მთის კურორტი ქალდეა ანუ დაისვენე სვანურ სამოთხეში

მთის კურორტი ქალდეა

მთის კურორტი ქალდეა ანუ დაისვენე სვანურ სამოთხეში

960 540 buymore.ge

” ეს  ჩვენ ვოცნებობთ სამოთხეზე თორემ ეგენი უკვე აქ არიან”- ეს ჩემმა ერთმა უცხოელმა მეგობარმა თქვა  პირველად რომ დაინახა სვანეთის გულს რომ გაგიჩერებს ისეთი, თვალისმომჭრელი და დიდებული  პანორამა.  კარგა ხანი დარჩა იქ, სულ არ ჩქარობდა ბარში დაბრუნებას ვსხივოსნდებიო და მართალიც იყო.  ეს სვანეთის ქარიზმის ბრალია, ვერ ელევიან ისეთი მშვენიერი, მისტიური და ამოუცნობია.

imogzaure saqartveloshi

თავადაც სვანმა, სვანეთზე,  მოგზაურობაზე და ბუნებაზე  უზომოდ შეყვარებულმა თარხან გასვიანმა მამასთან თორნიკე გასვიანთან ერთად სოფელ ხალდეში , რომელის სახელსაც სვანები დღემდე  მოწიწებით მოიხსენიებენ განსაკუთრებით  იმ მამაცური და ტრაგიკული 1875-76 წლის  აჯანყების შემდეგ, როცა მეფის რუსეთმა მის წინააღმდეგ მებრძოლ სვან ხალხს დასჯის მიზნით სოფელი პირწმინდად გადაუწვა და იქ ცხოვრება აუკრძალა- მთის კურორტი ქალდეა – სახლი  სასტუმრო  ე,წ გესთ ჰაუსი ააშენეს.  2014  წლის მონაცემებით სოფელში მხოლოდ და მხოლოდ 3 ადამიანი ცხოვრობდა ეს  მართლაც სამოთხე ნელნელა უცხოვდებოდა ადამიანებს.

 კურორტი ქალდე

სასტუმროს  სახელის შერჩევაზე ბევრი არ უფიქრიათ, მოსახლეობისგან დაცლილი სოფლის სახელი მცირე ცვლილებით  ხალდე – ქალდე- ქალდეა.    მისი ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობით იდეალურად  შეეფერებოდა სასტუმრო ალაგს- მთის კურორტი ქალდეა რომელმაც ახალი სიცოცხლის წერტილი გააჩნია, სოფელში,  რომლის მცხოვრებლები მაღლა მთაში არწივებზე მაღლა  ცხოვრობდნენ და  თავი თავისუფლების დაცვას შესწირეს. ივანე ჯავახიშვილის აზრით,  სოფლის პირველი ბინადრები  შუამდინარეთიდან მიგრირებული ქალდეველი მოსახლეობა იყო, რომელმაც კარგად იცოდა მედიცინა, ასტრონომია, მათემატიკა, ოქროს ჭრის ტრადიცია და სხვადასხვა იარაღების დამზადება.  ისტორიული ვერსიის  თანახმად, სწორედ მათი ცოდნის ადგილობრივებისთვის  გაზიარების შემდეგ გამოჩნდა ხალდეში ისტორიული კოშკები,  რომელიც შემდეგ სვანეთის სახასიათო ეთნო დეტალი გახდა.

დაისვენე საქართველოში

გარდა  საამაყო  ქალდეველურ- სვანური  ისტორიული  წარსულისა, არეალი  გეოგრაფიული მახასიათებლებით გამორჩეული და უნიკალურია,  დროის ერთ მონაკვეთში ხედავთ წელიწადის ოთხივე დროს. აქვე არის ალპური ზონა, მდინარე თავისი კანიონით.  მიუხედავად  ზღვის  დონიდან  2150 მეტრის სიმაღლისა აქ მზე საკმაოდ დიდხანს იწონებს თავს, სოფლის შუა ნაწილიდან ორივ  მხარეს თოვლიანი პეიზაჟია, აქვე დააგემოვნებთ უმეგრიელეს და უსუფთავეს ბუნებრივად გაფილტრულ მინერალიზირებულ  10 მდე სახეობის სამკურნალო მჟავე წყალს,  იბანავებთ ჩანჩქერში, დაათვალიერებთ საოცარად მრავალფეროვან და იშვიათ ალპურ ბუნებას,  მოისმენთ მთებისა და  ნისლების დიალოგს. ეს ყველაფერი არის სწორედ იმ ტერიტორიაზე სადაც ჯერ ერთი სასტუმრო სახლი ახლა კი  საკურორტო დასახლების გაშენება მიმდინარეობს.

იყიდე მეტი სვანეთიიყიდე მეტი ტურიზმი

ამ მშვენიერ ბუნებაში მთის კურორტ ქალდეას დასასვენებელ ზონაში არსებული ერთი ხის გესთ ჰაუზისა, კიდევ დაემატება კიდევ ორი შენობა რომლის ქირაობა როგორც დღიურად ასევე თვის  მანძილზე იქნება შესაძლებელი. დასვენება რომ სასიამოვნო, დაუვიწყარი და მართლაც ზღაპრული იყოს ამავე  ტერიტორიაზევე გაშენებული ინფრასტრუქტურის  ფარგლებში დამსვენებლები ჩარეთვებიან სხვადასხვა  გასართობ, შემეცნებითი თუ ექსტრემალურ აქტივობებში-  ეს იქნება ხელბურთი, ზიპლაინი, ტურები ცხენებითა და კვადროციკლებით, ჰაერში დაკიდებულ რესტორანში მოეწყობა ცოცხალი მუსიკის საღამოები,  სტუმრები  აქვე  დღის მანძილზე გაიცნობენ სვანურ კულტურას  და თავად სამახსოვრო ნივთებს, (მაგალითად სვანური ქუდის დამზადება)  ეს  არაფერია იმ შეგრძნებებთან და ემოციებთან რასაც თქვენ თავად მიიღებთ როცა მომავლის მთის  კურორტ ქალდეას– სვანეთის ერთერთ ულამაზეს ადგილზე მდებარე ხის კოტეჯებით დაფარულ საკურორტო ზონას ესტუმრებით.