე ორგანიზაციის სახელით, თუმცა  წელს მან უფრო დიდი მასშტაბი შეიძინა და გაცილებით უფრო მეტი მსურველი დარეგისტრირდა ვიდრე გასულ წლებში. ეს კი იმას ნიშნავს რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გაიზარდა და  გარემოზე ზრუნვა ჩვენი რუტინის აუცილებელი ნაწილი გახდა რაც  დადებითად აისახება ეკოკლიმატის გაჯანსაღებაზე.

როგორ შევინარჩუნოთ მომხმარებელი კორონავირუსის პანდემიის რეალობაში? #რეკლამისამბავი
2560 1440 buymore.ge