fbpx

ნეირო მარკეტინგი 8 მაგალითი (1 ნაწილი) #რეკლამისამბავი

ნეირო მარკეტინგი

ნეირო მარკეტინგი 8 მაგალითი (1 ნაწილი) #რეკლამისამბავი

2560 1440 buymore.ge

მრავალი წლის განმავლობაში ტვინის ვიზუალიზაცია მხოლოდ აკადემიური ან სამეცნიერო პრეროგატივა იყო. თუმცა, ნეირომარკეტინგმა მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის ( fMRI ) ვიზუალიზაციის საშუალებით, შესაძლებლობა მოგვცა სიღრმისეულად გავცნობოდით ადამიანის ქცევას და სამომხმარებლო ჩვევებს. არსებობს განცდები, გრძნობები, თვისებები, რომელიც განაპირობებს პროდუქტის ყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას და მას ნეირომარკეტინგული მაგალითებით ვხსნით.

 1. სათაური

სათაური პირველია, რასაც მომხმარებელი  ხედავს, ამიტომ ის უნდა იყოს შესამჩნევი, ეფექტური, ორიგინალური და გამორჩეული.

2. მზერის მნიშვნელობა

ნეირომარკეტინგული კვლევებით დგინდება, რომ მზერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მართალია, რეკლამა რომელშიც ადამიანები მონაწილეობენ, გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე ადამიანების გარეშე, თუმცა აუცილებელია ადამიანის მზერა მიმართული იყოს პროდუქტისკენ, რათა მყიდველმა პროდუქტის შინაარსს დაუთმოს ყურადღება.

 3. ფერი, როგორც გასაღები

ფერებს შეუძლიათ ემოციების ფართო სპექტრის აღძვრა, ამიტომ მათი შერჩევისას ფრთხილად იყავით და დაფიქრდით იმაზე, თუ რა გავლენის მოხდენა შეგიძლიათ ადამიანის გრძნობებზე და განცდებზე. აუცილებელია კარგად შეისწავლოთ თითოეული ფერი და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება. ფერი ზრდის გაყიდვებს!

4. რეკლამის ეფექტი

fMRI-ს გააჩნია საოცარი პოტენციალი მარკეტინგული სტრატეგიის გასაძლიერებლად, ჩართულობის და მოქმედების გაზრდით. Neurosynth-ის ერთ-ერთი კვლევის ორგანიზატორებმა განიხილეს წიგნების მაღაზიის სატელეფონო რეკლამის სამი სხვადასხვა ალტერნატივა. სარეკლამო კამპანიამ, რომელმაც ტვინის აქტივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოავლინა, გამოიწვია გაცილებით ბევრი ზარი და გაყიდვების ყველაზე მაღალი ნიშნული დააფიქსირა. INSEAD ბიზნესის სკოლის პროფესორის ჰილკ პლასმანის აზრით, „fMRI-ს შეუძლია დაეხმაროს ბრენდებს შეარჩიონ პროდუქტის სხვადასხვა დიზაინის ან რეკლამის ვერსია, გაიგონ, თუ როგორ მოქმედებს მარკეტინგული კამპანიები მომხმარებელზე და შეიტყონ მეტი გემოვნებისა და ტენდენციების შესახებ.“

 5. შეფუთვა

ყველამ ვიცით რამდენად მნშვნელოვანია პროდუქტის ეფექტური და მიმზიდველი შეფუთვა. მარკეტოლოგებმა იციან, რომ შიგთავსი ყოველთვის არ არის მთავარი, მაგრამ ნეირომარკეტინგმა ეს მცნება ახალ საფეხურზე აიყვანა. ისეთი ბრენდი, როგორიცაა Frito-Lay გამოიყენა ნეირომარკეტინგი შეფუთვის ახალი კონცეფციის შემუშავებისას. კომპანიამ ჩაატარა კვლევა, მომხმარებლებს აჩვენეს სხვადასხვა შეფუთვები და დააფიქსირეს მათი პასუხები, როგორც დადებითი, ისე ნეგატიური და ნეიტრალური. ამ კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებლების მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება ჰქონდა პრიალა შეფუთვას, ხოლო გლუვს – დადებითი. შედეგად, Frito-Lay – მ უარი თქვა პრიალა შეფუთვაზე და გლუვ ვარიანტზე შეაჩერა არჩევანი.

6. ყიდვის პარალიზება

 კოლუმბიის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ ძალიან ფართო არჩევანი შეიძლება რეალურად  შემაკავებელი იყოს პოტენციური მომხმარებლებისთვის. სპეციალური დანადგარების მეშვეობით, მათ დაადგინეს, რომ ბევრი ვარიანტის შეთავაზება აბნევს მომხმარებელს და ვეღარ იღებს ყიდვის გადაწყვეტილებას. გახსოვდეთ, რომ მომხმარებელი ჩვენნაირი ადამიანია და ისიც შეიძლება გადაიტვირთოს ზედმეტი არჩევანით.

7.კმაყოფილება

არის შემთხვევები, როცა 5-7 წლის განმავლობაში პროდუქტი კარგად იყიდება, თითქოს მეტის მოლოდინიც ჩნდება, მაგრამ შეიძლება დადგეს დღე, როცა მომხმარებელთა უმეტესობა უკვე უკმაყოფილოა პროდუქტის, იმედგაცრუებულია, აღარ გეკონტაქტება და ამ დროს ჩნდება ბევრი კითხვა. ნეირომარკეტინგი ამ დროსაც გვთავაზობს გამოსავალს – ე.წ ეეგ ( ელექტროენცეფალოგრამა ) ვიზუალიზაციის მეთოდით, რომელიც გვეხმარება მომხმარებელთა კმაყოფილების შეფასებაში.

8. „იყიდე, სანამ ის გაყიდვაშია“

ნეირომარკეტინგის აღმოჩენა – დანაკარგის შიშია. მომხმარებლებს არ სურთ გამოტოვონ საინტერესო გარიგება, ამიტომაც ხაზგასმით აღნიშნეთ, არ შეძენით რას კარგავენ ისინი.

სტატიის ავტორი: ეთო ბიქოშვილი

ორ დღიანი დასუფთავების ღონისძიება მთელი საქართველოს მასშტაბით #ბიზნესამბავი
2560 1440 buymore.ge