ნატურალური სილამაზის ქართული ფორმულა

საპნის დამზადება

ნატურალური სილამაზის ქართული ფორმულა

1920 1080 buymore.ge

ელეგანტური, მდიდრული , ბრწყინვალე – ეს ქალბატონის აღწერა არაა, ეს მათი და არ მხოლოდ, მათი თავის მოვლის  ერთერთი საშუალების დახასიათებაა,  რომელიც საქართველოში, ხელით, ერთი ოჯახის უნიკალური რეცეპტის მიხედვით მზადდება.

ქარხნული და ხელით დამზადებულ საპნებს ან პროდუქციას შორის ის განსხვავებაა, რომ ამ შემთხვევაში მინიმუმადე არის დაყვანილი ქიმიური რესურსების გამოყენება, მასალა სრულად ნატურალური ნედლეულის ფუძეზე მზადდება და რაც მთავარია, მასში ბევრი დადებითი ემოცია და სიყვარულია ჩადებული,  რომელიც მომხმარებელთან სტუმრობის შემდეგ სილამაზის მისეულ ფორმულად გადაიქცევა.

იყიდე მეტი ვიდეო გაიცანით,  საპნის ატელიე –  ხელნაკეთ საპნების  მწარმოებელი ბრენდი,  რომელიც  დღეს ძალიან აქტიურ პრობლემებს ერთი ხელის მოსმით, ანუ თუ ამ ბიზნესის ენით ვიტყვთ“ ერთი ხელის დაბანით“ წყვეტს.

საპნის ატელიეს  პროდუქცია ქართულ ბაზარზე ახალი გამოსულია. მისი წარმოება წინა წლის ნოემბერში დაიწყო, პროდუქციაც და მისი შეფუთვაც მთლიანად  მის ავტორს – ზაზა ბოცოღლიშვილს ეკუთვნის, რომელსაც ბიზნესის გაფართოვებასა და მის სწორ  კომუნიკაციაში  მთელი ოჯახი ეხმარება, ეს ფაქტიურად საოჯახო ბიზნესია.  როგორც ხდება ხოლმე, პირველი რამოდენიმე სახეობის პროდუქტის გაცნობის შემდეგ, მის მიმართ მოთხოვნა გაიზარდა და დღემდე ასეა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე რომელსაც მთელი გულით და ცოდნით აკეთებენ, ნამდვილად  იმსახურებს მომხმარებლის სიყვარულს და მოწონებას.  თითოეული საპონი უნიკალურია, სრულიად ბუნებრივია, ეკოლოგიურად სუფთა და რაც მთავარია საპნის მასაზე დამზადებული არაა.

წონის დაკლება დიეტა

საპონი მზადდება  ე. წ  „ცივი მეთოდით“  და ბრენდის ავტორის მიერ დამუშავებული რეცეპტებით, რადგან ამ მეთოდით წარმოებისას  მაქსიმალურად არის შენარჩუნებული  ნატურალური ცხიმების, ძვირფასი ეთერზეთების, ბუნებრივი თიხების და მათ  მიერ დამზადებული მცენარეული ნედლეულის ყველა თვისება.

თითოეული კომპონენტი სახის კანის სხვადასხვა პრობლემების მოგვარებითაა დაკავებული, ანუ ეს ჩვეულებრივი საპონი არაა, რომელიც ჩვეულებრივ  მაღაზიაში თაროზე ფერად შეფუთვაში იწონებს თავს და ბაქტერიების ანადგურებს,  სამაგიეროდ კი  კანის დერმას  აშრობს და კიდევ უფრო ამწვავებს მიმდინარე პრობლემებს.  ეს არის საპონი, უფრო სწორედ, სამკურნალო- ჰიგიენური საშუალებების სერია,  რომელიც აგვარებს კანის პრობლემებს და ხელს უწყობს ახალგაზრდული ტონუსის გახანგრძლივების  და ჯანმრთელი კანის  შენარჩუნების პროცესს.

თავის მოვლა მშრალი კანი

  • გვირილისა და გულყვითელას ნაყენზე, ნედლი ალოეს რბილობის დამატებით დამზადებული საპონი. ამ შემთხვევაში ძირითად ინგრედიენტებად გამოვიყენეთ – შის და ყურძნის წიპწების ცხიმები, ძლიერი დამატენიანებელი და მკვებავი ეფექტისთვის.
  • ასევე დანამატებად გამოვიყენეთ ვულკანური წარმოშობის, ყვითელი და მწვანე კოსმეტიკური თიხები, გამორჩეული კანის მკვებავი, აღმადგენელი თვისებებით.
  • ეს პროდუქტი შეიძლება გამოვიყენოთ ასევე როგორც ანტიცელულიტური საპონი, გამომდინარე ყურძნის წიპწების ზეთისა და ყვითელი თიხის ანტიცელულიტური თვისებებიდან.

 

 

 

 

 

 

 

მამაკაცის სამოსის ქართული ხაზი ანუ სტილი, რომელიც გამოგარჩევს
1920 1080 buymore.ge