ნეთვორქინგის როლი გაყიდვებში

ხათუნა მდინარაძე

ნეთვორქინგის როლი გაყიდვებში

1920 1080 buymore.ge

ერთხელ მაქს მესმერს დედამ უთხრა, რომ უკვე დრო იყო, საკუთარი თავი ერჩინა და სამსახური ეშოვა. 11 წლის მაქსმა ქალის სამაჯურების კეთება დაიწყო.  ხელნაკეთ  ნივთებს  მეგობრებში, მეზობლებში, სტუდენტებსა და მასწავლებლებშიც  ყიდდა. მაქსი საქმიანობამ ისე გაიტაცა, რომ სწავლას დროს აღარ უთმობდა, რის გამოც დედამ საქმის გაგრძელება აუკრძალა და აიძულა, სწავლას დაბრუნებოდა. სამაგიეროდ, მაქსმა ისწავლა, რომ არაფერი  გაყიდვების გარეშე არაფერი ხდება  და არც სამსახურის ძებნის პროცესია ამ მხრივ გამონაკლისი. არავინ იცის შენი შესაძლებლობები იქამდე , სანამ გაყიდვის უნარს ექსპერტივით არ დაეუფლები. მაქსს მიაჩნდა ,  რომ გაყიდვის ნიჭის უქონლობა კავშირების მოპოვების ყველაზე ხშირი პრობლემაა.

დღეს მაქს მესმერი Robert Half International Inc.(RHI)-ის თავჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორია, ორგანიზაციისა, რომელიც სპეციალიზირებული კადრებით დაკომპლექტების , სამსახურის ძებნისა და კარიერის მართვის მსოფლიო ლიდერია.

ნეთვორქინგი თანამედროვე სიტყვაა და ისეთ ხალხთან კონტაქტს ნიშნავს, რომლებსაც აქამდე არ შეხვედრიხართ,თუმცა შესაძლოა, ისინი სამსახურის პოვნაში ან საჭირო პროექტების განხორციელებაში დაგეხმარონ. დიახ, ეს სანაცნობო ქსელია და ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება, ნუ გაგიკვირდებათ, უბრალოდ, ნეთვორქინგის იდეა მარტივ პრინციპზეა დამყარებული : ნაცნობებისგან უფრო ადვილად მიიღებთ დახმარებას, ვიდრე უცნობებისგან, ამიტომ რაც შეიძლება მეტი ნაცნობი უნდა შეიძინოთ თქვენთვის საინტერესო სფეროში.

გამოთვლებმა აჩვენა, რომ პოზიციათა 70-80% ადამიანებს ნაცნობების მეშვეობით აქვთ დაკავებული: ვაკანსიის შესახებ მათ ნაცნობმა ან ნაცნობის ნაცნობმა შეატყობინა. რა თქმა უნდა, შესაძლოა სამსახური ან წარმატება პირადი კავშირების გარეშეც იპოვოთ და მხოლოდ კავშირები არ არის საკმარისი სამსახურის საშოვნელად. კავშირებთან ერთად, აუცილებელია იმის დემონსტრირება, რომ საქმის კეთება შეგიძლიათ.

აგრეთვე გამოგადგებათ ონლაინ კავშირების დამყარება ჩეთის საშუალებით. იპოვეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანები და მიიღეთ მონაწილეობა ცოცხალ დისკუსიებში ექსპერტებთან და საკითხით დაინტერესებულ პირებთან.

ნეთვორქინგი არც ისე ძნელია, როგორც თქვენ ფიქრობთ

ჩვენ ისეთივე გარემოცვა გვჭირდება, რომელიც კვლავ და კვლავ შეგვახსენებს სწორი გადაწყვეტილების შესახებ. შესაძლოა, ნეთვორქინგი თქვენთვის სირთულეს წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ, თუ გიჭირთ იმის წარმოდგენა, როგორ უნდა სთხოვოთ დახმარება უცნობ ადამიანებს. მაგრამ კავშირების დამყარება ისეთი ძნელი არ არის, როგორიც ბრამსის ნაწარმოების ფორტეპიანოზე შესრულება; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კავშირების დამყარება თქვენგან განსაკუთრებულ ნიჭს და ვარჯიშს არ მოითხოვს.

ყველაზე მთავარი, რაც ნეთვორქინგისთვის არის აუცილებელი, თქვენი მხრიდან კავშირების დამყარების სურვილია. ნუ მისცემთ შიშსა და უხერხულობას უფლებას, წაგართვათ ისეთი ხალხის გაცნობის შანსი, რომლებიც თქვენს დახმარებას შეძლებენ. მზად იყავით იმისთვისაც, რომ ყველა პიროვნება, ვის გაცნობასაც შეეცდებით, შეიძლება არ იყოს ისეთი მეგობრული, როგორც ეს თქვენ წარმოგედგინათ.

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ყველაზე უარესი, რაც შეიძლება ამ დროს მოხდეს, იქნება ის, რომ ადამიანს, ვის გაცნობასაც ცდილობთ, არ აღმოაჩნდეს თქვენი დახმარების სურვილი. ეს არის და ეს. ზოგადად, რაშიც თავადვე დარწმუნდებით, ხალხი დახმარებისთვის მზად იქნება და შეეცდება რამეში გამოგადგეთ.

გახსოვდეთ, რომ საკმარისია დაურეკოთ ან ჩამოსართმევად ხელი გაუწოდოთ თქვენთვის ჯერ კიდევ უცნობ ადამიანს და თქვენი კონტაქტების ქსელი გაფართოებას დაიწყებს.

ალბათ, ყველას გაგიგიათ ძველი ანდაზა: მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ბავშვობიდან ვსწავლობთ, ვბაძავთ სანაცნობო წრეში „წარმატებულ ადამიანებს“, ხშირ შემთხვევაში გაუცნობიერებლად. და ეს სანაცნობო/სამეგობრო ძლიერ ზეგავლენას ახდენენ ჩვენზე, ვიდრე გვგონია ხოლმე. კარიერულ გზაზე ბევრი რამე შეიძლება დავიყვანოთ საერთო ცნობადობამდე. თუ გარს შემოირტყამთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენთვის არც ინსპირაციის და არც მსგავსი ღირებულებების მატარებლებია,მაშინ თქვენი პროფესიული განვითარებაც მოკვდება! და პირიქით,თუ თქვენს სანაცნობო წრეს გარს არტყია ისეთი ადამიანები, რომლებიც მაღალ კონკურენტუნარიანები და ექსპერტები არიან თქვენივე სფეროში, მაშინ გახსოვდეთ, რომ თქვენც ვითარდებით და თქვენი გაყიდვების არხებიც თქვენივე მომხმარებლებთან!

რუბრიკას წარმოგიდგენთ

გაყიდვების სახლი დამფუძნებელი და  ბიზნეს ტრენერი ხათუნა მდინარაძე

გაყევით ლინკდინზე  : Khatuna Mdinaradze